დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიების მიერთების განკარგულება გასცა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

203
VIEWS

22 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებელმა Еduard Jishkariani გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა როსტოვის, კრასნოდარის, ბელგოროდის და ბრიანსკის უკრაინისთვის მიერთების განკარგულებას. პოსტს თან ახლავს ტელეგრამ-პოსტის სქრინშოტი, რომელზეც უკრაინულად წერია, რომ “ზელენსკის განკარგულება – როსტოვი, კრასნოდარი, ბელგოროდი, ბრიანსკი, სლობოჟანშინა რუსეთის ფედერაციაში ისტორიულად უკრაინელებით დასახლებული მიწაა”. სქრინშოტზე ასევე ჩანს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების N17/2024 დოკუმენტი.

22 იანვარს მსგავსი შინაარსის ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიების მიერთებაზე განკარგულება გამოსცა, რამდენიმე რუსულენოვანმა მედიამ ДОН-МЕДИА-მБлокнот-მაც გაავრცელეს.  ДОН-МЕДИА-ს სტატიაში ვკითხულობთ, რომ ზელენსკის განკარგულებაში საუბარია ისტორიულად უკრაინული მიწების “დაბრუნებაზე”, ხოლო გამოცემა Блокнот აღნიშნავს, რომ ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიებზე სუვერენიტეტის უფლება გამოაცხადა.

Picture1 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიების მიერთების განკარგულება გასცა

zelenski1 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიების მიერთების განკარგულება გასცა

ზელენსკის მიერ 22 იანვარს მიღებული განკარგულების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება. განკარგულება რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უკრაინელების ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას ეხება და არა რუსეთის ტერიტორიების რაიმე სახით უკრაინისთვის მიერთებას.

განკარგულება, რომელთანაც გავრცელებული ინფორმაციაა დაკავშირებული უკრაინის პრეზიდენტის საიტზე 2024 წლის 22 იანვარს გამოქვეყნდა, თუმცა ის რუსეთის ტერიტორიების უკრაინისთვის შეერთებას არ ეხება. განკარგულების მიზანი რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელების ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მიმართულებით მუშაობის დაწყებაა. განკარგულებაში რაიმე ფორმით რუსეთის ტერიტორიების მიერთება ნახსენები არ არის.

zelenski2 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიების მიერთების განკარგულება გასცა

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ უკრაინელების, მათ შორის რუსეთში, დღევანდელი კრასნოდარის მხარის, ბელგოროდის, ბრიანსკის კურსკის და როსტოვის ოლქების ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელების, ეროვნული იდენტობის წაშლას რუსეთი საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა. განკარგულებაში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთს თავის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უკრაინელების უფლებების და თავისუფლებების დაცვა ეკისრება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ზელენსკის ახალი განკარგულება უკრაინის მინისტრთა კაბინეტს ავალებს შეიმუშაოს და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს წარუდგინოს უკრაინელების, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ეთნიკური უკრაინელების, ეროვნული იდენტობის შენარჩუნების სამოქმედო გეგმა.

სამოქმედო გეგმის ფარგლებში უნდა მოხდეს რუსეთის ტერიტორიაზე წარსულში და ამჟამად მცხოვრები უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, იძულებითი რუსიფიკაციის, პოლიტიკური რეპრესიების და დეპორტაციის შესახებ ისტორიული მეხსიერების აღდგენა და შენარჩუნება. განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთში მცხოვრები უკრაინელების და რუსეთის მიერ სხვა დაპყრობილი ერების შესახებ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობა უნდა დაიწყოს და განვითარდეს თანამშრომლობა უკრაინელებსა და რუსეთის მიერ დაპყრობილ სხვა ერებს შორის.

უკრაინელების ეროვნული იდენტობის დაცვის გეგმის ფარგლებში უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ უნდა მომზადდეს და გავრცელდეს მასალები უკრაინის ისტორიის შესახებ, ასევე განახლდეს და სასწავლო პროგრამებში უნდა შევიდეს ინფორმაცია რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უკრაინელების ნამდვილი ისტორიის შესახებ.

განკარგულებაში არსად არ არის საუბარი, რაიმე სახით რუსეთის ან სხვა რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიების მიერთებაზე და ის მთლიანად უკრაინელების ეროვნული იდენტობის და ისტორიის საკითხებს ეხება.

განკარგულებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის მომავლისთვის ისტორიული სიმართლის დაბრუნებისთვის გადადგმული ნაბიჯია.

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი, Eduard Jishkariani ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის, დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ ცნობებს ხშირად ავრცელებს. ჯიშკარიანის გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist