ფეისბუკზე დონალდ ტრამპის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

382
VIEWS

27 აპრილს რუსულენოვან ფეისბუკ-ანგარიშზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსი ჰოკეის მოთამაშის, Washington Capitals-ის კაპიტნის, ალექსანდრ ოვეჩკინის ფოტო გავრცელდა.  სურათზე ტრამპს ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით მაისური უჭირავს, რომელზეც შემდეგი წარწერაა: “Я за Путина” („მე პუტინის მომხრე ვარ“).

trampi da overchiki ფეისბუკზე დონალდ ტრამპის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

ფეისბუკზე გავრცელებული დონალდ ტრამპისა და ალექსანდრ ოვეჩკინის ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. ორიგინალ ვერსიაში მაისურზე OVECHKIN აწერია. 

2019 წელს ჰოკეის მოთამაშე ალექსანდრ ოვეჩკინი და მისი მეუღლე ანასტასია ოვეჩკინა ტრამპის საშობაო ვახშამზე ფლორიდაში მიიწვიეს. ოვეჩკინმა პრეზიდენტს საჩუქრად Washington Capitals-ის მაისური აჩუქა, რომელზეც  მისი გვარი – OVECHKIN ეწერა. ორიგინალ ფოტოში ტრამპს სწორედ ეს მაისური უჭირავს, პუტინის მხარდამჭერი წარწერა კი პროგრამულადაა ჩამატებული.

trampi da overchiki1 ფეისბუკზე დონალდ ტრამპის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

 წყაროს შესახებ:

ფეისბუკ-ანგარიშს Шакал Зеля  ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. 


მარიამ გორდაძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist