24 ივნისს რუსულ მედიებსა (1, 2, 3, 4, 5 ) და ფეისბუკ-გვერდებზე (1, 2) გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს არმიის გენერალი – რობერტ ჯეფერსონი ნატოს ლიეტუვის წევრობის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდებს. გენერალი აღნიშნავს, რომ ვილნიუსის მიერ კალინინგრადის რეგიონის ბლოკადის გამო, მსოფლიო შეიძლება ნამდვილი მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოჩნდეს.
სქრინშოთი: dieta.ru
ინფორმაცია, თითქოს ამერიკელი გენერალი რობერტ ჯეფერსონი ნატოს ლიეტუვის წევრობის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდებს, სიმართლეს არ შეესაბამება და სატირულმა გამოცემა პანორამა პაბმა გამოიგონა.
სქრინშოთი: panorama.pub
ამერიკელი გენერლის – რობერტ ჯეფერსონის შესახებ სტატია პანორმა პაბზე 22 ივნისს გამოქვეყნდა. “პანორამა პაბის”ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია გაფრთხილება, რომ გამოცემა სატირულია და მასზე განთავსებული ყველა სტატია გამოგონილია.
panorama.pub-ის მიერ გამოგონილი სატირული სტატიები რეალური ფაქტების სახით აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- გაუგზავნა თუ არა პენტაგონმა უკრაინას ბირთვული რაკეტები?
- სატირულმა გამოცემამ დუგინი რუსეთის 1 არხის დირექტორად დააწინაურა
- მიითვისა თუ არა ხინკალი რუსეთის რესტორნების კავშირმა?
- დაუნიშნა თუ არა ლატვიამ დახმარება ყოფილ პიონერებს?
- ეკუთვნის თუ არა კისინჯერს სიტყვები: “ჩვენ გვქონდა მხოლოდ სექსი, მათ კი (საბჭოთა ადამიანებს) ჰქონდათ სიყვარული”?
- დაიხრჩო თუ არა ჯანმოს მაღალჩინოსანი ბროკოლით?
- დაუდგა თუ არა კიმ ჩენ ინმა სტალინს ჩრდილოეთ კორეაში ძეგლი?
- კისინჯერის ინტერვიუ სსრკ-ზე ყალბია და პროგრესნიუსმა რუსულ სატირულ გამოცემაზე დაყრდნობით გაავრცელა
- როგორ იქცა რუსული “სატირა” საქინფორმის დეზინფორმაციად?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.