რას ამტკიცებენ კრემლისტური მედიები და რეალურად როგორ გაავრცელა დაზიანებული ჩაფხუტების ფოტოები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

776
VIEWS

2022 წლის 9 ივლისს ონლაინ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” მასალა შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “უკრაინული ვერტმფრენის ჩამოგდების ადგილზე ნატოელი მფრინავის ჩაფხუტი იპოვეს.” მასალაში ნათქვამია, რომ უკრაინაში ჩამოგდებული ვერტმფრენის ადგილას ნაპოვნია ტაქტიკური ჩაფხუტი HGU-56/P ABH, რომელსაც ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მფრინავები იყენებენ. ტექსტის მიხედვით, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს  მსგავსი ჩაფხუტები ოფიციალურად არ აქვს, შესაბამისად, ჩნდება ეჭვი,  რომ ჩამოგდებულ ვერტმფრენს მოქმედი ამერიკელი პილოტი ან დაქირავებული მებრძოლი მართავდა. “საქართველო და მსოფლიომ” ინფორმაცია ონლაინ გამოცემა avia.pro-ზე დაყრდნობით გაავრცელა, იდენტური ინფორმაცია 8  ივლისს სხვა რუსულმა ონლაინ-გამოცემებმაც (znat-kak.livejournal.com, osnmedia.ru, yakutsk-news.net, novostivl.ru, solenka.info, ryazan.life, 1news.pro, rznonline.ru) გამოაქვეყნეს. რუსულენოვანი გამოცემების მიხედვით, ამ შემთხვევით შეიძლება დადასტურდეს, რომ NATO-ს მოქმედი ან ყოფილი ჯარისკაცები შეტაკებებში მონაწილეობენ.

რუსულ და ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩამოგდებულ ვერტმფრენს ნატოს წევრი ქვეყნის ან აშშ-ის შეიარარებული ძალების პილოტი მართავდა, ყალბია. HGU-56/P ABH-ის ფოტოები თავდაპირეველად ჩაფხუტის მწარმოებელმა კომპანიამ გაავრცელა. მათ მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ფოტოები უკრაინელმა პილოტებმა კომპანიას მადლიერების ნიშნად მიაწოდეს, რადგან ჩაფხუტმა მათი სიცოცხლე იხსნა.

2022 წლის 7 ივლისს ჩაფხუტის სახელწოდებით HGU-56/P ABH ფოტოები თავად მწარმოებელმა კომპანიამ Gentex Corporation-მა საკუთარ ინსტაგრამის ანგარიშზე გაავრცელა. პოსტში ნათქვამია, რომ საჰაერო ეკიპირების ბალისტიკური ჩაფხუტის ფოტოები მათ მადლობის ნიშნად უკრაინის საჰაერო ძალებმა გადაუგზავნეს. უკრაინელ პილოტებს სურდათ, მწარმოებელ კომპანიას ის ჩაფხუტები ენახა, რომელმაც მათი სიცოცხლე გადაარჩინა.

Screenshot 26 რას ამტკიცებენ კრემლისტური მედიები და რეალურად როგორ გაავრცელა დაზიანებული ჩაფხუტების ფოტოები?

Gentex Сorporation-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ვერტმფრენი მარტში რაკეტით ჩამოაგდეს, რა დროსაც ეკიპაჟის ორი წევრი გადარჩა. პილოტები რუსულმა მხარემ ტყვედ აიყვანა, მოგვიანებით კი უკრაინაში რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის დროს დაბრუნდნენ.  

Screenshot 27 რას ამტკიცებენ კრემლისტური მედიები და რეალურად როგორ გაავრცელა დაზიანებული ჩაფხუტების ფოტოები?

HGU-56/P თანამედროვე ამერიკული ვერტმფრენის ჩაფხუტია, რომელიც კომპანია Gentex-მა 1995 წელს შექმნა. ჩაფხუტი  ძალიან მსუბუქი და გამძლეა, აქვს ორმაგი ფარის სისტემა და სპეციალური ბერკეტის დახმარებით ზემოთ, ქვემოთ და გვერდით მოძრაობს. ჩაფხუტის ფარი გამჭვირვალე, შეფერილი, მაღალკონტრასტული ან ლაზერული გამოსხივების მიმართ რეზისტენტული შეიძლება იყოს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კრემლის პროპაგანდა ცდილობს, დაამტკიცოს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში NATO-ს სამხედროები მონაწილეობენ. “მითების დეტექტორმა” ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელი სამხედროების უკრაინაში ყოფნის, დატყვევების ან დაღუპვის შესახებ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist