სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ზელენსკის ცეკვის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

675
VIEWS

7 ივლისს ფეისბუკ გვერდმა “კონსერვატიული ფლანგი” უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცეკვის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. თანდართულ პოსტში ავტორი აღნიშნავს, რომ “უკრაინას აჭამეს”, როცა ზელენსკისნაირი ადამიანი აირჩიეს პრეზიდენტად. ვიდეოში კანისფერ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც გარეგნობით ზელენსკის ჰგავს, მუცლის ცეკვას ასრულებს. 

იგივე ვიდეო ვებ-საიტ bitchute.com-ზე 3 ივლისს გამოქვეყნდა.
Screenshot 2023 07 27 124000 სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ზელენსკის ცეკვის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო პროგრამულად არის დამუშავებული.
რეალურად, კადრებში არა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, არამედ არგენტინელი მოცეკვავე პაბლო აკოსტაა ასახული.


ფოტოს საძიებო ინსტრუმენტებით ვიდეოს კადრის ძებნისას, გაირკვა, რომ ვიდეოში წარმოდგენილი მოცეკვავე პირი არა პრეზიდენტი ზელენსკი, არამედ, არგენტინელი მოცეკვავე, პაბლო აკოსტაა. აკოსტამ ვიდეო საკუთარ Instagram-ის ანგარიშზე 2023 წლის 26 მაისს გამოაქვეყნა. ვიდეოს ნახვისას ცხადი ხდება, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვერსიაში კადრები აჩქარებულია და მეორდება. ინსტაგრამის პროფილის ქუდში განთავსებული ინფორმაციის თანახმად,  პაბლო აკოსტა პროფესიონალი მოცეკვავე, მასწავლებელი და ქორეოგრაფია, ასევე აწყობს  Tucuman Bellydance Fest-სა და Mega Dancing ფესტივალებს.

Screenshot 2023 07 27 124005 სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ზელენსკის ცეკვის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სატელევიზიო პროგრამის “ცეკვავენ” ვარსკვლავები გამარჯვებული 2006 წელს გახდა და მისი ინტერესი ცეკვების მიმართ დიდია,  არგენტინელ მოცეკვავესა და მას  შორის გარეგნული მსგავსებაც არ შეიმჩნევა.

Screenshot 2023 07 27 124010 სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ზელენსკის ცეკვის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება
პაბლო აკოსტა და ვოლოდიმირ ზელენსკი

 

Screenshot 2023 07 27 124022 სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ზელენსკის ცეკვის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება
ვოლოდიმირ ზელენსკი “ცეკვავენ ვარსკვლავებში” 2006 წელს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ფაქტების გადამოწმების თურქულმა  პლატფორმამ teyit.org-მაც გადაამოწმა.

პროგრამულად დამუშავებული ვიდეო სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა. მაგალითად, ვიდეოს ერთ-ერთი ვერსია სოციალურ ქსელ Tiktok-ზე 29 ივნისს აღწერით “Це перемога”, “Как старается” (“ეს გამარჯვებაა”, “როგორ ცდილობს”) გავრცელდა და ერთი თვის შემდეგ, 26 ივლისის მდგომარეობით დაახლოებით 193 000 ნახვა აქვს. Tiktok-ზე გავრცელებულ ვიდეოში ზელენსკის ცეკვას ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ადევნებს თვალს. აღსანიშნავია, რომ ანგარიშს, რომელმაც ვიდეო გაავრცელა,  პროფილის ფოტოზე რუსეთის დროშა აქვს გამოსახული.

Screenshot 2023 07 27 124027 სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ზელენსკის ცეკვის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

ვიდეოს თავდაპირველი, დაუმუშავებელი ვერსია ასევე გაავრცელეს Twitter-ისა Odnoklassniki.ru-ს მომხმარებლებმა. ამ ვიდეოებში პაბლო აკოსტას სახე ზელენსკის სახით არ არის ჩანაცვლებული,  თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ეს პირი ზელენსკია. Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, რომ ვიდეო ზელენსკის მიერ ნატოსთვის იარაღის მორიგი პარტიის თხოვნას ასახავდა.  იდენტური აღწერით გავრცელდა ვიდეო Odnoklassniki.ru-ზეც.

Screenshot 2023 07 27 124036 სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ზელენსკის ცეკვის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

წყაროს შესახებ

ფეისბუკ გვერდი კონსერვატიული ფლანგი 2022 წლის 15 თებერვალს შეიქმნა. გვერდზე ინტენსიურად ვრცელდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების (1,2,3) სამოქალაქო აქტივისტების (1,2) ჟურნალისტების (1,2)  ამერიკის ელჩის (1, 2) მადისკრედიტირებელი პოსტები. გვერდი ასევე ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საწინააღმდეგო პოსტებს.

Screenshot 2023 07 27 124159 სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ზელენსკის ცეკვის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

გვერდზე ასევე გვხვდება ალტ-ინფოს მხარდამჭერი პოსტები, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული გვერდი “კონსერვატიულ მოძრაობასთან” არის დაკავშირებული.

Screenshot 2023 07 27 124233 სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ზელენსკის ცეკვის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

“კონსერვატიული ფლანგის” მიერ გავრცელებული პროგრამულად დამუშავებული ფოტო “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. ასევე აღნიშნული გვერდი ჩართული იყო დისკრედიტაციის კამპანიებშიც. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist