მანეკენი რუსეთიდან, რომელსაც უკრაინის მიერ ომის გაყალბებულ ვიდეოებში მონაწილებას აბრალებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.7k
VIEWS

6 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა Maria Xarabadze-მ მანეკენის ამსახველი ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ფეიკების მამებო რუოგოოორ ხუაართთ, თქვენი ავანტურისტი დდშშ და თქვენი ბუჩასიც”. ვიდეოში ჩანს, რომ მწვანე ფერის სამხედრო სამოსში ჩაცმული ორი მამაკაცი მანეკენს წებოვან ლენტს ახვევს. აღწერა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინელები ომის მორიგ გაყალბებულ კადრს ამზადებენ და შესაძლოა, ბუჩას ტრაგედიაც მსგავსად გაეყალბებინათ. 6 აპრილს იგივე ვიდეო Youtube-ის რუსულენოვანმა მომხმარებელმა Александр Никишин შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ასე ამზადებენ უკრაინელები მანეკენებს პროვოკაციისთვის.”

4 მანეკენი რუსეთიდან, რომელსაც უკრაინის მიერ ომის გაყალბებულ ვიდეოებში მონაწილებას აბრალებენ

მტკიცება იმის შესახებ, რომ გავრცელებულ ვიდეოში უკრაინელი სამხედროები მანეკენის გამოყენებით მორიგ პროვოკაციას ამზადებენ, ყალბია. რეალურად, ვიდეო არა უკრაინაში, არამედ ვსევოლოჟსკში  ერთ-ერთი სატელევიზიო სერიალის გადაღების დროს არის ჩაწერილი და ის რუსეთ-უკრაინის ომს არ უკავშირდება. 

გავრცელებული ვიდეო 6 აპრილს ტელეგრამის არხმა U_G_M-მა გამოაქვეყნა. არხი ანტიუკრაინული და პრორუსული შინაარსის ინფორმაციებს აქვეყნებს.

5 მანეკენი რუსეთიდან, რომელსაც უკრაინის მიერ ომის გაყალბებულ ვიდეოებში მონაწილებას აბრალებენ

არხის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერის მიხედვით, უკრაინელი ჯარისკაცები ასე ამზადებენ დამონტაჟებულ ვიდეოებს, რათა შემდეგ ყველაფერში პუტინი დაადანაშაულონ და ბუჩას მსგავსად, კიევის ან ნიკოლაევის ქუჩებში ასეთი თოჯინები მიმოფანტონ. 

უკრაინელი სამხედროების მიერ ვიდეოების გაყალბების საილუსტრაციოდ აღნიშნული ვიდეო რუსულენოვანმა ტელეარხმა “Russia 24-მაც” გამოიყენა. ტელეარხის მტკიცებას რუსი ხელოვანი ნადეჟდა კოლობაევა ფეისბუქზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეალურად, ვიდეო ვსევოლოჟსკში ერთ-ერთი სერიალის გადაღების დროს 20 მარტს გადაიღეს და მას უკრაინასთან საერთო არაფერი ჰქონდა.

6 მანეკენი რუსეთიდან, რომელსაც უკრაინის მიერ ომის გაყალბებულ ვიდეოებში მონაწილებას აბრალებენ

კოლობაევას მიხედვით, ის და მისი გუნდი მანეკენს თავიანთი სატელევიზიო სერიალის ერთ-ერთი კადრის გადაღებისას იყენებდნენ, ამ კონკრეტულ კადრში კი მანეკენის ფანჯრიდან გადმოგდება უნდა გადაეღოთ. მოგვიანებით კოლობაევამ გადასაღებ მოედანზე გადაღებული ორი ვიდეო და ერთი ფოტო გამოაქვეყნა. 

ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ მანეკენს სიმაღლიდან აგდებენ. მეორეში კი მანეკენი ქვაფენილზეა მოთავსებული და სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ქალთან ერთად მის ტანსაცმელზე მუშაობს.

7 მანეკენი რუსეთიდან, რომელსაც უკრაინის მიერ ომის გაყალბებულ ვიდეოებში მონაწილებას აბრალებენ

კოლობაევამ პოსტის კომენტარებში სერიალის ის კადრიც გამოაქვეყნა, სადაც მანეკენი ხელოვნური სისხლითაა გაფორმებული და სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ადამიანის შთაბეჭდილებას ქმნის.

8 მანეკენი რუსეთიდან, რომელსაც უკრაინის მიერ ომის გაყალბებულ ვიდეოებში მონაწილებას აბრალებენ

კოლობაევამ პოსტის კომენტარებში აღნიშნა ისიც, რომ სერიალის სახელწოდების თქმა არ შეუძლია.

9 მანეკენი რუსეთიდან, რომელსაც უკრაინის მიერ ომის გაყალბებულ ვიდეოებში მონაწილებას აბრალებენ

ამჟამად მანეკენის ვიდეოს შესახებ Russia 24-ის სიუჟეტი ტელეარხის არცერთ პლატფორმაზე აღარ იძებნება.

  • სად არის გადაღებული ვიდეო რეალურად?

ნადეჟდა კოლობაევამ თავის პოსტში აღნიშნა, რომ ვიდეო პეტერბურგთან ახლოს მდებარე ქალაქ ვსევოლოჟსკშია გადაღებული. მოგვიანებით ერთ-ერთი პოსტის კომენტარში კი დააკონკრეტა, რომ შენობა ლენინგრადის ქუჩაზე #10-ში მდებარეობდა.

აღნიშნულ ქალაქში ამ მისამართზე  ვიდეოში ასახული საცხოვრებელი სახლი ნამდვილად მდებარეობს.

10 მანეკენი რუსეთიდან, რომელსაც უკრაინის მიერ ომის გაყალბებულ ვიდეოებში მონაწილებას აბრალებენ 11 მანეკენი რუსეთიდან, რომელსაც უკრაინის მიერ ომის გაყალბებულ ვიდეოებში მონაწილებას აბრალებენ 12 მანეკენი რუსეთიდან, რომელსაც უკრაინის მიერ ომის გაყალბებულ ვიდეოებში მონაწილებას აბრალებენ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist