13 აპრილს ფეისბუკ-მომხმარებელმა Roman Nasonov გამოაქვეყნა ვიდეო აღწერით: “და აი, პირველი ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი, რომელიც დღეს მარიუპოლში დააკავეს. ხალისიანი განწყობაა, ბევრის თქმას აპირებს, ყველას ჩაბარება დააპირა. ვიმეორებ, ყველას”.
იდენტური ვიდეო ფეისბუკ-მომხმარებელმა Gurami Xafava -მ და იუთუბ-არხმა Джон Сильвер გამოაქვეყნეს.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აკავებენ კაცს ФСБ -ს თანამშრომლები. დაკავებულის სახე დაბლარულია და შესაბამისად, მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია. ამავდროულად, ვიდეოს მარცხენა კუთხეში აშშ-დან ნატო-ს მოკავშირეთა სახმელეთო სარდლობის მეთაურის – გენერალ-ლეიტენანტ როჯერ კლუტიეს ფოტოა გამოსახული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს კადრები სწორედ ნატოს გენერლის დაკავებას ასახავს.
მტკიცება, თითქოს, მარიუპოლში გენერალ-ლეიტენანტი როჯერ კლუტიე დააკავეს, დეზინფორმაციაა. Სინამდვილეში ვიდეო უკრაინის მოქალაქის დაკავების კადრებს ასახავს, რომელიც Რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ყირიმში დააკავა. Გარდა ამისა, ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული და ავთენტურ ვერსიაში გენერალი როჯერ კლუტიე არ არის ჩასმული. გენერალი ამჟამად იზმირში იმყოფება.
გავრცელებული ვიდეო რუსეთის სამთავრობო მედიის РИА НОВОСТИ – ის ვებ-გვერდიდან არის აღებული. Ავთენტურ ვიდეოში ამერიკელი გენერლის ფოტო კადრში არ ჩანს და ის მოგვიანებით პროგრამულადაა ჩამატებული. Გამოცემამ, ინფორმაცია ყირიმში უკრაინის მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით 7 აპრილს გამოაქვეყნა. Სტატიაში, რომელსაც დაკავების ვიდეოც ახლავს წერია, რომ ყირიმში ყირიმელი თათრების – ნომან ჩელებიჯიხანის სახელობის ბატალიონის ჯარისკაცი, რომელიც ყირიმის ტერიტორიაზე (რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია) შემოპარვას ცდილობდა, ФСБ -ს თანამშრომლებმა მარტში დააკავეს. Აღნიშნული ბატალიონი რუსეთში უკანონო შეიარაღებულ ფორმირებად ითვლება. ФСБ -ს მიხედვით, დაკავებული პირი ბატალიონს საკვებით ამარაგებდა.
გენერალი როჯერ კლუტიე უკრაინაში არ იმყოფება
14 აპრილს გენერალმა როჯერ კლუტიემ LinkedIn ანგარიშზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ LANDCOM -ის ოფისში, რომელიც იზმირში მდებარეობს, მრავალეროვნული კორპუსის – სამხრეთ-აღმოსავლეთის მეთაურს- გენერალ-მაიორ დრაგოშ-დუმიტრუ იაკობს უმასპინძლეს.
იდენტური ვიდეო იმავე აღწერით ნატოს მოკავშირე სახმელეთო ძალების შტაბის ფეისბუკ-გვერდზეც გამოქვეყნდა.
Გენერალ როჯერ კლუტიეს დაკავებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ადრეც გავრცელდა. ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის სტატია:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.