გაუგზავნა თუ არა პენტაგონმა უკრაინას ბირთვული რაკეტები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

984
VIEWS

6-7 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა რუსულენოვანი ფეისბუქ პოსტები (1, 2, 3, 4, 5), რომლის მიხედვითაც, პენტაგონი საწყობის თანამშრომელ მეთიუ კოვალჩუკს დასჯის, რომლის შეცდომის გამოც ბელგიაში მდებარე Kleine Brogel-ის ამერიკული საჰაერო ბაზიდან უკრაინას 9 მილიონის ღირებულების ორი ტაქტიკური ბირთვული რაკეტა გაეგზავნა.

Screenshot 19 1 გაუგზავნა თუ არა პენტაგონმა უკრაინას ბირთვული რაკეტები? Screenshot 20 1 გაუგზავნა თუ არა პენტაგონმა უკრაინას ბირთვული რაკეტები? Screenshot 21 გაუგზავნა თუ არა პენტაგონმა უკრაინას ბირთვული რაკეტები?

ინფორმაცია, თითქოს პენტაგონი მეთიუ კოვალჩუკს უკრაინისთვის შეცდომით გაგზავნილი ბირთვული რაკეტების გამო დასჯის, რუსულ სატირულ ვებ-გვერდს panorama.pub-ს ეკუთვნის და გამოგონილი ამბავია.

ბელგიაში მდებარე ამერიკულ საჰაერო ბაზაზე საწყობის თანამშრომელ მეთიუ კოვალჩუკის შესახებ გამოგონილი სტატია რუსულენოვან სატირულ გამოცემა panorama.pub-ზე 6 ივნისს გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ფეისბუქ მომხმარებელს პოსტის ბოლოს მითითებული აქვს, რომ ინფორმაციის წყარო პანორამაა, თუმცა პოსტებს თან არ ერთვის სტატიის ბმული და არც ისაა აღნიშნული, რომ ინფორმაცია სატირულია.

სატირულ სტატიის მიხედვით, რომ მეთიუ კოვალჩუკმა საქმის მიმართ დაუდევრობა გამოიჩინა, ის 500 დოლარით დააჯარიმეს და ეს გადაცდომა მის პირად საქმეში სამუდამოდ დარჩება.

Screenshot 22 1 გაუგზავნა თუ არა პენტაგონმა უკრაინას ბირთვული რაკეტები?

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია გაფრთხილება, რომ მასზე განთავსებული ამბები რეალური სიახლეები არ არის და “რეალობის გროტესკული პაროდიაა”.  გარდა ამისა,  საიტის ლოგოზეც აღნიშნულია, რომ გამოცემა სატირული შინაარსისაა.

Screenshot 23 1 გაუგზავნა თუ არა პენტაგონმა უკრაინას ბირთვული რაკეტები?Screenshot 24 1 გაუგზავნა თუ არა პენტაგონმა უკრაინას ბირთვული რაკეტები?

panorama.pub-ის მიერ გამოგონილი სატირული ინფორმაციები რეალური ფაქტების სახით აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist