დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკელი გენერალი უკრაინაში სარაკეტო თავდასხმისას გარდაიცვალა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

500
VIEWS

აგვისტოში ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუკ ფეიბუკ-ანგარიშებმა (1, 2) ამერიკელი გენერლის გარდაცვალების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. ნონა შარაბიძის პოსტის თანახმად, ამერიკელი გენერალ-მაიორი ენტონი პოტსი რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინაში, დნიპროპეტროვსკში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ნატოს შტაბ-ბინაში დაიღუპა, ხოლო რუსულენოვანი ფეისბუკმომხმარებელი წერს, რომ პოტსი ლვივში რუსეთის მიერ ბუნკერზე სარაკეტო შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

generali posti დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკელი გენერალი უკრაინაში სარაკეტო თავდასხმისას გარდაიცვალა

 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია პოტსის უკრაინაში დაღუპვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, გენერალ-მაიორი ენტონი პოტსი 2023 წლის 25 ივლისს მერილენდში ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა.

2023 წლის 25 ივლისს ამერიკელი გენერალი ავიაკატასტროფის შედეგად ერთძრავიანი თვითმფრინავის (Piper PA-28 Cherokee) ბორტზე ყოფნისას დაიღუპა. ავიაკატასტროფა   ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდში, ჰავრე დე გრეისში მოხდა. ამ დროისთვის ავარიის მიზეზი უცნობია და მას აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო იძიებს. Harford County Fire & EMS-ის თანახმად, პოტსი თვითმფრინავის ერთადერთი მგზავრი იყო და შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

generali posti1 დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკელი გენერალი უკრაინაში სარაკეტო თავდასხმისას გარდაიცვალა

აღნიშნული ტვიტერ პოსტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაცია მერილენდის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურმაც გაავრცელა.

generali posti2 დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკელი გენერალი უკრაინაში სარაკეტო თავდასხმისას გარდაიცვალარუსი ბლოგერი სერგეი კოლიასნიკოვი ამერიკელი გენერლის გარდაცვალებას რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას მიაწერს. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო სარაკეტო დარტყმის შედეგად მიყენებულ ზარალის გადაფარვას ცდილობს და გენერლის დაკარგვას უბედურ შემთხვევას მიაწერენ. აღსანიშნავია, რომ ეს მოსაზრება არაა ფაქტებით გამყარებული და არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც პოტსის უკრაინაში ყოფნას და დაღუპვას დაადასტურებდა. გარდა ამისა, 2023 წლის ივლისში რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა დნიპროპეტროვსკის ოლქზე 28 ივლისს საღამოს საათებში, ლვივში სარაკეტო შეტევა ბოლოს 2023 წლის 6 ივლისს განხორციელდა, მერილენდში კი ავიაკატასტროფა, სადაც ამერიკელი გენერალი დაიღუპა, 2023 წლის 25 ივლისს მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, პოტსი 36-წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ პენსიაზე გასვლას გეგმავდა. მას 1986 წელს არმიის ავიაციაში მეორე ლეიტენანტის წოდება მიენიჭა, შემდეგ კი მონაწილეობდა ოპერაციებში: Desert Shield, Desert Storm, Enduring Freedom და Iraqi Freedom. პოტსი გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე PEO C3T პროგრამას ხელმძღვანელობდა, რომლის დროსაც ბრძოლის ველზე საკომუნიკაციო აღჭურვილობის შემუშავება, განლაგება და შენარჩუნება იგეგმებოდა. მანამდე ის ხელმძღვანელობდა კომპანიას სახელწოდებით PEO Soldier, რომელიც ისეთ აღჭურვილობას აწარმოებდა, როგორიცაა ფორმები, ჯავშანი, ღამის ხედვის სათვალეები და იარაღები.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსული პროპაგანდა უკრაინაში ნატოსა და აშშ-ის ოფიცრების განადგურების შესახებ აქტიურად ტირაჟირებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში ნატოს ან აშშ-ის სამხედრო პირები ტყვედ აიყვანეს ან დახოცეს ამერიკის შეერთებული შტატების ომში ოფიციალურად ჩართულ მხარეებად წარმოაჩენას ისახავს მიზნად. მსგავსი მტკიცება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ-მომხმარებელი ნონა შარაბიძე ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციას და კრემლისტურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” შარაბიძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist