ფეისბუკზე გრეტა თუნბერგის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.6k
VIEWS

9-10 ივნისს ანონიმურ ფეისბუკ-გვერდზე “Konstantinopol News/ კონსტანტინოპოლი” , ასევე ქართულენოვან ფეისბუკ-ანგარიშზე, რუსულენოვან მედიასა და ფორუმზე

შვედი კლიმატის აქტივისტის – გრეტა თუნბერგის ფოტო გავრცელდა. აღნიშნულ ფოტოში გრეტა თუნბერგს ფურცელი უჭირავს წარწერით “ პუტინო! შეწყვიტე ლეოპარდების განადგურება!” 

greta da putini ფეისბუკზე გრეტა თუნბერგის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

გრეტა თუნბერგის ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. ავთენტიკურ ვერსიაში ფურცელზე შემდეგი წარწერაა: “ნება მიეცით რუსეთს, გაიფიცოს კლიმატისთვის“. ფოტო კლიმატის აქტივისტმა 2019 წელს ტვიტერზე გამოაქვეყნა და რუსეთს კლიმატის კრიზისთან დაკავშირებით პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდებდა. 

გრეტა თუნბერგის ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. ორიგინალი ფოტო კლიმატის აქტივისტმა 2019 წლის 14 მაისს ტვიტერზე გამოაქვეყნა. ავთენტიკურ ფოტოზე შემდეგი წარწერაა: “ნება მიეცით რუსეთს, გაიფიცოს კლიმატისთვის“.

greta da putini1 ფეისბუკზე გრეტა თუნბერგის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება
წყარო: გრეტა თუნბერგის ტვიტერის ანგარიში

გრეტა თუნბერგი შვედი კლიმატის აქტივისტია, რომელმაც 2018 წლის აგვისტოში, 15 წლის ასაკში, მოძრაობა “FridaysForFuture” წამოიწყო. თუნბერგი სხვა ახალგაზრდა აქტივისტებთან ერთად შვედეთის პარლამენტის წინ კლიმატის კრიზისთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობას 3 კვირის განმავლობაში აპროტესტებდა.   მან მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ადამიანებს მოუწოდა ჩართულიყვნენ მოძრაობაში. 2018 წლის სექტემბერში შეიქმნა ჰეშთეგი #FridaysForFuture და შედეგად თუნბერგმა მოახერხა გლობალური სასკოლო გაფიცვების პროვოცირება კლიმატური კრიზისის პრევენციის მიზნით. 

სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში მოუწოდებდა  გრეტა თუნბერგი ტვიტერზე გამოქვეყნებული ფოტოთი რუსეთს, ჩართულიყო კლიმატური ცვლილებების პრობლემის მოგვარების პროცესში. მან გამოქვეყნებულ ფოტოს აღწერა დაურთო, რომ ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია კამპანიაში #schoolstrike4climate ჩართვა, მათ შორის რუსეთში. 

2018 წლის აგვისტოში, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ყოველ პარასკევს თუნბერგი სკოლას აცდენდა და თანამოაზრე ახალგაზრდებთან ერთად გაფიცვებს აწყობდა. პროტესტისას მას ხელში მუდამ ეჭირა ბანერი წარწერით : “სკოლების გაფიცვა კლიმატისთვის”. მისი ძირითადი მოთხოვნა იყო პარიზის შეთანხმების შესაბამისად შვედეთის მთავრობის მიერ სათბური აირების ემისიის შემცირება.

greta da putini2 ფეისბუკზე გრეტა თუნბერგის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება
წყარო: The Guardian

აღსანიშნავია , რომ გრეტა თუნბერგი გლობალური მასშტაბით ცნობილი გახდა 2019 წლის 23 სექტემბერს გაეროს კლიმატის სამიტზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ. მისი ძირითადი გზავნილი იყო “ჩვენ თქვენ თვალს გადევნებთ”, რომელიც  მიემართებოდა მსოფლიო ლიდერებს, რომლებსაც თუნბერგი კლიმატურ ცვლილებებზე სათანადო რეაგირებისთვის მოუწოდებდა. 

წყაროების შესახებ: 

ფეისბუკ-მომხმარებელი ნონა შარაბიძე პრორუსული შინაარსის პოსტებსა და დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული მცდარი მტკიცებები “მითების დეტექტორმა” აქამდეც არაერთხელ გადაამოწმა


ანასტასია წიგნაძე

მითების დეტექტორის ლაბორტორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist