რას ფიქრობენ ნატოს წევრები ალიანსში უკრაინის ინტეგრაციაზე და რა ვიცით Sakartvelo Today News-ის შესახებ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

79
VIEWS

13 ივლისს ფეისბუკ გვერდმა Sakartvelo Today News შვედეთისა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ ფეისბუქ პოსტი და სტატია გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, ნატოს სამიტის საბოლოო დეკლარაციაში არ არის ნახსენები, რომ უკრაინა ალიანსში ომის დასრულებისთანავე შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოს წევრი ქვეყნებს ერთსულოვნი დამოკიდებულება აქვთ და ფიქრობენ, რომ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში უკრაინის ადგილი არაა. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინას ალიანსში არ იღებენ, არის ის ფაქტი, რომ ალიანსის ყველა წევრ ქვეყანას ავტომატურად მოუწევს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, პოლონეთს კი უკრაინის დასავლეთ ნაწილზე აქვს პრეტენზია, რომელსაც თავის ისტორიულ ტერიტორიად მიიჩნევს.

Screenshot 2023 07 18 154256 რას ფიქრობენ ნატოს წევრები ალიანსში უკრაინის ინტეგრაციაზე და რა ვიცით Sakartvelo Today News-ის შესახებ?
ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს უკრაინა ნატოს წევრი ქვეყანა ვერ გახდება, მანიპულაციურად ვრცელდება. 12-13 ივლისის სამიტის დროს უკრაინის ნატოში გაწევრიანების ზუსტი ვადები არ დასახელებულა, თუმცა გადაწყდა, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად, უკრაინას აღარ დასჭირება “მაპი” (MAP). რაც შეეხება მტკიცებას, თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე აცხადებს პრეტენზიას, ის მცდარია და მსგავსი გზავნილები რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან  გააქტიურდა. რეალურად, პოლონეთს დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების შემოერთებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს და უკრაინის სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მუდმივად მხარს უჭერს.

რა გავიგეთ ნატოს სამიტიდან?

2023 წლის 11-12 ივლისს ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიმართა, რომელსაც ალიანსის 31 ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას უნგრეთმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს, რომ ფინეთის შემდეგ ნატოს 32-ე წევრი ქვეყანა გახდეს. უკრაინამ კი ნატოსგან ალიანსში შედარებით მარტივად, “მაპის” გარეშე გაწევრიანების პირობა მიიღო. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია ნატოში გაწევრიანების პროცესში გამოტოვოს ერთი ნაბიჯი – ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა, იგივე “მაპი”. 11 ივლისს სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინას ნატოში გაწევრიანებას უმარტივებს და ქვეყნისთვის ორი ნაბიჯის ნაცვლად საკმარისი იქნება ერთი. 

იენს სტოლტენბერგი: “ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და შევთანხმდით, რომ მოხსნას მოთხოვნა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შესახებ“. 

ნატოში გაწევრიანება ასევე ავალდებულებს კიევს უსაფრთხოების ინსტიტუტების რეფორმირებას, მმართველობის გაუმჯობესებას და კორუფციის აღკვეთას. ბრიტანეთი მხარს უჭერს უკრაინის ნატოში სწრაფად გაწევრიანების პროცესს, ასევე აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, მათ შორის ლიეტუვამ მოითხოვეს ძლიერი მხარდაჭერის გამოხატვა და უკრაინის წევრობისთვის მკაფიო გზის ჩვენება. ნატოს ლიდერებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ ისინი ნებას მისცემენ უკრაინას შეუერთდეს ალიანსს „როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილდება“. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მოიგოს ომი, რადგან „თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, წევრობაზე საუბარი საერთოდ არ იქნება“. ნატოში გაწევრიანების პირობები თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებას, სტაბილური დემოკრატიის შენარჩუნებას და კორუფციასთან ბრძოლას გულისხმობს, კიდევ ერთი პირობა კი ომის დასრულებაა.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები უკრაინას რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლად, თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობას სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სფეროებში და ეკონომიკურ დახმარებას დაჰპირდნენ. მათი თქმით, ახლა და მომავალში, უკრაინას იარაღით და სამხედრო აღჭურვილობით, მათ შორის საჰაერო ძალების სისტემებით უზრუნველყოფენ. ისინი ასევე პირობას დებენ, რომ რუსეთს უფრო მეტ სანქციას დაუწესებენ. 12 ივლისიდან ასევე ამოქმედდა ნატო-უკრაინის საბჭო, რომელმაც უკვე არსებული ნატო-უკრაინის კომისია უნდა ჩაანაცვლოს. კომისიის მიზანს წარმოადგენს იყოს მუდმივი ორგანო, სადაც ალიანსის 31 წევრს და უკრაინას შეუძლიათ კონსულტაციების გამართვა და საგანგებო სიტუაციებში შეხვედრების მოწვევა. ამასთან ერთად,  ნატო-უკრაინის კომისიისგან განსხვავებით, კიევს საბჭოს მოწვევის და ხმის მიცემის უფლება ექნება.

პოლონეთი დასავლეთ უკრაინაზე პრეტენზიას არ აცხადებს

რუსეთის მთავრობა და კრემლის სხვა აქტორები წლებია ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების შემოერთებას გეგმავს. ეს ნარატივი განსაკუთრებით  რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან  გააქტიურდა, მას შემდეგ რაც პოლონეთმა  უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. კრემლი ცდილობს აზრის დამკვიდრებას, რომ პოლონეთი ომს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და უკრაინის დახმარების სანაცვლოდ დასავლეთ უკრაინის ტერიტორიებს “ითხოვს”, რომელიც პოლონეთის მეორე რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთს დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების შემოერთებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს და უკრაინის სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მუდმივად მხარს უჭერს. პოლონეთის მთავრობის სპეცსამსახურების კოორდინატორი – სტანისლავ ჟარინი სისტემატურად ეხმიანება რუსეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას. მთავრობის ვებ-გვერდზე ხშირად ქვეყნდება განცხადება  რუსეთის მიერ პოლონეთისა და უკრაინის დაპირისპირების მცდელობაზე.  

“მითების დეტექტორმა” ომის რუსეთ-უკრაინის დაწყების დღიდან ამ თემის შესახებ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა. ვრცლად კრემლის დეზინფორმაციული გზავნილების შესახებ იხილეთ:

წყაროს შესახებ

ფეისბუკ გვერდი Sakartvelo Today News 2023 წლის 11 თბერვალს შეიქმნა და მისი თავდაპირველი სახელი Marketing Hawk იყო. გვერდის გამჭვირვალობის სექციაში მითითებულია, რომ გვერდს სამი ადამიანი – ორი უკრაინიდან, ერთი კი აშშ-დან მართავს.

Screenshot 2023 07 18 154304 რას ფიქრობენ ნატოს წევრები ალიანსში უკრაინის ინტეგრაციაზე და რა ვიცით Sakartvelo Today News-ის შესახებ? Screenshot 2023 07 18 154310 რას ფიქრობენ ნატოს წევრები ალიანსში უკრაინის ინტეგრაციაზე და რა ვიცით Sakartvelo Today News-ის შესახებ?
აღსანიშნავია, რომ რეკლამების ბიბლიოთეკაში გვერდის მიერ  2023 წლის ივლისში სამი დასპონსორებული პოსტი გვხვდება. ორი მათგანი 15 ივლისს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაწესებული – ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღის აღნიშვნას შეეხება. პოსტში ნათქვამია, რომ დღესასწაული მიზნად ისახავს, შეახსენოს საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს განვითარებასა და ახალი სიმაღლეების მიღწევაში დავეხმაროთ. თავად სტატიაში კი მოთხრობილია რუსეთის უნივერსიტეტებში ქართველი ახალგაზრდებისთვის სწავლის შესაძლებლობის შესახებ. სტატიის მიხედვით, ქართველი აბიტურიენტებისთვის რუსეთში 200 ადგილია გამოყოფილი, როგორც ფასიან, ასევე უფასო განყოფილებებზე.

Screenshot 2023 07 18 154328 რას ფიქრობენ ნატოს წევრები ალიანსში უკრაინის ინტეგრაციაზე და რა ვიცით Sakartvelo Today News-ის შესახებ? Screenshot 2023 07 18 154351 რას ფიქრობენ ნატოს წევრები ალიანსში უკრაინის ინტეგრაციაზე და რა ვიცით Sakartvelo Today News-ის შესახებ?

ვებსაიტი sakartvelo-today.org, რომელზედაც სხვადასხვა სტატია ქვეყნდება, რამდენიმე განყოფილებას მოიცავს: კულტურა, საზოგადოება, ეკონომიკა, ბიზნესი, პოლიტიკა, მეცნიერება და განათლება, სპორტი, ანალიტიკა. აღსანიშნავია, რომ ვებ-საიტზე “ჩვენ შესახებ” განყოფილება არ არის მითითებული და ინფორმაცია გამოცემის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი. Who is Lookup-ის მონაცემების მიხედვით, ვებსაიტი sakartvelo-today.org 2023 წლის აპრილში შეიქმნა და მისი IP მისამართი ნიდერლანებდში, კერძოდ კი ამსტერდამში მდებარეობს.

ტექსტები ხშირ შემთხვევაში ენობრივად გაუმართავია, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სტატიები სხვა ენის მცოდნე ადამიანმა დაწერა, ან სხვა ენაზე მომზადდა, შემდეგ კი  ავტომატურად ითარგმნა, რამაც ქართულისთვის არაბუნებრივი ფორმები გამოიწვია.  მაგალითად, წინადადებაშიმეორეს მასში ჯერ არ უძახიან” ქართული სალიტერატურო ენის მცოდნე “უძახიან-ის” ნაცვლად “იღებენ” დაწერდა. ამავე სტატიაში წინადადების “სხვა ქვეყნის იარაღით გატენვა” ნაცვლად “სხვა ქვეყნის იარაღით მომარაგება, სხვა ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება უნდა იყოს. ასევე ქართული ენისთვის არაბუნებრივი და შეუსაბამოა წინადადება “ნატო-სთან წვდომა უკრაინას დაკეტილი აქვს”.  

Screenshot 2023 07 18 154402 რას ფიქრობენ ნატოს წევრები ალიანსში უკრაინის ინტეგრაციაზე და რა ვიცით Sakartvelo Today News-ის შესახებ?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, უკრაინა
წყარო

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist