ვინ ავრცელებს კონსპირაციას აზოვსტალის ქარხანაში არსებული ნატოს საიდუმლო ბიოლაბორატორიის შესახებ?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

25k
VIEWS

10-11 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზიის ვებ-გვერდმა zvezdaweekly.ru, ასევე გამოცემებმა Московский Комсомолец, rusonline.org, srbin.info, news-front.info და სხვა რუსულენოვანმა ვებსაიტებმა (1, 2, 3, 4, 5), ასევე იუთუბ-არხმა Incognito გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარე ინდუსტრიულ ზონა “აზოვსტალის” ქვეშ 30 მეტრის სიღრმეზე ნატოს საიდუმლო ობიექტი სახელად PIT-404 და ბიოლაბორატორია მდებარეობს, რომელშიც ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ. სტატიის თანახმად, PIT-404 ჯო ბაიდენის შვილთან, ჰანტერ ბაიდენთან ასოცირებულმა კომპანია Metabiota-მ ააშენა და დღემდე მართავს.

გამოცემები ასევე წერენ, რომ აზოვსტალის საიდუმლო ობიექტზე 240 უცხოელი იმყოფება, მათ შორის არიან ნატოსა და საფრანგეთის საგარეო ლეგიონის ოფიცრები.

ამ თემას მიეძღვნა კრემლის პროპაგანდისტული არხის Russia Today-ს გადაცემა СИЛА В ПРАВДЕ-ც, რომელშიც ერთ-ერთ სტუმრად “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დამფუძნებელი შოთა აფხაიძე იყო მიწვეული. გადაცემაში აჩვენებენ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლაი აზაროვის ტელეგრამის პოსტს, რომელიც აზოვსტალში ნატოს საიდუმლო ობიექტის არსებობას შეეხება. ამ თემაზე პოსტები აზაროვის ფეისბუქ-გვერდსა და პროფილზე გამოქვეყნდა.

აზოვსტალს უკავშირებენ ამერიკელ გენერალ როჯერ კლუტიეს, რომელზეც ინფორმაცია იუთუბ არხ TMZ News-ზე გამოქვეყნდა. ვიდეოში ნათქვამია, ვრცელდება ინფორმაცია გენერლის ტყვედ აყვანის შესახებ, რომელიც აზოვსტალის კატაკომბებში იმყოფებოდა.

იდენტური ინფორმაცია რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა Yury Ulyanov, Vladimir Anufriev, ასევე ქართველმა ფეისბუქ-მომხმარებელმა მალხაზ ხაბაზმაც გაავრცელა. 

Screenshot 8 6 ვინ ავრცელებს კონსპირაციას აზოვსტალის ქარხანაში არსებული ნატოს საიდუმლო ბიოლაბორატორიის შესახებ? Screenshot 9 8 ვინ ავრცელებს კონსპირაციას აზოვსტალის ქარხანაში არსებული ნატოს საიდუმლო ბიოლაბორატორიის შესახებ?

ინფორმაცია, თითქოს აზოვსტალის ქვეშ ნატოს საიდუმლო ობიექტი PIT-404 და ბიოლაბორატორია მდებარეობს, ასევე ადგილზე ნატოს ოფიცრები იმყოფებიან, შეთქმულების თეორიაა და ფაქტობრივ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. კონსპირაციის წყარო რუსულენოვან ფორუმზე განთავსებული კომენტარია, რომელსაც ფაქტობრივი მტკიცებულებები არ ახლავს. აზოვსტალი მეტალურგიული ქარხანაა, კომპანია მეტაბიოტა კი უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას არ აფინანსებს. დეზინფორმაციაა ისიც, თითქოს ამერიკელი გენერალი კლუტიე აზოვსტალში იმყოფებოდა და დაატყვევეს.

ინფორმაცია მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნის ქვეშ ნატოს საიდუმლო ობიექტის, სახელად PIT-404-ის არსებობის შესახებ, შეთქმულების თეორიაა და მტკიცებულებებს არ ემყარება. პროექტი სახელად PIT-404 არ არსებობს და მხოლოდ ამ თემაზე მომზადებულ კონსპირაციულ მასალებში ფიგურირებს. კონსპირაციაა ისიც, თითქოს აზოვსტალის ტერიტორიაზე ნატოს და სხვა ქვეყნების მაღალჩინოსნები არიან მომწყვდეული. აღნიშნული კონსპირაციული მტკიცებები რუსულენოვან ფორუმზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ კომენტარს ეყრდნობა, რომლის ავტორიც ამ მტკიცებებს საკუთარ აზრს უწოდებს და არანაირი არგუმენტით არ ამყარებს მას.

11 აპრილს ოკუპირებული დონეცკის მილიციის უფროსმა, ედუარდ ბასურინმა განაცხადა, რომ აზოვსტალზე შტურმით შეტევას აზრი არ აქვს, ამიტომ ქიმიურ ჯარებს მიმართავდნენ, რომლებიც აზოველებისგან შენობის გათავისუფლების გზას იპოვიდნენ. მოგვიანებით აზოვის ბატალიონმა განაცხადა, რომ მარიუპოლში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაურკვეველი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ რუსულმა სახმედრო ძალებმა აზოვსტალის ქარხანას 20 მარტსაც შეუტიეს და საგრძნობლად დააზიანეს.

საიდან გავრცელდა კონსპირაცია აზოვსტალში მიწისქვეშა ბიოლაბორატორიის არსებობის შესახებ?

იმ რუსულენოვანი გამოცემების უმეტესობას, რომლებმაც აზოვსტალში ნატოს საიდუმლო ობიექტისა და ბიოლაბორატორიის შესახებ კონსპირაციული მასალები მოამზადეს, ინფორმაციის წყარო მითითებული არ აქვთ. გამოცემების ნაწილი წყაროდ ტელეგრამის არხებს უთითებს, მაგალითად Московский Комсомолец-ი ინფორმაციის წყაროდ ტელეგრამის არხ Оперативные сводки-ს ასახელებს. ტელეგრამზე ეს ინფორმაცია კრემლის პროპაგანდისტული მედიის, regnum.ru-ს რედაქტორმა იური ბარანჩიკმაც გამოაქვეყნა.

Screenshot 10 8 ვინ ავრცელებს კონსპირაციას აზოვსტალის ქარხანაში არსებული ნატოს საიდუმლო ბიოლაბორატორიის შესახებ?

თავის მხრივ, ინფორმაციის კონკრეტულ წყაროს არც ტელეგრამ არხები ასახელებენ. ღია წყაროებით ძიების შემდეგ, ამ შინაარსის ინფორმაციას 5 აპრილს რუსულ სადისკუსიო პლატფორმა pikabu.ru-ზე მივაკვლიეთ, რომელზეც მომხმარებელმა Mefodii-მ რამდენიმე კონსპირაციული კომენტარი გამოაქვეყნა. როგორც Mefodii წერს, pikabu.ru-ს მომხმარებლებმა მისთვის საინტერესო ბმული გაუზიარეს, რომელზეც არაერთ კონსპირაციულ კომენტარს წააწყდა. სავარაუდოდ, ის რუსულენოვან ფორუმს, strategium.ru-ს გულისხმობს, რადგან 1 დღით ადრე, 4 აპრილს სწორედ ამ ვებ-გვერდის ერთ-ერთმა მომხმარებელმა @sojnyshkotanya-მ მსგავსი კონსპირაცია გაავრცელა. ფორუმის ეს მომხმარებელი წერს, რომ მისი აზრით, აზოვსტალის ქვეშ ბიოლაბორატორია მდებარეობს და იმავე ტერიტორიაზე ნატოს მრჩეველებიც იმყოფებიან.

Screenshot 11 8 ვინ ავრცელებს კონსპირაციას აზოვსტალის ქარხანაში არსებული ნატოს საიდუმლო ბიოლაბორატორიის შესახებ?Screenshot 12 9 ვინ ავრცელებს კონსპირაციას აზოვსტალის ქარხანაში არსებული ნატოს საიდუმლო ბიოლაბორატორიის შესახებ?

pikabu.ru-ს პოსტში ასევე წერია, რომ მარიუპოლიდან ხალხის გასაყვანად 8 თვითმფრინავი იყო მობილიზებული, ხოლო თუ დასავლელი მაღალჩინოსნები მართლაც ქალაქში იმყოფებოდნენ, უკრაინის მთავრობას მათი ევაკუაცია უნდა უზრუნველეყო. კომენტარის ავტორის აზრით, ამისთვის საუკეთესო მარშრუტი მარიუპოლი-სამსუნია, რომელთა შორის მანძილიც 404 მილია. კონსპირაციის ავტორმა აზოვსტალთან მიმართებით რამდენჯერმე ახსენა PIT (ორმო), სავარაუდოდ სწორედ აქედან მოდის “ნატოს საიდუმლო ობიექტის” სახელწოდება PIT-404.

Screenshot 13 9 ვინ ავრცელებს კონსპირაციას აზოვსტალის ქარხანაში არსებული ნატოს საიდუმლო ბიოლაბორატორიის შესახებ?

სავარაუდოდ, სწორედ ეს პოსტი გახდა ტელეგრამ არხებისა და რუსული გამოცემებისთვის აზოვსტალის საიდუმლო ბიოლაბორატორიის არსებობის შესახებ ინფორმაციის წყარო.

რა არის აზოვსტალი და რა საქმიანობას ეწევა ის?

აზოვსტალი უკრაინაში დაფუძნებული მეტალურგიულ ქარხანათა ერთგვარი კომპლექსია, რომელიც კომპანია Metinvest-ის შვილობილი კომპანიაა, ის ქალაქ მარიუპოლში მდებარეობს და 10 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. 

Screenshot 14 9 ვინ ავრცელებს კონსპირაციას აზოვსტალის ქარხანაში არსებული ნატოს საიდუმლო ბიოლაბორატორიის შესახებ? Screenshot 15 9 ვინ ავრცელებს კონსპირაციას აზოვსტალის ქარხანაში არსებული ნატოს საიდუმლო ბიოლაბორატორიის შესახებ?

ქარხანაში სხვადასხვა სახის ფოლადის პროდუქციას აწარმოებენ, მათ შორის ძირითადად კოქს-ქიმიურ პროდუქციას, ასევე რკინისა და თუჯის დეტალებს, სარკინიგზო რელსებსა და სკამებს.

აზოვსტალის პროდუქტები ისეთ სფეროებში გამოიყენება, როგორებიცაა გემთმშენებლობა, ენერგეტიკული ინჟინერია, ხიდების მშენებლობა და დიდი დიამეტრის მილების წარმოება გაზისა და ნავთობსადენებისთვის.

მარიუპოლში ამერიკელი გენერალი არ დაუტყვევებიათ

ასევე დეზინფორმაციაა იუთუბ-არხ TMZ News-ის მტკიცება, თითქოს ამერიკელი გენერალი როჯერ კლუტიე აზოვსტალის კატაკომბებში იმყოფებოდა. კლუტიემ ინფორმაცია იმაზე, თითქოს ის მარიუპოლში იყო და დაატყვევეს, თვითონვე უარყო. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში:

Metabiota-სა და აზოვსტალს თანამშრომლობა არ აკავშირებთ

რუსული მედიების სტატიების მიხედვით, აზოვსტალის ტერიტორიაზე ნატოს ობიექტსა და ბიოლაბორატორიას ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებული კომპანია Metabiota აფინანსებს. რეალურად, მეტაბიოტასა და აზოვსტალის რაიმე სახის თანამშრომლობის შესახებ კომპანიის ვებ-გვერდსა და ღია წყაროებში ინფორმაცია არ იძებნება. მეტაბიოტა თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსგან (DTRA) 2014 წელს მიღებული დაფინანსებით უკრაინაში ტულარემიისა და ციმბირის წყლულის საფრთხეებს იკვლევდა, 2017 წლის შემდეგ კი კომპანიას სააგენტოსგან უკრაინაში საქმიანობისთვის დაფინანსება აღარ მიუღია.

დეზინფორმაცია, თითქოს ჰანტერ ბაიდენი მეტაბიოტას გამოყენებით უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას აფინანსებს, ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა. მეტაბიოტამ DTRA-ს დაფინანსებასთან ერთად, ჰანტერ ბაიდენის მიერ დაფუძნებული კომპანია Rosemont Seneca Partners-თან დაკავშირებული კომპანიის Rosemont Seneca Technology Partners-ს (RSTP) დაფინანსებაც მიიღო. თუმცა კომპანიის უკრაინაში საქმიანობა და კვლევა პოტენციური ბიოლოგიური საფრთხეების ადრეულ ეტაპზე აღმომჩენი სისტემის შემუშავებას გულისხმობდა და ბიოლოგიური იარაღის შექმნასთან კავშირი არ ჰქონია.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში:

დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში ამერიკული ბიოლაბორატორიები მდებარეობს და ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ, კრემლის პროპაგანდის ნაწილია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დროს ხელახლა გააქტიურდა. 2020 წლის მაისში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა “ამერიკული ლაბორატორიების” შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციას საპასუხოდ სპეციალური განმარტება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინაში უცხოეთისგან მართული ბიოლოგიური ლაბორატორიები არ ოპერირებენ. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ნატო, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist