სცადა თუ არა ZDF-მა ფერმერების აქციის უკრაინის მხარდამჭერ აქციად წარმოჩენა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ZDF
121
VIEWS

12-13 აპრილს სოციალურ ქსელ Тhreads-სა და Facebook-ზე (1,2,3,4,5,6,7,8) გერმანიაში მიმდინარე ფერმერების აქციასთან დაკავშირებით ადგილობრივი ბლოგერის კომენტარი გავრცელდა. ბლოგერისა და ვიდეოს აღწერების თანახმად, ფერმერების პროტესტის დროს გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ZDF,  განზრახ მოიყავანა “პროვოკატორი” პლაკატით “მეტი იარაღი უკრაინას,” რომელიც პოლიციის ესკორტით ფერმერების აქციას შეუერთდა, ტელევიზიის გადამღები ჯგუფი კი ამ პირს ისე აშუქებდა, თითქოს ის აქციის წარმომადგენელი იყო. 

ZDF

ვიდეო დეზინფორმაციული აღწერით ვრცელდება. დემონსტრანტს, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი ბანერით მივიდა აქციაზე, გერმანულ მედია ZDF-თან კავშირი არ აქვს, ამას როგორც თავად დემონსტრანტი, ასევე ZDF ადასტურებს. გადამღები ჯგუფი აქციაზე ამ დემონსტრანტთან ერთად არ მისულა, ZDF-ის ჯგუფის მიერ დღის განმავლობაში გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ აქციის გაშუქება მათ უკრაინის მხარდამჭერი დემონსტრანტის გამოჩენამდე დაიწყეს, აქტიურად გადაიღეს ფერმერების პროტესტი, კომენტარები ჩამოართვეს ფერმერებს და მხოლოდ უკრაინის მხარდამჭერ დემონსტრანტზე კონცენტრირებულები არ ყოფილან.

იგივე მტკიცებებით ვიდეო სოციალური ქსელების გერმანულენოვანმა მომხმარებლებმა 2024 წლის თებერვალში გაავრცელეს. მაშინ ეს მტკიცებები გერმანული მედიის BR24-ის ფაქტების გადამოწმების სამსახურმა  #Faktenfuchs-მა და გერმანულმა მედია Übermedia-იამ (1,2) გადაამოწმა და უარყო.

აღნიშნული ვიდეო მონაკვეთი გერმანულმა მედია Utopia TV-მ გაავრცელა და ZDF ფერმერების პროტესტის უკრაინის მხარდამჭერ პროტესტად წარმოჩენაში და დემონსტრანტის მიყვანაში დაადანაშაულა. ვიდეო თებერვალში, ქვემო საქსონიაში, უნტერლუსში, 12 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზეა გადაღებული. 12 თებერვალს უნტერლუსში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუზი ახალი სამხედრო ქარხანის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ. ფერმერები საპროტესტო აქცია სოფლის მეურნეობის სფეროში გატარებულ ცვლილებებს აპროტესტებდნენ.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ უკრაინის მხარდამჭერი ბანერით დემონსტრანტი პოლიციის თანხლებით ფერმერების პროტესტისკენ მიმართება. მათ მცირე დაშორებით ჟურნალისტების გადამღები ჯგუფი მიჰყვება. პოლიცია დემონსტრანტს აქციამდე მიაცილებს და შემოსაზღვრულ სივრცეში უშვებს. ცოტა ხნის შემდეგ, ფერმერები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მათ აქციას თემატურად განსხვავებული პროტესტის მონაწილე შეუერთდა და პოლიციას ბანერიანი კაცი აქციიდან გაჰყავს. კადრებში ჩანს, როგორ ტოვებს სამთავრობო დელეგაცია ქარხნის ტერიტორიას. მოგვიანებით ჩანს, რომ უკრაინის მხარდამჭერი ბანერით დემონსტრანტი ფერმების აქციისგან მოშორებით დგას. ZDF-ს გუნდს მისგან კომენტარის აღება სურს, თუმცა პოლიცია მას სთხოვს ადგილი შეიცვალოს. მოგვიანებით კადრში ჩანს, რომ ZDF-ის გუნდი ფერმერების აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს ართმევს კომენტარს. ვიდეოს ბოლოს უკრაინის ბანერიანი დემოსსტრანტი აქციას ტოვებს.

#Faktenfuchs-თან კომენტარში Celle-ს პოლიციის განყოფილების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პროტესტის დღეს უკრაინის მხარდამჭერი ბანერიანი დემონსტრანტი ქარხნის ტერიტორიის საიხლოვეს პროტესტში მონაწილეობის მისაღებად მივიდა. ვინაიდან ქარხნის წინ ზონა უსფრთხოების პერიმეტრად იყო გამოყოფილი მას მარტო გადაადგილების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისად სხვა დემონსტრანტებამდე ის პოლიციამ მიაცილა. ვინაიდან სხვა დემონსტრანტები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ბანერის გამო, სამართალდამცველებმა კაცი მათ გაარიდეს, რის შემდეგაც, პოლიციის სპიკერის თანახმად, ამის შემდეგ კაცს თავისი საპროტესტო აქციის დარეგისტრირება სურდა, თუმცა რადგან მარტო იყო, ამას ვერ მოახერხებდა. 

Übermedia უკრაინის მხარდამჭერ დემონსტრანტს ესაუბრა. იოახიმ ზაიხეს თქმით, საპროტესტო აქციაზე მისვლა სპონტანურად გადაწყვიტა და ადგილზე მისულს პოლიციამ ჰკითხა, სად უნდოდა დადგომა, რის შემდეგაც ფერმებისკენ გადაინაცვლეს. 

ზაიხე: “ინტერნეტში გავრცელდა გროტესკული ბრალდებები, რომ ZDF-მა ფერმერების საპროტესტო აქციაში ჩამნერგა და პროვოკატორი ვიყავი. რა თქმა უნდა, ეს არის გამოგონილი, სისულელე და გროტესკული. არც ZDF-ს და არავის ჩავუნერგივარ. პოლიციამ მითხრა, რომ ბარიერს იქით დავმდგრიყავი. მე მსურდა, ფერმერების დემონსტრაციის მოშორებით დადგომა, მაგრამ ეს ვერ გავაკეთე, რადგან პოლიციამ მიმითითა ადგილი.”

#Faktenfuchs-სთან კომენტარში, ZDF-ის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ უნტერლუსში მათი გადამღები ჯგუფი მუშაობდა, თუმცა მათ არავითარი გავლენა არ ჰქონიათ დემონსტრანტებზე ან აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე. გადამღებ ჯგუფს ასევე არ ჰქონია კონტაქტი დემონსტრაციის მონაწილეებთან პროტესტის დაწყებამდე. ZDF-მა Übermedia-ს აქციის დღეს გადაღებული კადრები მიაწოდა, რომლებიც თავის რეპორტაჟებისთვის სრულად არ ჰქონდა გამოყენებული. კადრებში ჩანს, რომ ZDF-ის გადამღები ჯგუფი ფერმერების აქციას იოჰიმ ზაიხეს გამოჩენამდე აშუქებდა. მაუწყებლის კადრებში ჩანს ზაიხეს ფერმერბეის ჯგუფისგან ჩამოშორებაც და მთლიანი პროტესტის დამატებითი კადრებიც. ასევე ZDF-მა კომენტარი ჩამოართვა აქციის რამდენიმე მონაწილე ფერმერს, ასევე პროტესტის ორგანიზატორსაც, რომელმაც აქცია დაარეგისტრირა და ზაიხესაც. შესაბამისად, ZDF-მა არა მხოლოდ უკრაინის მხარდამჭერ დემონსტრანტს სთხოვა კომენტარი, არამედ უშუალოდ ფერმერების აქციაც აქტიურად გააშუქა.

არქივის ბმულები: 1, 2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist