საფრანგეთის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ზელენსკის ყალბი ციტატები ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

141
VIEWS

2-5 ივლისს საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ორი ფრაზა გავრცელდა. რუსულენოვანი ანგარიშები (1,2) ავრცელებდნენ ფრაზას, რომლის მიხედვითაც, ზელენსკი ევროპელებს ეკითხება თუ როგორ გრძნობენ თავს უკრაინის გარეშე და ახსენებს, რომ უკრაინა მრავალი წელი სთავაზობდა მათ დაცვას ქვეყნის ნატოში გაწევრიანებით, რაზეც ევროპამ უარი თქვა. 

“უკრაინა ბევრი წლის განმავლობაში გთავაზობდათ თქვენი დამცველი გამხდარიყო ნატოს ბლოკში გაწევრიანებით. თქვენ უარი თქვით. ახალ მე ვუყურებ ცეცხლმოკიდებულ მარსელს და მინდა ვიკითხო: როგორ გრძნობთ თავს უკრაინის გარეშე? უმკლავდებით? დაივიწყეთ სიამაყე, მიიღეთ ჩვენი დახმარება და თქვენი ქალაქების ქუჩებში სიმშვიდე დაბრუნდება.” – წერია განცხადებაში, რომელიც ზელენსკის სახელით ვრცელდება.

ხოლო ფეისბუქ მომხმარებელი ნონა შარაბიძე ავრცელებდა ზელენსკის მოწოდებას, რომ საფრანგეთში მომიტინგეებისთვის ჩამორთმეული იარაღი უკრაინას გადაეცეს. ფრაზას სოციალურ ქსელ Vkontakte-ს რუსულენოვანი ანგარიშებიც ავრცელებდნენ (1,2).

Screenshot 20 საფრანგეთის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ზელენსკის ყალბი ციტატები ვრცელდება

ციტატები, რომლებიც საფრანგეთში მიმდინარე დემონსტრაციებთან დაკავშირებით ზელენსკის სახელით ვრცელდება, გაყალბებულია. იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადებები უკრაინის პრეზიდენტის მიმართვებში, ინტერვიუებში ან სხვა ღია წყაროებში არ იძებნება. 

ფეისბუქზე გავრცელებული ფრაზები ღია წყაროებში, მათ შორის, პრეზიდენტი ზელენსკის საჯარო მიმართვებსა და ინტერვიუებში არ იძებნება. 

ფრაზა, რომლის მიხედვითაც, ზელენსკი ევროპელებს უკრაინისგან დახმარების მიღებას სთავაზობს, უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია StopFake-მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ მსგავსი განცხადება არც ზელენსკის და არც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინის საელჩოს ან ელჩს არ გაუვრცელებიათ

უკრაინისა და საფრანგეთის ლიდერებს შორის ბოლო პირისპირ შეხვედრა 2023 წლის მაისში შედგა, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთს ევროპული ტურის ფარგლებში ეწვია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ზელენსკის მიმდინარე ომში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გაგრძელება აღუთქვა

საფრანგეთში დემონსტრაციები 28 ივნისს მას შემდეგ დაიწყო, რაც პარიზთან ახლოს ფრანგმა პოლიციელმა 17 წლის მოზარდს ესროლა, რის შედეგადაც ბიჭი მალევე გარდაიცვალა

წყაროს შესახებ: 

ფეისუქ მომხმარებელი ნონა შარაბიძე ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციას და კრემლისტურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” შარაბიძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist