თქვა თუ არა სენატორმა გრეჰემმა, რომ უკრაინაში რუსები იხოცებიან და ეს ამერიკისთვის საუკეთესოდ დახარჯული ფულია? 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

805
VIEWS

გავრცელებული ვიდეო შეცდომაში შემყვანია. რეალურად, ამერიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემს ფრაზები “რუსები იხოცებიან” და “ფული ასე კარგად არასდროს დაგვიხარჯავს” ერთ კონტექსტში არ უთქვამს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკას ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, რაზეც გრეჰემმა უპასუხა, რომ “ფული ასე კარგად არასდროს დაუხარჯავთ.”

ლინდსი გრეჰემთან შეხვედრის აღნიშნული ვიდეო 26 მაისს უკრაინის პრეზიდენტის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა. ვიდეო რამდენიმეწამიანი კლიპებითაა აწყობილი და გრეჰემის ის ორი წინადადება ებმის ერთამანეთს, რომლებიც მან საუბრის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა კონტექსტში წარმოთქვა. 

მოგვიანებით უკრაინის მხარემ ზელენსკისა და გრეჰემის შეხვედრის უფრო ვრცელი ვიდეო გამოაქვეყნა. ვრცელ ჩანაწერში გარკვევით ისმის, რომ სენატორი გრეჰემი “საუკეთესოდ დახარჯულ ფულს” იმის შემდეგ ახსენებს, რაც ზელენსკი ამერიკელ ხალხს დახმარებისთვის მადლობას უხდის. 

ვოლოდიმირ ზელენსკი: დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, აშშ-ის ხალხს დიდი მხარდაჭერისთვის, პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესის წევრებს. მადლობელი ვართ იმისთვის, რომ პირველივე დღეებიდან გვაქვს დაახლოებით 38 მილიარდის ჯამური მხარდაჭერა და ეს დიდი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. 

ლინდსი გრეჰემი:  ჩვენ ფული ასე კარგად არასდროს დაგვიხარჯავს.

რაც შეეხება ფრაზას “რუსები იხოცებიან”, გრეჰემი ამ ფრაზას თავისუფლებაზე საუბრისას ამბობს, ზელენსკი კი პასუხობს, რომ რუსები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

ლინდსი გრეჰემი: თქვენი ქვეყანა მაოცებს. 

ვოლოდიმირ ზელენსკი: ეს ჩვენი ხალხის და თქვენი ხალხის დახმარების დამსახურებაა.

ლინდსი გრეჰემი: თქვენ მახსენებთ ამერიკას, როცა უკეთესები ვიყავით. იყო დრო ამერიკაში, როცა ჩვენც ასე ვიქცეოდით: ბოლო ადამიანამდე ვიბრძოდით. ვიქნებოდით თავისუფალი ან დავიხოცებოდით.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ახლა კი თავისუფალი ხართ. ჩვენც ვიქნებით.

ლინდსი გრეჰემი: და რუსები იხოცებიან.

ვოლოდიმირ ზელენსკი: დიახ, მაგრამ ისინი შემოიჭრნენ ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ მათ ტერიტორიაზე არ ვიბრძვით.

აღსანიშნავია, რომ პირველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი ძებნილთა სიაში შეიყვანა.

იმ ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი, რომლებმაც ვიდეო გაავრცელეს, წარსულში დეზინფორმაცია არაერთხელ გამოუქვეყნებიათ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:

ნანა უგულავა:

კონსერვატიული მოძრაობა სამტრედიაში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist