სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.2k
VIEWS

24 აპრილს რამდენიმე ფეიბუქ-ანგარიშმა (1, 2), მათ შორის შიინ ევროპისკენ გამოაქვეყნეს ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ფოტო, რომელზეც ის ფერად საცურაო კოსტიუმშია გამოსახული.

Screenshot 12 6 სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება

ფოტო, რომელზეც ბაიდენი საცურაო კოსტიუმშია გამოსახული, რეალური არ არის და ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

ჯო ბაიდენის ფოტო სანდო ღია წყაროებში ან მედიასაშუალებებში არ იძებნება. ფოტო ძირითადად ტვიტერის ანგარიშებს აქვთ გამოქვეყნებული და ის 2023 წლის აპრილის დასაწყისიდან ვრცელდება. ყველაზე ძველ ტვიტს, რომელიც ამ ფოტოს შეიცავს, 1 აპრილს მივაკვლიეთ და ის ილონ მასკის ტვიტის საპასუხოდ გამოაქვეყნეს. მასკმა ტვიტერზე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც რომის პაპის AI-ს მიერ შექმნილი ფოტოს მსგავსი თეთრი ქურთუკი აცვია, მის საპასუხოდ ტვიტერის სხვა ანგარიშებმა ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ბაიდენის ორი ფოტო გამოაქვეყნეს, ერთში ბაიდენს ვარდისფერი ქურთუკი აცვია, მეორეში კი საცურაო კოსტიუმი.

Screenshot 13 5 სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება

გამოცემა WION-მა მსოფლიო ლიდერების ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები გააერთიანა. დონალდ ტრამპის, ემანუელ მაკრონისა და რომის პაპის გვერდით, AI-ს  შექმნილ საცურაო კოსტიუმში ჩაცმული ჯო ბაიდენის ფოტოც მოხვდა.

Screenshot 14 6 სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist