ფეისბუქზე “სპარის” სახელით ინფორმაცია ყალბი გათამაშების შესახებ ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

108
VIEWS

12-14 ივლისს ფეისბუქ-გვერდმა 𝑆 𝑃 𝐴 𝑅-𝐹 𝐴 𝑁 𝑆 სავაჭრო ვაუჩერების და სხვა საჩუქრების გათამაშების შესახებ ორი პოსტი გამოაქვეყნა (1,2). 12 ივლისს გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში მითითებულია გათამაშებაში მონაწილეობის წესები, რომელთა მიხედვით მომხმარებლებმა გვერდი უნდა მოიწონონ და პოსტი მეგობრებთან და ჯგუფებში გააზიარონ. გათამაშებაში გამარჯვების შემთხვევაში გვერდი აცხადებს, რომ გამარჯვებულს პირადი შეტყობინებით დაუკავშირდება.

Screenshot 2023 07 14 170539 ფეისბუქზე “სპარის” სახელით ინფორმაცია ყალბი გათამაშების შესახებ ვრცელდება

სუპერმარკეტების ქსელ “სპარის” სახელით საჩუქრების გაცემის შესახებ ინფორმაციას ახალშექმნილი, თაღლითური ფეისბუკ-გვერდი ავრცელებს, რომელსაც “სპარის” ოფიციალურ გვერდთან კავშირი არ აქვს.

ფეისბუქ-გვერდი, რომელიც გათამაშების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, 2023 წლის 12 ივლისს შეიქმნა. ამ დროისთვის გვერდზე მხოლოდ სამი პოსტია გამოქვეყნებული, პირველი პროფილის ფოტოს ცვლილებას ასახავს, ხოლო დანარჩენი ორი გათამაშების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 14 ივლისის მონაცემებით გვერდს 1 000 მოწონება აქვს და 1 200 გამომწერი ჰყავს. გვერდს ასევე არ აქვს გარეკანის ფოტოც. 

იქიდან გამომდინარე, რომ გათამაშების შესახებ 12 ივლისს გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში გვერდი მომხმარებლებს პოსტის გაზიარებას და გვერდის მოწონებას სთხოვს, სავარაუდოდ, თაღლითური ფეისბუკ-გვერდის მიზანი მოწონებების სწრაფად დაგროვებაა.

Screenshot 2023 07 14 170556 ფეისბუქზე “სპარის” სახელით ინფორმაცია ყალბი გათამაშების შესახებ ვრცელდება

“სპარის” ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე გათამაშების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. აღსანიშნავია, რომ სუპერმარკეტების ქსელის ოფიციალური გვერდი ფეისბუკის მიერ ვერიფიცირებულია და მისი ავთენტურობაც დადასტურებულია. “სპარის” ოფიციალური გვერდი 2014 წლის 6 ივნისს შეიქმნა და მას 210 000 მოწონება აქვს და 221 000 გამომწერი ჰყავს.

Screenshot 2023 07 14 170604 ფეისბუქზე “სპარის” სახელით ინფორმაცია ყალბი გათამაშების შესახებ ვრცელდება

სუპერმარკეტების ქსელ “სპარის” და ასევე სხვა კომპანიების სახელით თაღლითური გვერდები გათამაშებების შესახებ წარსულშიც ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist