პრიგოჟინზე ნიკა გვარამიას სახელით გაყალბებული პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

193
VIEWS

23 აგვისტოს ფეისბუქ-გვერდმა “აგენტურა” გაავრცელა “მთავარი არხის” დამფუძნებლის  ნიკა გვარამიას ფეისბუქ-პოსტის სქრინშოტი, რომლის მიხედვითაც გვარამიამ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის, ფოტო გამოაქვეყნა წარწერით “R.I.P my friend! bye bye Zhenia” (მშვიდად განისვენე, მეგობარო! მშვიდობით, ჟენია).

prigozhinze nika gvaramias sakhelith gaqhalbebuli posti vrtseldeba პრიგოჟინზე ნიკა გვარამიას სახელით გაყალბებული პოსტი ვრცელდება

ფეისბუქ-პოსტის გავრცელებული სქრინშოთი ყალბია. მსგავსი პოსტი გვარამიას ფეისბუქ-გვერდზე არ იძებნება. პოსტის ნამდვილობა ნიკა გვარამიამ “მითების დეტექტორთან” კომენტარშიც უარყო.

ნიკა გვარამიამ თავის ფეისბუქ-გვერდზე პრიგოჟინის სიკვდილთან დაკავშირებით პოსტი ნამდვილად გამოაქვეყნა, თუმცა ის პოსტში მწუხარებას არ გამოხატავს.

prigozhinze nika gvaramias sakhelith gaqhalbebuli posti vrtseldeba1 პრიგოჟინზე ნიკა გვარამიას სახელით გაყალბებული პოსტი ვრცელდება

ბოლო 24 საათის განმავლობაში გვარამიას მიერ გამოქვეყნებული სხვა პოსტები კი კიევში უკრაინის დროშის დღის აღნიშვნას უკავშირდება. ნიკა გვარამიამ “მითების დეტექტორთან” კომენტარში თავადაც დაადასტურა, რომ პრიგოჟინის სიკვდილთან დაკავშირებით მწუხარების გამომხატველი პოსტი არ გამოუქვეყნებია. 

აგვისტოში ნიკა გვარამიას სახელით კიდევ ერთი განცხადება გააყალბეს, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს ეხებოდა:

გავრცელებული ინფორმაციით, ვაგნერის დაჯგუფების ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი 23 აგვისტოს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. პრიგოჟინის თვითმფრინავი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით მიფრინავდა. ბორტზე მთლიანობაში 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა. მათ შორის იყო ვაგნერის დაჯგუფების მაღალი რანგის მეთაური, დმიტრი უტკინი. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებული სოციალური მედიის ანგარიშის თანახმად, ჯგუფი თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსეთის საჰაერო თავდაცვას ადანაშაულებს.

ვაგნერის დაჯგუფება უკრაინაში აქტიურად იბრძოდა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ჯგუფს რუსეთის სამხედრო ლიდერებთან დაპირისპირება ჰქონდა. 2 თვის წინ, 23-24 ივნისს პრიგოჟინი აჯანყდა და ძალები უკრაინიდან რუსეთში გადაისროლა, ქალაქი დონის როსტოვი აიღო და მოსკოვამდე ჩასვლით იმუქრებოდა. დაპირისპირება შეთანხმებით დასრულდა, პრიგოჟინი ბელორუსში გადასვლას დათანხმდა და ვაგნერის დაჯგუფების წევრებს რუსეთის არმიაში გადასვლის ან ბელორუსში რელოკაციის საშუალება მიეცათ.

პოსტის არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist