ფოტო რუსეთ-უკრაინის ომიდან თუ კადრი ფილმიდან “ბრესტის ციხესიმაგრე” – რას ასახავს სურათი ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

241
VIEWS

ფეისბუკზე აქტიურად ვრცელდება 2022 წლის აპრილში რუსულენოვანი ფეისბუკ- ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც მცირეწლოვანი ბავშვი გარდაცვლილი ქალის წინ ზის და ტირის. ფოტო შემდეგი აღწერით გამოქვეყნდა: „ეს ფოტო უნდა მივაკრათ ყველა სატყორცნ მანქანას, ტანკსა და თვითფრინავს. დუმაშიც კი“. ფოტოს რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებენ.

phqhj ფოტო რუსეთ-უკრაინის ომიდან თუ კადრი ფილმიდან "ბრესტის ციხესიმაგრე" - რას ასახავს სურათი ?
გავრცელებულ ფოტოს რუსეთ-უკრაინის ომთან კავშირი არ აქვს. აღნიშნული კადრი ფრაგმენტია რუსულ-ბელორუსული ფილმიდან „ბრესტის ციხესიმაგრე“,, რომელიც მეორე მსოფლიო ომში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

Screenshot 1 10 ფოტო რუსეთ-უკრაინის ომიდან თუ კადრი ფილმიდან "ბრესტის ციხესიმაგრე" - რას ასახავს სურათი ?
წყარო: imdb.com

რუსულ-ბელორუსული ფილმი – “ბრესტის ციხესიმაგრე” 2010 წლის ფილმია და ბრესტის ციხესიმაგრის თავდაცვის ისტორიას ასახავს, რომელმაც ნაცისტური დამპყრობლების პირველი დარტყმა 1941 წლის 22 ივნისს მიიღო. ფილმში ნაჩვენებია წინააღმდეგობის სამი ძირითადი ცენტრის ისტორია, რომელსაც პოლკის მეთაური პიოტრ გავრილოვი, კომისარი ეფიმ ფომინი და მე-9 სასაზღვრო პოსტის უფროსი ანდრეი კიჟევატოვი ხელმძღვანელობნდენ. 

აღსანიშნავია, რომ ამ ფოტოს 2022 წელს დავით თორდია ავრცელებდა იმ აღწერით, რომ ატირებული გოგონა რუსია და ამიტომ მედიასაშუალებები მის ტრაგედიას არ აშუქებენ. გარდა ამისა, ეს ფოტო არასწორი აღწერით 2014 წელსაც ვრცელდებოდა და მაშინ ფოტოზე გამოსახულ ბავშვს დონბასის სამხედრო მოქმედებების მსხვერპლად წარმოაჩენდნენ. ამ თემაზე იხილეთ უკრაინული ფაქტების გადამოწმების პლატფორმის Stopfake-ის სტატია. 

  • ფილმის კადრების რეალურ ფაქტად წარმოჩენა რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია 

რუსულ მედიაში არაერთხელ გასულა ფრაგმენტი მხატვრული ფილმიდან და სერიალიდან, რომელსაც რეალურ ფაქტად წარმოაჩენდნენ. მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 7 აპრილს  რუსულ პროპაგანდისტულ არხზე – Russia 24 გავიდა კადრები, რომელზეც ჩანდა, რომ მწვანე ფერის სამხედრო სამოსში ჩაცმული ორი მამაკაცი მანეკენს წებოვან ლენტს ახვევდა.  Russia 24 ცდილობდა წარმოეჩინა, რომ უკრაინელი სამხედროები ასე აყალბებენ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის კადრებს და შემდეგ ცდილობენ ეს ყველაფერი რუს სამხედროებს დააბრალონ.

აღნიშნულ ვიდეოს რუსი ხელოვანი ნადეჟდა კოლობაევა ფეისბუქზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეალურად, ვიდეო ვსევოლოჟსკში ერთ-ერთი სერიალის გადაღების დროს 20 მარტს გადაიღეს და მას უკრაინასთან საერთო არაფერი ჰქონდა.

ამ თემაზე ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:


მოამზადა ვიქტორია არაქელიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist