აპირებს თუ არა ხაზარაძე 20 ივნისს აქციის მონაწილეებისთვის კრედიტებისა და სესხების შეთავაზებას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

145
VIEWS

12 ივნისს ფეისბუქ-გვერდზე გლობალური პოლიტიკა პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ფოტო შემდეგი წარწერით გამოქვეყნდა: “აქციაზე შევთავაზებთ დაბალპროცენტიან კრედიტს და იპოთეკურ სესხებს”.

Screenshot 13 5 აპირებს თუ არა ხაზარაძე 20 ივნისს აქციის მონაწილეებისთვის კრედიტებისა და სესხების შეთავაზებას?

“გლობალური პოლიტიკის” მიერ გამოქვეყნებული ციტატა გაყალბებულია. მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება.

ხაზარაძის ფოტო, რომელზეც გაყალბებული ციტატაა დატანილი, “რადიო თავისუფლების” 12 ივნისის ინფორმაციას აქვს დართული. მასალა ხაზარაძის განცხადებას შეეხება, რომლითაც მან 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ აქცია ტრიბუნად  არ გამოიყენონ და რიგით მონაწილეებად ხალხთან ერთად დადგნენ. მასალაში აქციის მონაწილეებისთვის კრედიტებისა და სესხების შეთავაზებაზე არაფერია ნათქვამი.

Screenshot 14 5 აპირებს თუ არა ხაზარაძე 20 ივნისს აქციის მონაწილეებისთვის კრედიტებისა და სესხების შეთავაზებას?

“გლობალური პოლიტიკის” მიერ გამოქვეყნებულ ხაზარაძის ყალბი ციტატა მიზნად 20 ივნისის აქციის და “ლელოს” ლიდერის დისკრედიტაციას ისახავს. 

20 ივნისს თბილისში, პარლამენტის წინ აქცია სახელწოდებით “შინ ევროპისკენ” დაიგეგმა, მისი ორგანიზატორები სამოქალაქო მოძრაობა “ტალღა”, “სირცხვილია” და “რუსეთი ოკუპანტია” არიან. 

10 ივნისს აქციასთან დაკავშირებული ყალბი ღონისძიება, რომელსაც გახარიას ფოტო ახლდა, ფეისბუქ-გვერდმა “2 ოქტომბერს მიშა საქართველოში•mishasakartveloshi” შექმნა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებზე და მადისკრედიტირებელ გზავნილებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

წყაროს შესახებ

ფეისბუქ-გვერდი “გლობალური პოლიტიკა” 2021 წლის 7 სექტემბერს შეიქმნა და მასზე ძირითადად ირაკლი ჯანყარაშვილთან დაკავშირებული გამოცემა infoanalytical.ge-ს მასალები ზიარდება, რომელსაც დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია.

ხაზარაძის ყალბი ციტატის ფოტოსაც infoanalytical.ge-ს ლოგო აქვს. 14 ივნისის მდგომარეობით, გამოცემის ვებ-გვერდი ხელმისაწვდომი არ არის.

Screenshot 15 5 აპირებს თუ არა ხაზარაძე 20 ივნისს აქციის მონაწილეებისთვის კრედიტებისა და სესხების შეთავაზებას?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist