გადაიღო თუ არა 2016 წელს ჰოლივუდმა საშინელებათა ფილმი 5G-ზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

40
VIEWS

2 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა Nina Marji გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მისი მტკიცებით, ნაწყვეტია 2016 წელს ჰოლივუდის მიერ გადაღებული ფილმიდან Cell. ვიდეოს დასაწყისში თეთრ ხალათში ჩაცმული ადამიანები ხელს აჭერენ ღილაკს, რომელსაც 5G აწერია, მეორე ნაწილში კი ადამიანები, რომლებსაც ხელში ტელეფონი უჭირავთ, აგრესიულად იწყებენ მოქცევას, ერთმანეთს თავს ესხმიან და ხოცავენ.   

Screenshot 2023 09 07 105343 გადაიღო თუ არა 2016 წელს ჰოლივუდმა საშინელებათა ფილმი 5G-ზე?

გავრცელებული პოსტი ვიდეოფაბრიკაციას შეიცავს. რეალურად, ფეისბუქ-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ვიდეო ორი სხვადასხვა ვიდეოს კოლაჟია – ერთი ნაწყვეტია გერმანული სატელეკომუნიკაციო კომპანიის რეკლამიდან, მეორე კი 2016 წელს გადაღებული საშინელებათა ფილმიდან Cell, რომელშიც არაფერია ნათქვამი 5G ტექნოლოგიაზე. 

T-Mobile-ს რეკლამა და ნაწყვეტი ფილმიდან Cell 

აშშ-ში დაფუძნებული T-Mobile-ს სარეკლამო ვიდეო 2019 წელს არის გადაღებული, როდესაც კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 5G ქსელი პირველად დანერგა. ქსელი 200 მილიონ ადამიანსა და ქვეყნის მასშტაბით 5 000 მეტ ქალაქს მოიცავდა.  

სარეკლამო ვიდეო სოციალურ ქსელებში იძებნება. ვიდეოს დასაწყისში ჩნდება წარწერა, რომლის მიხედვითაც “საიდუმლო მოვლენები” T-Mobile-ს ლაბორატორიაში, 2019 წლის 2 დეკემბერს ვითარდება. რეკლამაში კომპანიის წარმომადგენლებს აცვიათ თეთრი ხალათი, რომელზეც T-Mobile-ს ლოგოა დატანილი. რეკლამაში ისინი ხელს აჭერენ ღილაკს, რომლითაც 5G ქსელი აქტიურდება და მთელ ქვეყანას მოიცავს. ღილაკზე დატანილია წარწერა – T Mobile 5G. წარწერები გავრცელებულ ვიდეოკოლაჟშიც ჩანს. 

Screenshot 2023 09 07 105348 გადაიღო თუ არა 2016 წელს ჰოლივუდმა საშინელებათა ფილმი 5G-ზე?
T-Mobile-ს რეკლამა

Cell რეჟისორ ტოდ უილიამსის მიერ 2016 წელს გადაღებული საშინელებათა ფილმია. ის მწერალ სტივენ კინგის ნოველის მიხედვით არის გადაღებული, რომელსაც იგივე სახელწოდება აქვს.  

ფილმის დასაწყისში მთავარი პერსონაჟი, რომელიც ბოსტონის აეროპორტში იმყოფება, აღმოაჩენს, რომ ასობით ადამიანი ერთმანეთის ხოცვას იწყებს და პარანორმალური მოვლენები ვითარდება. როგორც შემდეგში ირკვევა, მიზეზი ელექტრონული სიგნალია, რომელიც მობილური ტელეფონით ვრცელდება და ადამიანებს მკვლელებად აქცევს. მთელი ფილმის განმავლობაში პერსონაჟი შვილის პოვნას ცდილობს. 

ფილმის ის ნაწილი, რომელიც ამოჭრილია და T-Mobile-ს რეკლამაზეა გადაბმული, შეგიძლიათ 6:05 წუთიდან ნახოთ

Screenshot 2023 09 07 105353 გადაიღო თუ არა 2016 წელს ჰოლივუდმა საშინელებათა ფილმი 5G-ზე?
ფილმი Cell. ფოტო: სქრინშოტი IMDB-დან.  

კონსპირაციის თეორიები 5G-ზე 

დეზინფორმაცია და კონსპირაციის თეორიები 5G ქსელის შესახებ წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. 5G ტექნოლოგიასა და წინა თაობის სერვისებს (4G, 3G) შორის მთავარი განსხვავება სხვადასხვა სიხშირის რადიოტალღების გამოყენებაა – 5G იყენებს სიხშირეებს 30-300 გიგაჰერცის დიაპაზონში, რაც არ არის საკმარისი ენერგია იმისათვის, რომ ადამიანის სხეულის ქსოვილებთან, კანთან კონტაქტისას მათში დაირღვეს ქიმიური ბმები ან მოხდეს ელექტრონების ცვლილება. აღსანიშნავია ისიც, რომ 5G ტექნოლოგია უსაფრთხოდ არის გამოცხადებული Radiation watchdog-ის მიერ. 

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები: 

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ-ანგარიში Nina Marji ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიებს. მის მიერ წარსულში გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist