თაღლითური გვერდი გურამ შეროზიას სახელით ფეისბუქ მომხმარებლებს 5000 ევროს ჰპირდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

47
VIEWS

30 აგვისტოს ფეისბუქ-ანგარიშმა G𝒖r𝒂𝒂m S𝒉r𝒐z𝒊a’s გაავრცელა ვიდეო ქართველი ბლოგერის, გურამ შეროზიას ლაივიდან. პოსტის აღწერაში მითითებულია, რომ პირველი 350 ადამიანი, ვინც გამარჯობას იტყვის, 5 000 ევროს მიიღებს. სავარაუდოდ, პოსტის ავტორი გამარჯობის დაწერა ფეისბუქ მომხმარებლებს ვიდეოს კომენტარებში მოუწოდებს.

1 თაღლითური გვერდი გურამ შეროზიას სახელით ფეისბუქ მომხმარებლებს 5000 ევროს ჰპირდებარეალურად, ბლოგერის სახელით ვიდეოს ახლადშექმნილი, თაღლითური ფეისბუქ-ანგარიში ავრცელებს, რომელსაც გურამ შეროზიასთან კავშირი არ აქვს, გათამაშების შესახებ ინფორმაცია კი ყალბია. ცნობილი ადამიანების პირდაპირი ტრანსლაციის (Livestream) გამოყენება ინტერნეტ თაღლითობის ერთ-ერთი გავრცელებული ხერხია.

ფეისბუქ-გვერდი 2023 წლის 30 აგვისტოს არის შექმნილი და, 4 სექტემბრის მონაცემებით, 14 მოწონება და 14 გამომწერი ჰყავს. გვერდზე მხოლოდ ერთი, ზემოაღნიშნული ვიდეოა გამოქვეყნებული. რაც შეეხება ბლოგერ გურამ შეროზიას ოფიციალურ გვერდს –  Guram Sherozia’s Blog, ის  2011 წლის 14 აპრილს არის შექმნილი და, ბოლო მონაცემებით, 220 000-მდე გამომწერი ჰყავს. მას Facebook-ისგან ვერიფიკაცია აქვს მინიჭებული, რაც გვერდის ავთენტურობის ერთ-ერთი დასტურია.

2 თაღლითური გვერდი გურამ შეროზიას სახელით ფეისბუქ მომხმარებლებს 5000 ევროს ჰპირდება
ყალბი გვერდი  
3 თაღლითური გვერდი გურამ შეროზიას სახელით ფეისბუქ მომხმარებლებს 5000 ევროს ჰპირდება
რეალური გვერდი

ყალბი გვერდის მიერ 30 აგვისტოს გამოქვეყნებული ვიდეო გურამ შეროზიას ოფიციალურ ანგარიშზე 2023 წლის 27 აპრილს გავრცელდა. ბლოგერი, რომელიც მაღაზია Apple City-სთან თანამშრომლობს, ლაივში ფასდაკლებასა და ახალ ტექნიკაზე საუბრობს და მაყურებლების კითხვებს პასუხობს. ვიდეოში არაფერია ნათქვამი თანხის გადაცემისა და “ფანებისთვის ჯილდოების” შესახებ, როგორც ეს ყალბი ანგარიშის ვიდეოს აღწერაშია მითითებული. 

4 თაღლითური გვერდი გურამ შეროზიას სახელით ფეისბუქ მომხმარებლებს 5000 ევროს ჰპირდება

თაღლითურ ფეისბუქ-გვერდზე მითითებულია, რომ ვიდეო პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა – რეალურად, ანგარიშმა ლაივში გურამ შეროზიას ძველი ვიდეო გაუშვა, ამ მიზეზით აიხსნება ვიდეოს ხარისხი და ხარვეზები ლაივის დროს. იმას, რომ გვერდი ყალბია, მოწმობს გრამატიკული და სტილისტური შეცდომებიც.   

მომხმარებლების მიზიდვისა და მათი პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით ცნობილი ადამიანების სახელით თაღლითური ვებ-გვერდები ხშირად იქმნება. ცნობილ სახეების ლაივ-ვიდეოების გამოყენება ერთ-ერთი ხერხია, რომლითაც ყალბ გვერდებს მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავთ – ისინი ოფიციალური გვერდებიდან იღებენ ლაივ ვიდეოს, რომელშიც ავტორი სხვადასხვა საკითხზე საუბრობს და ხშირად მაყურებლის კითხვებს პასუხობს, თუმცა გათამაშებას, ლინკებზე რეგისტრაციის გავლას, დაჯილდოებას და სხვა საკითხებს, რომლებიც ყალბი გვერდის შემქმნელს აღწერაში აქვს მითითებული, არ ახსენებს. 

წარსულში “მითების დეტექტორმა” შეისწავლა შემთხვევები, როდესაც ყალბი გვერდები მომღერლების – ნინო ჩხეიძის, სოფო ნიჟარაძის და ლელა წურწუმიას სახელით ყალბი გათამაშებების შესახებ ავრცელებდნენ ინფორმაციას და ფეისბუქ-მომხმარებლებს მოუწოდებდნენ, კონკრეტულ ბმულზე რეგისტრაცია გაევლოთ და მათი პირადი მონაცემები შეეყვანათ. რეალურად, თაღლითური სქემის მიზანი პერსონალური მონაცემების მოპოვება იყო. ზოგიერთ შემთხვევაში, მსგავსი თაღლითური გვერდების მიზანი უბრალოდ გვერდის ჩართულობის (engagement) გაზრდა და გამომწერების შეგროვებაა. 

ვრცლად იხილეთ: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist