უკონტექსტოდ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ბაიდენმა კათოლიკური აღდგომა ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოაცხადა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

166
VIEWS

30-31 მარტს საინფორმაციო სააგენტოებმა Georgia First NEWS, Newshub.ge – ნიუსჰაბი, დაიჯესტი • Digest და საინფორმაციო სააგენტო INFO9 გაავრცელეს ინფორმაცია, რომ “ჯო ბაიდენმა 31 მარტი [კათოლიკური აღდგომა] “ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ” გამოაცხადა”. ინფორმაცია გავრცელდა სხვადასხვა ფეისბუქ გვერდსა და ჯგუფშიც (1;2). 

გარდა ამისა, იმედმა, POSTV-მ, რეპორტიორმა და მედიაჰოლდინგმა “კვირა” გამოაქვეყნეს სახელისუფლებო ექსპერტის, გოგა ხაინდრავას განცხადება, რომლის მიხედვითაც ამერიკაში “აღდგომას ჩაენაცვლა ხილვადობის დღე”.  

ბაიდენმა baideni2 უკონტექსტოდ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ბაიდენმა კათოლიკური აღდგომა ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოაცხადა baideni6 1 უკონტექსტოდ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ბაიდენმა კათოლიკური აღდგომა ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოაცხადა

აღსანიშნავია, რომ ნიუსჰაბმა პოსტი დააფინანსა. ამჟამად დაფინანსებული ფოტო რეკლამების ბიბლიოთეკაში არ ჩანს. 

baideni5 უკონტექსტოდ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ბაიდენმა კათოლიკური აღდგომა ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოაცხადა

ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება. რეალურად, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე ყოველ წელს 31 მარტს აღინიშნება, აღდგომა კი მოძრავი დღესასწაულია. აშშ-ის პრეზიდენტს თარიღი ახლა არ აურჩევია, შესაბამისად, ის, რომ 2024 წლის 31 მარტს ასევე აღინიშნა კათოლიკური აღდგომა, დამთხვევაა.  

ყოველწლიურად, 31 მარტს ტრანსგენდერთა მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით მსოფლიოში ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე აღინიშნება. 31 მარტს, აღნიშვნის პარალელურად, ყურადღებას ამახვილებენ სიღარიბეზე, ძალადობასა და დისკრიმინაციაზე – იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ტრანსგენდერი ადამიანები დგანან. TDOV (Transgender Day of Visibility) 2010 წლიდან ტრანსგენდერთა უფლებადამცველის, რეიჩელ კრენდალის ინიციატივით აღინიშნება და თარიღი, 31 მარტი, არ იცვლება. 2024 წლის 29 მარტს გამოქვეყნებულ წერილში ჯო ბაიდენმა გამოხატა პატივისცემა აშშ-ში ტრანსგენდერი ადამიანების “არაჩვეულებრივ გამბედაობასა და წვლილთან” დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურა ერის ვალდებულება, შექმნას გარემო, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი და მათ მთელი ცხოვრების მანძილზე თანასწორად მოექცევიან. პროკლამაციის ბოლოს აღნიშნულია, რომ 31 მარტი ოფიციალურად ცხადდება ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ და პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა ამერიკელს, შეუერთდნენ მათ. 

ჯო ბაიდენის წერილს, რომელშიც 31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ აღიარა, რესპუბლიკელების კრიტიკა მოჰყა. კრიტიკას თეთრი სახლის სპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმა უპასუხა. მისი სიტყვებით, “როგორც ქრისტიანი, რომელიც აღდგომას ოჯახთან ერთად აღნიშნავს, პრეზიდენტი ბაიდენი მხარს უჭერს ხალხის გაერთიანებას, ასევე, ყველა ამერიკელის ღირსებასა და თავისუფლებას”. მისივე თქმით, ბაიდენი არასოდეს გამოიყენებს საკუთარ რწმენას პოლიტიკური მიზნებისთვის. 

რაც შეეხება კათოლიკურ აღდგომას, მისი თარიღი წლიდან წლამდე იცვლება. 325 წელს ნიკეის საეკლესიო კრებამ დაადგინა, რომ აღდგომა უნდა აღინიშნებოდეს კვირა დღეს, გაზაფხულის ბუნიობის (21 მარტი) შემდეგ და უნდა მოსდევდეს პირველ სავსემთვარეობას. შესაბამისად, აღდგომის თარიღი შესაძლოა ემთხვეოდეს ნებისმიერ კვირა დღეს 21 მარტიდან 25 აპრილამდე. მაგალითად, გასულ 2023 წელს აღდგომა 9 აპრილს აღინიშნა

შესაბამისად, ფაქტები, რომ ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე 2010 წლიდან ერთსა და იმავე დროს აღინიშნება, ხოლო აღდგომა მოძრავი დღესასწაულია, მიუთითებს, რომ 2024 წელს მათი 31 მარტს აღნიშვნა დამთხვევაა და აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე რელიგიური  დღესასწაულისთვის განზრახ არ დაუმთხვევია. 

ტრანგენდერთა ხილვადობის დღესა და კათოლიკურ აღდგომასთან დაკავშირებით გავრცელებული მანიპულაციური მტკიცებები Reuters-მაც გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist