“დაცემულებთან შეხვედრა” თუ AI ფოტოები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

294
VIEWS

2023 წლის 1 მაისს ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელიც რომის პაპ ფრანცისკეს ფოტოებს აერთიანებს. ფოტოებზე რომის პაპი ფრანცისკე გაურკვეველ, ერთი შეხედვით საშიშ არსებებთან ერთადაა ასახული. პოსტის ავტორი კომენტარებში აღნიშნავს, რომ ფოტოები “დაცემულებთან შეხვედრას” ასახავს.

papi da A1I “დაცემულებთან შეხვედრა” თუ AI ფოტოები?

გავრცელებული პოსტი ვიდეომანიპულაციური ხასიათისაა. ვიდეოკოლაჟში გამოყენებული ფოტოები რეალობას არ ასახავს და ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

ფოტოები, რომლისგანაც ვიდეოკოლაჟი შედგება, პირველად www.artstation.com-ზე გამოქვეყნდა, რომელიც ხელოვნებისა და დიზაინის საგამოფენო პლატფორმაა.

ფოტოები საიტის ერთ-ერთი მომხმარებლის, Zach Heisman– ის მიერ აპრილში, საკუთარი პორტფოლიოს გრაფაში არის ატვირთული.

papi da AI2 “დაცემულებთან შეხვედრა” თუ AI ფოტოები?

აღსანიშნავია, რომ პროფილზე სხვა ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებულ ფოტოებსაც ვხვდებით. Zach Heisman-ს პროფილზე მითითებული აქვს, რომ ის AI ხელოვნებას ქმნის და პროგრამა Midjourney-ს იყენებს.

papi da AI3 “დაცემულებთან შეხვედრა” თუ AI ფოტოები?

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გენერირებული ფოტოები, როგორც რეალური ამბის ამსახველი კადრები, წარსულშიც გავრცელებულა. ზოგჯერ ფოტოები დამაზიანებელი მიზნებით სულაც არ იქმნება, ზოგჯერ კი ის დეზინფორმაციის სახეს იღებს. ვრცლად, ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაციები:

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ ანგარიშს – იოანა იოანე ერისთავი, რომელიც რომის პაპის ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოებს ავრცელებს, დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია.  მათ შორის ის ავრცელებდა  ცრუ ინფორმაციას ზვიად გამსახურდიას სიტყვების შესახებ, თითქოს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა აშშ-ის მიერ საქართველოს არასმათავრობო ორგანიზაციების საშუალებით დამორჩილება იწინასწარმეტყველა.

papi da AI4 “დაცემულებთან შეხვედრა” თუ AI ფოტოები?


ელენე შონია

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ვატიკანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist