“სოკარ ჯორჯია გაზისა” და ambebi.ge-ის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

199
VIEWS

16 მარტს სოციალურ ქსელში ფეისბუკ გვერდმა Winter Soldier გაავრცელა  პოსტი, რომელიც  “სოკარ ჯორჯიას” სახელით ინტერნეტ მომხმარებლებს 5000 ლარის მიღებას ჰპირდება. დასპონსორებულ პოსტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ბანკომატებთან დიდი რიგებია, რამდენადაც “Socar energy Georgia” ვალდებულია, საქართველოს თითოეულ მაცხოვრებელს 5000 ლარი გადაუხადოს, რისთვისაც მსურველებმა გამოკითხვაში უნდა მიიღონ მონაწილეობა. პოსტი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს ინფორმაცია Ambebi.ge-მ გაავრცელა, რამდენადაც ფოტოზე ამ საინფორმაციო სააგენტოს ვიზუალი და ლოგო გვხვდება. 

სოკარ ჯორჯია გაზი

ინფორმაცია, თითქოს “სოკარ ჯორჯია” კითხვარის შევსების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს 5000 ლარს გადაუხდის, დეზინფორმაციაა და თაღლითური სქემის ნაწილს წარმოადგენს. კომპანიამ წარსულში არაერთხელ აღნიშნა, რომ “სოკარის” მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაცია მომხმარებლებს მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან მიეწოდებათ.

შეთავაზება, რომლის საშუალებითაც “სოკარ ჯორჯია” საქართველოს მოქალაქეებს 5000 ლარს სთავაზობს, კომპანიას არც ერთ პლატფორმაზე არ გაუჟღერებია და არ არსებობს. “სოკარ ჯორჯიამ” ამავე შინაარსის თაღლითური ინფორმაცია წარსულში არაერთხელ უარყო. 2024 წლის 1 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ მომხმარებლებს სოკარის მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ ოფიციალური წყაროებიდან (საიტი: http://SGP.GE, ფეისბუკის ოფიციალური გვერდი) და ასევე, ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება შესაძლებელია ცხელი ხაზის საშუალებით. 

sokari2 “სოკარ ჯორჯია გაზისა” და ambebi.ge-ის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება

სანდოობის შექმნის მიზნით, ფეისბუკზე გავრცელებულ პოსტს თან ახლავს ქართული გამოცემის ambebi.ge-ის ვიზუალი და ლოგო. აღსანიშნავია, რომ “სოკარის” მიერ თანხის გაცემის შესახებ ინფორმაცია ambebi.ge-ის არც ქართულ და არც რუსულენოვან ვერსიაზე არ გვხვდება. 

sokari3 “სოკარ ჯორჯია გაზისა” და ambebi.ge-ის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება

დაფინანსებულ პოსტში მითითებულია საიტის ბმული, სადაც ნათქვამია, რომ “სოკარმა” სახელმწიფოსთან ერთად გახსნა შემოსავლის პლატფორმა, რომელიც ყველასთვის არის ხელმისაწვდომი.  შემოსავლების პლატფორმაზე წვდომის მოსაპოვებლად კი მოკლე კითხვარის შევსება არის საჭირო. კითხვარი სულ 4 კითხვისგან შედგება:  “თქვენი ოჯახის შემოსავალი 5000 ლარზე მეტია?”; გყავთ თუ არა 18 წლამდე ასაკის ბავშვები?”;  “გაქვთ თუ არა იპოთეკური სესხი?”.  მომხმარებლებმა ამ კთხვებს “კი” ან “არა” უნდა უპასუხონ, შემდეგ კი მოცემულ ველში სახლი, გვარი და ტელეფონის ნომერი შეიტანონ.

sokari9 “სოკარ ჯორჯია გაზისა” და ambebi.ge-ის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება

Whois.DomainTools-ის თანახმად, თავად საიტი  https://systemaiendeavor.top  2024 წლის 2 თებერვალს შეიქმნა და მისი IP მისამართი კალიფორნიაში მდებარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფეისბუკ გვერდის Winter Soldier ადმინისტრატორის მისამართად აშშ არის მითითებული.

sokari6 “სოკარ ჯორჯია გაზისა” და ambebi.ge-ის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება sokari7 “სოკარ ჯორჯია გაზისა” და ambebi.ge-ის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება

Winter Soldier-ის შესახებ

ფეისბუკ გვერდი Winter Soldier 2017 წლის 16 აპრილს შეიქმნა და მისი თავდაპირველი სახელწოდება “ الاسود يليق بك” იყო. გვერდმა ბოლოს სახელი 2024 წლის 5 მარტს შეიცვალა, ხოლო კატეგორიების ველში  Magazine (ჟურნალი) აქვს მითითებული.   ფეისბუქ გვერდზე ბოლო პოსტი 2024 წლის 27 თებერვალს პროფილის ფოტოს ცვლილებას უკავშირდება, ხოლო სოკარის შესახებ პოსტი გვერდზე დაფარულია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის 17 ივნისის შემდეგ გვერდზე არც ერთი სხვა პოსტი არ გავრცელებულა, ამ პერიოდში გაზიარებული პოსტი კი რესტორნის მენიუს შექმნას შეეხება. ამ ტიპის აქტივობები ტოვებს შთაბედილებას, რომ 2024 წლის თებერვლამდე ეს გვერდი სხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა, ადმინისტრატორისა და გვერდის სახელწოდების ცვლილების შემდეგ კი (რაც საიტის შექმნის თარიღსაც ემთხვევა) თაღლითური საქმიანობა წამოიწყო.

sokari8 “სოკარ ჯორჯია გაზისა” და ambebi.ge-ის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება
“მითების დეტექტორმა” “სოკარ ჯორჯია გაზის” სახელით გავრცელებული თაღლითური ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:

მსგავსი თაღლითური სქემა ვრცელდებოდა “ლუკოილის” და ირაკლი ღარიბაშვილის სახელითაც:

პოსტის არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist