ეკრძალებათ თუ არა 1 ოქტომბრიდან უკრაინელ ქალებს ქვეყნის დატოვება?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

3.4k
VIEWS

6 სექტემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა ნანა უგულავამ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ პირველი ოქტომბრიდან იმ ქალებს, რომელთა ასაკიც ომში გაწვევას ექვემდებარება, უკრაინიდან გასვლა აეკრძალებათ. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, უკრაინაში მცხოვრები ქალი ამბობს, რომ ბარგი ჩაალაგა და ქვეყნიდან მიდის, რადგან ასეთ პირობებში ცხოვრება აღარ უნდა. იდენტური ვიდეო რუსულენოვან ფეისბუკ ჯგუფში “Вагончик тронется, вагончик тронется…перрон останется…” გავრცელდა.

ekrdzalebath thu ara 1 oqtombridan ukrainel qalebs qveqhnis datoveba ეკრძალებათ თუ არა 1 ოქტომბრიდან უკრაინელ ქალებს ქვეყნის დატოვება?

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინაში ჯარისთვის შესაბამისი ასაკის მქონე ქალებს პირველი ოქტომბრიდან ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებათ, სიმართლეს არ შეესაბამება. თავდაცვის სამინისტრომ უმაღლეს რადას ინიციატივა „სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ ქალთა სამხედრო აღრიცხვის ნებაყოფლობითობის შესახებ წარუდგინა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან სამხედრო სამსახურში პასუხისმგებელი ქალებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრების აკრძალვა ან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვები არ იქნება. ამ ეტაპზე უკრაინის მოქალაქეების გარკვეული პროფესიებისა და სპეციალობების სამხედრო აღრიცხვაზე ფორმირების შესახებ კანონპროექტში ცვლილებები ერთი წლით გადაიდო. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალებს სამხედრო რეგისტრაციას ნებაყოფლობით სთავაზობენ. თავდაცვის სამინისტრომ ქალთა სამხედრო აღრიცხვაზე რეგისტრაციის გადადების შესახებ ბრძანებას ხელი იმის გამო მოაწერა, რომ პარლამენტმა სავალდებულო გაწვევის წესი ნებაყოფლობითით არ შეცვალა.

2021 წლის 11 ოქტომბერს  უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება N313, რომლითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდა იმ პროფესიების სია, რომლებიც სამხედრო კომისარიატში აღრიცხვაზე უნდა დამდგარიყვნენ.  ეს ვალდებულება მოიცავდა 35 სპეციალიზაციისა და ასობით პროფესიის ქალს, მათ შორის მენეჯერებს, ხელოვნებათმცოდნეებს, ჟურნალისტებს, იურისტებს, ფარმაცევტებს და ასე შემდეგ. მოგვიანებით მიღებული ცვლილებების შემდეგ სიაში 14 სპეციალობა დარჩა.

4 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს ადვოკატმა ვოლოდიმირ სმილკამ კომენტარში აღნიშნა, რომ სამხედრო სამსახურში პასუხისმგებელ ქალებს იგივე შეზღუდვები ექნებოდათ, რაც მამაკაცებს. კერძოდ, ისინი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის დროს საზღვარგარეთ გამგზავრებას ვერ შეძლებდენ. 2022 წლის დასაწყისში თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ქალები არ იქნებოდნენ პასუხისმგებელი სამხედრო სამსახურზე მანამ, სანამ აღრიცხვაზე არ დადგებოდნენ. ამრიგად, შეზღუდვები, მათ შორის საზღვარგარეთ მოგზაურობა, გავრცელდებოდაა მხოლოდ მათზე, ვინც სამხედრო რეგისტრაცია უკვე გაიარა.

აღსანიშნავია, რომ კანონმა საზოგადოებაში შეკითხვები გამოიწვია, რის გამოც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა 4 სექტემბერს ახსნა-განმარტება გაავრცელა. მან ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და უმაღლეს რადას გაუგზავნა წინადადებები სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. საუბარია გაწვევის ცენტრებში ქალების ექსკლუზიურად ნებაყოფლობით სამხედრო რეგისტრაციაზე.

მალიარმა აღნიშნა ისიც, რომ 2014 წლიდან იძულებით არც ერთი ქალი არ გაგზავნილა ფრონტზე, ისინი მხოლოდ საკუთარი ინიციატივით იბრძოდნენ.

ჰანა მალიარი, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: „დღეს სახელმწიფოში არ არის გადაუდებელი საჭიროება რომ მნიშვნელოვნად გაიზარდოს ქალ სამხედროთა რაოდენობა. ამავდროულად, შეიარაღებულ ძალებს ჯერ კიდევ სჭირდებათ სპეციალობები და სპეციალისტები მედიცინის, რადიოინჟინერიისა და კვების ტექნიკის სფეროში.“

ამდენად, თუ თავდაცვის სამინისტროს შეთავაზებულ ცვლილებებს პარლამენტი დაამტკიცებს, პროფესიების სია, რომელიც ქალებისთვის სავალდებულო სამხედრო რეგისტრაციას ექვემდებარება,  სამ პუნქტამდე შემცირდება, კერძოდ: მედიცინა, რადიოინჟინერია, კვების ტექნოლოგიები. ამავე დროს, ყველა სხვა სპეციალობის ქალებს სამხედრო აღრიცხვაზე დადგომა ნებაყოფლობით  შეეძლებათ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist