ანონიმური FB ანგარიში ხაზარაძის მადისკრედიტირებელ ვიდეოს ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

521
VIEWS

განახლება (6.03.24): მედია POSTV-ის ფეისბუქ გვერდი წერს, თითქოს მამუკა ხაზარაძემ ყალბი ამბავი გაავრცელა, რითაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. რეალურად, მამუკა ხაზარაძის ვიდეო დაარედაქტირა და ვიდეოფაბრიკაცია გამოაქვეყნა ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა “ანტი ნაცი”, რის გამოც აღნიშნული ანგარიშის პოსტი ყალბ ინფორმაციად მოინიშნა. ალგორითმმა მონიშვნა მცირე ხნით მიანიჭა მამუკა ხაზარაძის ორიგინალ ვიდეოსაც, რაც, ამჟამად, მოხსნილია. 

4 მარტს ანონიმურმა ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ ანგარიშმა “ანტი ნაცი” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადაადგილდება პოლიტიკოსი მამუკა ხაზარაძე მისი პირადი ავტომობილით, თანმხლებ პირებთან ერთად. ვიდეოზე პოსტის ავტორის მიერ გაკეთებულია პარტია “ლელო საქართველოს” დამფუძნებლის შეურაცხმყოფელი ტიტრები, რომელიც ამტკიცებს, რომ ნაჩვენებ მანქანის სანომრე ნიშანზე LE-999-LO, უცხო პირმა ქართული ანბანის “ყ” ასო მიაწერა.  აღსანიშნია, რომ ასეთი წარწერა მანქანის სანომრე ნიშანზე ფეისბუქ ანაგრიშის მიერ ატვირთულ ვიდეოშიც შესამჩნევია. 

khazaradze1 ანონიმური FB ანგარიში ხაზარაძის მადისკრედიტირებელ ვიდეოს ავრცელებს

ვიდეო და თანდართული წარწერა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მამუკა ხაზარაძის კუთვნილი მუსტანგის სანომრე ნიშანზე “ყ” ასოა დამატებული, თუმცა ამის დამადასტურებელი ვიდეო პროგრამულად დამუშავებულია. ფეისბუქ პოსტი ხაზარაძის დისკრედიტაციას ემსახურება.

პარტია ლელოს დამფუძნებელმა და თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ 2024 წლის 3 მარტს მის პირად ფეისბუქ გვერდზე ატვირთა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მის ფორდ მუსტანგის მარკის ავტომობილს სხვა პიროვნება მართავს, თავად კი მგზავრის სავარძელში ზის. ვიდეო, პოლიტიკოსის მიერ     საქართველოს მასშტაბით ხალხთან შეხვედრის კამპანიის პროცესში, ქუთაისშია გადაღებული. კადრები ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოს იდენტურია, თუმცა ავთენტურ ვიდეოში მანქანის სანომრე ნიშანზე არანაირი ზედმეტი წარწერა, მათ შორის ასო “ყ”, არ არის გაკეთებული. 

Screenshot 2024 03 05 171211 ანონიმური FB ანგარიში ხაზარაძის მადისკრედიტირებელ ვიდეოს ავრცელებს

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გაყალბებულ ვიდეოში შეცვლილია მუსიკაც. მამუკა ხაზარაძის მიერ ატვირთულ ვიდეოში ისმის ჯგუფ “IV დასის” მიერ ქუთაისისადმი მიძღვნილი სიმღერა “როგორც დათბება”, პროგრამულად დამუშავებულ ვიდეოში კი მის ნაცვლად რუსული მუსიკა “Черный Бумер” არის კადრებზე გადადებული. 

მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის მიზნით კონკრეტული გზავნილები, დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის პოსტები წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში, მათ შორის:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist