რა ვიცით ყირიმის დემოგრაფიულ ისტორიაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

109
VIEWS

2022 წლის 6 დეკემბერს Facebook მომხმარებელმა ფიცხელა ფიცხელაურმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ყირიმის და იქ გავრცელებული ენების ისტორიას შეეხებოდა. პოსტის მიხედვით, 1900-1950 წლებში ყირიმის ტერიტორიაზე 4 ენა იყო გავრცელებული (რუსული, თურქული, ებრაული და გერმანული), ხოლო უკრაინულად მოსახლეობის ის 3%-იც არ მეტყველებდა, რომელიც თავს უკრაინელად მიიჩნევდა. ასევე პოსტში აღნიშნული იყო, რომ ყირიმი არასდროს ყოფილა უკრაინის ტერიტორია და ის 95%-ით წარმოადგენდა რუსეთის ტერიტორიას.

Screenshot 12 2 რა ვიცით ყირიმის დემოგრაფიულ ისტორიაზე? 

ფიცხელა ფიცხელაურის პოსტში წარმოდგენილი ფაქტები მანიპულაციურია. ყირიმი თავდაპირველად არ წარმოადგენდა რუსულ ტერიტორიას, ის რუსეთის მფლობელობაში მე-19 საუკუნიდან აღმოჩნდა. რაც შეეხება დემოგრაფიას,  1897-1959 წლებში ყირიმის მოსახლეობაში უკრაინელთა წილი 11.84%-დან 22.3%-მდე მერყეობდა. აღსანიშნავია რომ 1897 წელს მოსახლეობაში ყველაზე დიდი წილი ყირიმელ თათრებზე მოდიოდა, თუმცა აღნიშნული სურათი მათი გადასახლებისა ეთნიკურად რუსების ჩასახლების შედეგად შეიცვალა.

უკავშირდება თუ არა ყირიმის წარსული რუსეთს?

სლავური ტომები პირველად ყირიმში მე-13 საუკუნიდან გამოჩნდნენ, რაც თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე მონღოლების ექსპანსიით იყო გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე XIII-XIX საუკუნეებში უმრავლესობას მკვიდრი მოსახლეობა ყირიმელი თათრები წარმოადგენდნენ. რუსეთის იმპერიის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებასთან ერთად ყირიმის ტერიტორიაზე რუსების დასახლება დაიწყო, რამაც მე-19 საუკუნის ბოლოს დემოგრაფიული სურათი რადიკალურად შეცვალა. 

აღსანიშნავია, რომ ისტორიკოსები მუდამ ცდილობდნენ ყირიმის ტერიტორიაზე ადრეული სლავური კვალი ეპოვათ, თუმცა როგორც ისტორიკოსი იგორ ფიორო აღნიშნავს, ყველა მცდელობა მიკერძოებული ვარაუდებით სრულდებოდა, რადგან იმ ტერიტორიაზე არ იყო არც არქეოლოგიური არც წერილობითი წყარო, რაც სლავების ადრეული ხანის ყირიმში ყოფნას დაადასტურებდა.

იგორ ფიორო: “ყირიმში სლავების შესახებ არსებული ყველა ჰიპოთეზადან ყველაზე სავარაუდოა ალბათ იაკობსონისა და კორზუხინას აზრი, მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფის ემიგრაციაზე ძველი რუსიდან (კიევის რუსი) XIII საუკუნეში მონღოლთა შემოსევის დროს… ადრეული სლავების შესახებ იმ ტერიტორიაზე [ყირიმის] არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება – წერილობითი თუ არქეოლოგიური. მათი აღმოჩენის ყველა მცდელობა იყო მიკერძოებული და ზოგჯერ ფსევდომეცნიერულ ხასიათსაც კი ატარებდა.”

მნიშვნელოვანია ისიც, რომ, იგორ ფიოროს აზრით, თავდაპირველად სლავური ტომები ყირიმში სწორედ კიევის რუსის სახელმწიფოდან შევიდნენ. კიევის რუსი კი არა რუსეთის, არამედ თანამედროვე უკრაინის ისტორიულ სამშობლოს წარმოადგენდა, რომლის ისტორიაც რუსეთის იმპერიამ შეცვალა და მიითვისა. საგულისხმოა, რომ კიევის რუსს გარკვეული პერიოდი დაპყრობილიც კი ჰქონდა ყირიმის ტერიტორია და აკონტროლებდა, თუმცა ყივჩაღებისა და ოქროს ურდოს ექსპანსიის შედეგად მისი შენარჩუნება ვერ მოხერხდა.  

შემდგომ საუკუნეებში უკრაინელებსა და ყირიმელ თათრებს შორის კარგი დამოკიდებულება არსებობდა: ისინი ქმნიდნენ სამხედრო ალიანსებს და იბრძოდნენ ერთმანეთის დასახმარებლად. მაგალითად 1648-1654 წლებში ყირიმელები იბრძოდნენ უკრაინელ კაზაკ სამხედრო მოღვაწე, ჰეტმან, ბოგდან ხმელნიცკთან ერთად, შემდგომ კი ყირიმელები უკრაინელ კაზაკებს პოლონეთთან და მოსკოვთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ

Screenshot 13 2 რა ვიცით ყირიმის დემოგრაფიულ ისტორიაზე?
ყირიმის ხანი და ბოგდან ხმელნიცკი ნამაზის შესრულებისას

ყირიმის დემოგრაფიული ისტორია 

როგორც უკვე აღინიშნა, რუსეთის იმპერიის გაბატონებას ყირიმის ტერიტორიაზე დემოგრაფიის მნიშვნელოვანი ცვლილება მოჰყვა. XIII-XIX საუკუნის პირველ ნახევარში მოსახლეობის უმრავლესობას ყირიმელი თათრები წარმოადგენდნენ, თუმცა მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან ყირიმელ თათართა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და რუსების წილი გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს და და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში უკრაინელთა წილი ამ ტერიტორიაზე არა 3%, არამედ, დაახლოებით 11%-დან 22%-მდე იყო: 1897 წელი – 11.84%, 1939 წელი – 13.7%, 1959 წელი – 22.3%.

Screenshot 14 1 რა ვიცით ყირიმის დემოგრაფიულ ისტორიაზე?
წყარო: iccrimea.org
Screenshot 15 1 რა ვიცით ყირიმის დემოგრაფიულ ისტორიაზე?
ყირიმელი თათრებისა და რუსების პროცენტული წილის ცვლილება ყირიმის მოსახლეობაში 1783-2014 წლებში

თუ 1864 წელს ყირიმელი თათრები ყირიმის მოსახლეობის 50.3%-ს წარმოადგენდნენ, 1897 წელს მათი პროცენტული წილი 35.55%-ს გაუტოლდა. რუსულ ანექსიას ბევრი ყირიმელი თათარი გაექცა და მათ თავი მეზობელ რეგიონებში შეაფარეს (თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი). ყირიმელი თათრების დიასპორა ამ სახელმწიფოებში დღემდე არსებობს

მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკრაინელი ხალხი ამ ტერიტორიაზე უმცირესობა იყო, თუმცა მათი წილი მე-20 საუკუნიდან ნელ-ნელა გაიზარდა. 1897 წლის აღწერით, უკრაინელები მოსახლეობის 11.84 პროცენტს შეადგენდნენ. 1959 წლის აღწერით კი უკრაინელთა რაოდენობა მთელი მოსახლეობის 22,3% იყო.

ყირიმის ტერიტორიაზე ყველაზე მნიშვნელოვნად სწორედ რუსული მოსახლეობა გაიზარდა, რაც რუსეთის იმპერიის და შემდგომში საბჭოთა აგრესიული პოლიტიკით იყო გამოწვეული. მაგალითად, მე-20 საუკუნის 40-იან წლებამდე ყირიმში მოსახლეობის 19.4 პროცენტს თათრები შეადგენდნენ, თუმცა 1979 წლის აღწერით მათი წილი მხოლოდ 0.3% იყო. აღნიშნული ცვლილება სტალინის მიერ ყირიმელი თათრების 1944 წლის დეპორტაციას უკავშირდება, რომლის დროსაც 200 000-მდე ყირიმელი თათარი ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს.

Screenshot 16 1 რა ვიცით ყირიმის დემოგრაფიულ ისტორიაზე?
ყირიმელი თათრების დეპორტაცია

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist