დაადანაშაულა თუ არა ლიეტუვის სეიმის თავჯდომარემ ღმერთი რუსეთის მხარდაჭერაში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

179
VIEWS

მარტის თვეში რუსულმა მედიებმა Lenta.ru, Известия, Газета.Ru, Московский комсомолец გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლიეტუვაში ღმერთი რუსეთის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. სტატიების თანახმად, ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა განაცხადა, რომ ღმერთი რუსეთის ხელისუფლების მოქმედებებს იცავს და ეს მიუღებელია.

13 აპრილს იგივე ინფორმაციის შემცველი პოსტი ფეისბუქ-ანგარიშმა ნონა შარაბიძემ გამოაქვეყნა, ხოლო რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა აღნიშნული ცნობები (1, 2, 3) მარტის ბოლოს გაავრცელეს.

Screenshot 19 3 დაადანაშაულა თუ არა ლიეტუვის სეიმის თავჯდომარემ ღმერთი რუსეთის მხარდაჭერაში?

viqtoria niseni დაადანაშაულა თუ არა ლიეტუვის სეიმის თავჯდომარემ ღმერთი რუსეთის მხარდაჭერაში?

მტკიცება, თითქოს ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ღმერთი რუსეთის ხელისუფლების მოქმედებებს იცავს, დეზინფორმაციულია. რეალურად, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა განაცხადა, რომ კრემლი საკუთარ იმპერიალისტურს მისწრაფებებს ღმერთის ნებად წარმოაჩენს, რაც მიუღებელია. 

2023 წლის 22 მარტს ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ბართლომე I-ს შეხვდა. ლიეტუვის სეიმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პრეს-რელიზის მიხედვით, ჩმილიტემ ბართლომე I-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ვილნიუსი რელიგიური შემწყნარებლობით ყოველთვის ცნობილი ქალაქი იყო, სადაც სხვადასხვა რელიგიის ადამიანები თანაცხოვრობდნენ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ვილნიუსში ღვთის სიტყვა სიყვარულით გავრცელდა და არა მახვილით. სეიმის სპიკერმა სწორედ ამ კონტექსტში ახსენა რუსეთის მთავრობაც, რომელიც საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს ღმერთის სახელს ამოფარებული ახორციელებს.

ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი: „ვილნიუსში ღვთის სიტყვა სიყვარულით გავრცელდა და არა მახვილით. ამიტომ, ჩვენთვის, ვილნიუსის მცხოვრებთათვის და ლიეტუვის დიდი სამთავროს შთამომავლებისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია, როცა კრემლის რეჟიმი საკუთარ იმპერიალისტურ მისწრაფებებს ღმერთის ნებად ნიღბავს. მე ვუთხარი უწმინდესს, რომ სწორედ ამ კუთხით ვხედავთ მართლმადიდებელთა პოზიციას ლიეტუვაში“.

ლიეტუვაში ვიზიტისას, ბართლომე I-მა რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კრემლი ეკლესიას საკუთარი მიზნების განსახორციელებელ ინსტრუმენტად იყენებს.

ფეისბუქ-მომხმარებელი ნონა შარაბიძე პრორუსული შინაარსის პოსტებსა და დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული მცდარი მტკიცებები “მითების დეტექტორმა” აქამდეც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:

არქივის ბმული: ნონა შარაბიძე


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ლიეტუვა, რუსეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist