გადასცა თუ არა ბულგარეთმა უკრაინას მოძველებული სარაკეტო სისტემა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

39
VIEWS

28 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშმა ”ფიცხე ლა” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის წერს, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა პროექტი უკრაინისათვის ახალი სამხედრო დახმარების გაგზავნასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს s300 ps საზენიტო სარაკეტო სისტემების რაკეტების გადაცემასაც. მისი მტკიცებით, აღნიშნული იარაღი არის 30-35 წლის, გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა და მისი გამოყენების შემთხვევაში არის დიდი რისკი იმისა, რომ გაშვებამდე აფეთქდეს და შეიწიროს სამხედრო პერსონალი. პოსტის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ამ დანადგარის ექსპლუატაციის ვადების გახანგრძლივება მხოლოდ მოსკოვში, მის დამამზადებელ ქარხანაშია შესაძლებელი.

vadagasuli iaraghi გადასცა თუ არა ბულგარეთმა უკრაინას მოძველებული სარაკეტო სისტემა?

გავრცელებული მტკიცებები მანიპულაციურია. აღნიშნულ სარაკეტო სისტემებს ვადა მართლაც გაუვიდა, თუმცა უკრაინისათვის მათი გადაცემა იმ მიზნით ხდება, რომ უკრაინელები ამ სისტემების ნაწილებს მათ ხელთ არსებული დანადგარების გასარემონტებლად გამოიყენებენ, რაც ქვეყნებს შორის თავიდანვე იყო შეთანხმებული. 

27 სექტემბერს ბულგარეთის პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი  მწყობრიდან გამოსული და დაძველებული s 300 საზენიტო სარაკეტო სისტემებისა და მისი საბრძოლო მასალების უკრაინისათვის გადაცემის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტში რამდენიმე პარტია ეწინააღმდეგებოდა, რადგან მათი აზრით ეს ქმედება დაასუსტებს ბულგარეთის თავდაცვის შესაძლებლობებს, თუმცა როგორც პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰრისტო გაჯევმა განაცხადა, უკრაინას შეუძლია აღნიშნული საბრძოლო მასალის ნაწილებად გამოყენება. ამის შესახებ მზაობა თავად უკრაინულმა მხარემაც გამოთქვა. ბულგარეთის პარლამენტში ასევე აღნიშნეს, რომ ეს შეიარაღება ქვეყნის არმიას არ სჭირდება, რადგან მათი შეკეთება რუსეთშიც კი ვეღარ მოხერხდება. თავდაცვის უფროსმა ადმირალმა ემილ ეფტიმოვმა დააკონკრეტა, რომ უკრაინისათვის გასაგზავნი s300 რაკეტების რაოდენობა, ქვეყნის სრული მარაგის 3-5%-ს შეადგენს. 

როგორც “რადიო თავისუფლების” ბულგარული სამსახური იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთმა ბულგარეთს მიმართა,  შეიცვალოს აზრი და უარი განაცხადოს ამ სისტემების უკრაინისათვის გადაცემაზე. 

2022 წლის დეკემბერში ბულგარეთის პარლამენტმა დაამტკიცა შეთანხმება უკრაინისათვის სამხედრო დახმარების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ასევე აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი რუმენ რადევი ხშირად ეწინააღმდეგება უკრაინისათვის ფართომასშტაბიანი სამხედრო დახმარების გაწევას. თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყნის პარლამენტმა დახმარების არაერთი პაკეტი დაამტკიცა.

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში “ფიცხე ლა”, რომელსაც წარსულში ”ფიცხელა ფიცხელაური” ერქვა ხშირად ავრცელებს ანტიდასავლური შინაარსის შემცველ პოსტებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3).


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბულგარეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist