სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

4.1k
VIEWS

18 სექტემბერს ფეისბუკ-მომხმარებელმა ქველმოქმედების შესახებ პარტია “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ციტატა გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, ხაზარაძე აცხადებს, რომ ქველმოქმედება მისი საქმე არ არის:

მამუკა ხაზარაძე: “მომიტევეთ, მაგრამ ქველმოქმედება ჩემი საქმე არ არის”

Screenshot 2023 09 21 093244 სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის სახელით გავრცელებული ციტატა ყალბია. ღია წყაროებში მამუკა ხაზარაძის იდენტური ან მსგავსი შინაარსის შემცველი ფრაზა არ იძებნება.  ციტატის  ნამდვილობა “მითების დეტექტორთან” “ლელოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმაც უარყო.

ფრაზა, რომელშიც ლელოს დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ქველმოქმედება მისი საქმე არ არის, ხუთ ფეისუბკ-ჯგუფში გავრცელდა, მათგან ოთხი (ქართული ოცნების მხარდამჭერები / Georgian Dream, ,,2012″ ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება !!!!!!!!, საქართველოს ახალი დემოკრატები – ირაკლი ღარიბაშვილის მხაქრდამჭერთა ცენტრი, პროტესტი) მმართველ პარტიასთან არის დაკავშირებული.

Screenshot 2023 09 21 093250 სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ პოსტის ავტორს არ აქვს მითიტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და როდის გააკეთა მამუკა ხაზარაძემ მსგავსი განცხადება, თუმცა ღია წყაროებში ხაზარაძის  მიერ ნათქვამი  მსგავსი შინაარსის ფრაზა არ იძებნება. “მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “ლელოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. სამსახურის უფროსის, ია ადეიშვილის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს ფრაზა იმის შესახებ, რომ ქველმოქმედება მისი საქმე არაა, არასოდეს უთქვამს.  

გარდა, ამისა აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ქველმოქმედების შესახებ საჯაროდაც იძებნება, რაც, დამატებით, ნაკლებ სავარაუდოს ხდის იმ ფაქტს, რომ ხაზარაძეს ასეთი განცხადება გაეკეთებინა. მაგალითად, 2023 წლის მარტში ხაზარაძემ წალენჯიხაში სამ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლები გადასცა. პროექტი, რომლის ფარგლებშიც დევნილებმა ბინა მიიღეს, ძველი კოლმეურნეობის შენობის რეაბილიტაციას და წალენჯიხელებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი სივრცის მოწყობას ითვალისწინებს, რომელშიც ოთარ ეგაძის თეატრი, მანანა დოიჯაშვილის სამუსიკო სკოლა, IT აკადემია და სხვა სივრცეები განთავსდება. ხაზარაძემ 2022 წელს ასევე ფინანსური დახმარება გაუწია ქართულ – უკრაინული პროექტს ,,ბავშვებს უნდათ მშვიდობა“.

მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებული დეზინფორმაციებისა და მადისკრედიტირებელი გზავნილების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

წყაროს შესახებ

ფეისბუკ-მომხმარებელი ეთერ ბოლქვაძე-ჯორთმენაძე  “ქართული ოცნების მხარდამჭერია. მან 2021 წლის ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა იმის შესახებ ინფორმაცია, რომ “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, სხვადასხვა დროს მხილებული იყო დანაშაულებების ჩადენაში და იგი შესაძლოა ზედოზირების შედეგად ყოფილიყო გარდაცვლილი. ეთერ ბოლქვაძე ჯორთმენაძე ლექსო ლაშქარავაზე პერსონალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ბრიფინგამდე ავრცელებდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist