სპუტნიკის ტყუილი, თითქოს ქართულმა მხარემ სოფ. კობთან ცეცხლი გახსნა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

სროლები
120
VIEWS

6 ნოემბერს Sputnik-Ossetia-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, თითქოს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის საზღვართან გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. სტატიის მიხედვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების კომიტეტის პრესის წარმომადგენელი ეკატერინა ბიაზროვა აცხადებს, რომ სოფელ კობიდან ქართულმა მხარემ სროლები განახორციელა. ბიაზროვას თქმით, ქართული მხარე აგრძელებს პროვოკაციას, რათა რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. სტატიაში აღნიშნულია, რომ სოფელ კობში ქართული პოლიციის დამატებითი ძალები განლაგდა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-15 სროლა განხორციელდა. იდენტურ ინფორმაციას Tass.ru-ზე დაყრდნობით Ren.tv-ც ავრცელებს.

ქ

Sputnik-Ossetia-ს გავრცელებული ინფორმაცია სოფელ კობში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შესახებ, ტყუილია. “მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის საზღვართან სროლა არ მომხდარა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება “მითების დეტექტორთან” კომენტარში მომხდარს უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავსს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

“ჩვენ 24/7-ზე ვახდენთ პატრულირებას, როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან და არ ვადასტურებთ, რომ ამ არეალში რაიმე სახის სროლა განხორციელდა,” – განაცხადეს სადამკვირვებლო მისიაში.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist