გამოუშვეს თუ არა საფრანგეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ზოოპარკიდან ცხოველები?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

135
VIEWS

2023 წლის 1-2 ივლისს კრემლისტური არხის ალტ-ინფოს ფეისბუკ-გვერდმა ალტნიუსი, ასევე ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშმა ნანა უგულავა  და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3.)  ქუჩაში მორბენალი ცხოველების ვიდეოები გაავრცელეს. პოსტების ავტორების მტკიცებით, კადრებში ვხედავთ საფრანგეთის ქალაქებში მოსიარულე ეგზოტიკურ ცხოველებს, რომლებიც  ქვეყანაში აჯანყებულებმა გამოუშვეს. ფეისბუკ ანგარიშების ნაწილი ცხოველების ვიდეოებთან ერთად პოსტებს საფრანგეთში ამჟამინდელი საპროტესტო აქციებიის კადრებს ურთავს.

Screenshot 12 გამოუშვეს თუ არა საფრანგეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ზოოპარკიდან ცხოველები?

მტკიცება იმის შესახებ, რომ საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ზოოპარკიდან ცხოველები გამოუშვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეოებში ნაჩვენები კადრების უმეტესობა ინტერნეტში 2020 წლიდან ვრცელდება  და საფრანგეთის საპროტესტო აქციებთან კავშირი  არ აქვს.

ვიდეოკოლაჟი რამდენიმე ვიდეოსგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა მოვლენებსა და ცხოველებს ასახავს, თუმცა არც ერთი მათგანი საფრანგეთში მიმდინარე აქციებს არ უკავშირდება.

1. ფეისბუკზე გავრცელებული ვიდეოკოლაჟის პირველ კადრებში ჩანს ქუჩაში მორბენალი ცხენი და ზებრა. აღნიშნული ვიდეო (1, 2.) თავდაპირველად 2020 წლის აპრილში გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ ცხოველები პარიზის ახლოს მდებარე ქალაქში მყოფი ცირკიდან 10 აპრილს გაიქცნენ და საკმაოდ დიდი მანძილი დაფარეს. გავრცელებული ვიდეო ავთენტიკურია, თუმცა ეს მოვლენა 2020 წელს დაფიქსირდა და არც საფრანგეთში ამჟამად მიმდინარე საპროტესტო აქციებთან და არც  სხვა  აქციასთან კავშირი არ აქვს.

Screenshot 13 გამოუშვეს თუ არა საფრანგეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ზოოპარკიდან ცხოველები?
კადრი, რომელსაც 2023 წლის საფრანგეთის საპროტესტო აქციებს უკავშირებენ
Screenshot 14 გამოუშვეს თუ არა საფრანგეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ზოოპარკიდან ცხოველები?
კადრი 2020 წელს პარიზის ახლო მდებარე ქალაქის ცირკიდან ცხოველების გაქცევას ასახავს

2. ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოკოლაჟში ცხენის და ზებრის კადრებთან ერთად სამი მორბენალი ლომის ვიდეოსაც ავრცელებენ. საფრანგეთში მიმდინარე აქციებს არც  ეს კადრები უკავშირდება. პირველად ისინი 2020 წლის თებერვალში იუთუბ-არხზე  Chaîne info Internationale გამოქვეყნდა. ვიდეოს აღწერის მიხედვით, მოვლენა გადაღებულია სენ დენიში, პარიზის გარეუბანში. უცნობია კონკრეტულად როგორ აღმოჩნდნენ ეს ცხოველები ქალაქის ქუჩებში, მაგრამ ვიდეოს საპროტესტო აქციასთან კავშირი არ დასტურდება.

Screenshot 15 გამოუშვეს თუ არა საფრანგეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ზოოპარკიდან ცხოველები?
მორბენალი ლომების კადრები, 2020 წელი 
Screenshot 17 გამოუშვეს თუ არა საფრანგეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ზოოპარკიდან ცხოველები?
მორბენალი ლომების კადრები, 2023 წელს გავრცელებული ვიდეო

3. ვიდეოკოლაჟის ერთ-ერთ ვიდეოში ასევე ნაჩვენებია ქუჩაში მოსიარულე თხა, ვიდეოს კი ფრანგულად მოსაუბრე პიროვნება იღებს. უცნობია თუ სად და ზუსტად როდის არის კადრები გადაღებული, თუმცა როგორც ფორბსმა დაადგინა, აღნიშნული ვიდეო ტიკტოკზე ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარში დაიდო.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ცხოველების კადრების გავრცელების შემდეგ, 3 ივლისს პარიზის ზოოპარკმა ტვიტერის გვერდზე დაპოსტა, რომ ცხოველები კარგად და დაცულად არიან. 

აღნიშნულ ვიდეოებს საფრანგეთში მიმდინარე აქციებს სხვა ქვეყნებშიც უკავშირებდნენ. კადრები  ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Maldita-მ და Newschecker.in-მა გადაამოწმეს. 

27 ივნისს პარიზის გარეუბანში ორმა პოლიციელმა წარმოშობით ალჟირელი 17 წლის ნაელ მერზუკი ავტომობილით მოძრაობისას გააჩერა. კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ორივე პოლიციელი დგას მანქანის გვერდით, მძღოლის მხარეს და ერთ-ერთი მათგანი იარაღიდან ესვრის ნაელ მერზუკს,  მიუხედავად იმისა, რომ, ერთ შეხედვით, თინეიჯერი სახიფათოდ არ გამოიყურებოდა. ინციდენტის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა. პოლიციელის განცხადებით, მას გაუჩნდა იმის შიში, რომ ნაელი ავტომობილით ვინმეს დაეჯახებოდა და განზრახ დააზიანებდა და სწორედ ამიტომ ესროლა მას.  ამ ამბავმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტი გამოიწვია. აქციის მონაწილეების ნაწილმა გამოთქვა ეჭვი, რომ  ახალგაზრდა რასობრივ ნიადაგზე იქნა მოკლული, რადგან, მათი თქმით, ფრანგული პოლიცია ეთნიკურ უმცირესობებს ჩაგრავს. შეტაკებები პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დღის მანძილზე გაგრძელდა. აქციების შედეგად დაზიანდა ათასობით ავტომობილი, ასევე დააკავეს 2000-ზე მეტი აქტივისტი. პოლიციელი, რომელმაც მოზარდს ესროლა ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია და მას ბრალად მკვლელობა ედება. უნდა აღინიშნოს, რომ 3 ივლისიდან დაპირისპირებებისა და ვანდალიზმის რაოდენობები მკვეთრად შემცირდა და პროცესები ნელ-ნელა ცხრება.

წყაროს შესახებ

ფეისბუკ-პროფილს ნანა უგულავას ყალბი ინფორმაციები აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად, იხილეთ:


არქივის ბმულები: 

https://archive.fo/B9yrt 

https://archive.fo/YLB9h

https://archive.fo/39att


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist