ფეისბუქზე დონალდ ტრამპის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

259
VIEWS

4 აპრილს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის დაწყების შემდეგ ფეისბუქში ტრამპთან დაკავშირებული ფოტოები გავრცელდა.

ფეისბუქ-მომხმარებელმა “გაბი კამაევი” გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს მიუძღვება. პოსტის აღწერის მიხედვით, ის სასამართლო პროცესისკენ მიემართება. ასევე 4 აპრილს პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ფეისბუქ გვერდზე “პატრიოტები” დონალდ ტრამპის დაკავების ამსახველი ფოტოსურათები გამოქვეყნდა.

ტრამპის დაკავების ამსახველი ფოტოები ყაზახურმა მედიამ Новости Казахстана და რუსულენოვანმა ანგარიშებმაც (1,2) გაავრცელეს.

donaldis dakaveba al mier ფეისბუქზე დონალდ ტრამპის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები ვრცელდება

donaldis dakaveba al mier1 ფეისბუქზე დონალდ ტრამპის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები ვრცელდება

გავრცელებული ფოტოები ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და რეალობას არ ასახავს.

გაბი კამაევის მიერ გამოქვეყნებული ფოტო ტვიტერის მომხმარებელმა Brick Suit-მა 3 აპრილს გამოაქვეყნა. ფოტოს მარჯვენა ქვედა კუთხეში ამ ანგარიშის სახელია მითითებული.

donaldis dakaveba al mier2 ფეისბუქზე დონალდ ტრამპის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები ვრცელდება

პოსტის კომენტარებში მან აღნიშნა, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტის საშუალებით არის შექმნილი.

donaldis dakaveba al mier3 ფეისბუქზე დონალდ ტრამპის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ ამჟამად პოსტს თან ახლავს გაფრთხილება, რომ პოსტი რეალობას არ ასახავს.

donaldis dakaveba al mier4 ფეისბუქზე დონალდ ტრამპის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები ვრცელდება

გარდა ამისა, ყურადღებით დაკვირებისას შესამჩნევია, რომ სურათი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული, ფოტოზე ადამიანების სახეები ხარვეზებითაა გამოსახული.

donaldis dakaveba al mier5 ფეისბუქზე დონალდ ტრამპის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები ვრცელდება

რაც შეეხება ტრამპის დაკავების ამსახველ ფოტოებს, ისინი საგამოძიებო გამოცემის Bellingcat-ის დამფუძნებელმა და კრეტიულმა დირექტორმა, ელიოტ ჰიგინსმა 21 მარტს გამოაქვეყნა.

donaldis dakaveba al mier6 ფეისბუქზე დონალდ ტრამპის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები ვრცელდება

ჰიგინსმა ფოტოები ხელოვნური ინტელექტის პროგრამის Midjourney-ს საშუალებით შექმნა.

სურათებზე დაკვირვებისას, დეტალების და განსაკუთრებით ხელების ყურადღებით დათვალიერებისას, ჩანს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი გარკვეული ხარვეზებით დააგენერირა.

donaldis dakaveba al mier7 ფეისბუქზე დონალდ ტრამპის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები ვრცელდება

დონალდ ტრამპის დაკავების ამსახველი, ხელვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები 2023 წლის მარტიდან ვირუსულად ვრცელდება. 18 მარტს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სავარაუდოდ სამშაბათს, 21 მარტს დააკავებდნენ. მისი დაკავების ამსახველი, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები ძირითად ამ განცხადებასთან იყო დაკავშირებული.

30 მარტს ცნობილი გახდა, რომ მანჰეტენის სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა. სასამართლო დარბაზში ის 4 აპრილს გამოცხადდა. სასამართლოში მისვლისთანავე ტრამპი ფორმალურად დააპატიმრეს. ტრამპს ბიზნეს დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით 34-მდე ბრალდება წაუყენეს. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს. დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს.

ტრამპისთვის წარდგენილი ბრალდებები პორნო-მსახიობის სტორმი დენიელსისთვის გასაჩუმებლად გადახდილ თანხასთან არის დაკავშირებული.  2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა დენიელსს 130 000 დოლარი გადაუხადა, რათა მას 2007 წელს ტრამპთან სექსუალური ხასიათის ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია არ გაევრცელებინა. საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპი განმეორებითად და თაღლითურად აყალბებდა ბიზნეს ჩანაწერებს, რათა დანაშაულებრივი ქცევა დაემალა.

ბრალდების მხარის თანახმად, 2017 წელს პრეზიდენტად გახდომის შემდეგ 10 თვის განმავლობაში ტრამპი ადვოკატ მაიკლ კოენს ჩეკებს უგზავნიდა, რომლებიც “იურიდიული მომსახურების გადასახადად” აღირიცხებოდა, თუმცა კოენის თქმით, თანხა დენიელსისთვის გადახდილი 130 000 დოლარის ასანაზღაურებლად ერიცხებოდა. საქმის დეტალების მიხედვით, ამ გადახდების ანგარიშები გაყალბებულია, ტრამპსა და კოენს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი არ არსებობდა, ეს თანხა კოენის იურიდიული მომსახურების ანაზღაურებისთვის არ იყო გამიზნული და ტრამპმა ბიზნეს ანგარიშები გააყალბა, რათა მისი და სხვების დანაშაულებრივი საქმიანობა დაეფარა. 

აღსანიშნავია, რომ ვინმესთვის ინფორმაციის დამალვის სანაცვლოდ ფულის გადახდა თავისთავად უკანონო არ არის, თუმცა საპრეზიდენტო კამპანიისთვის დეკლარირების გარეშე ფულის დახარჯვა კამპანიის დაფინანსების ფედერალურ კანონს არღვევს. ტრამპის ადვოკატი სწორედ ასეთი დარღვევისთვის გაასამართლეს – მის მიერ სტორმი დენიელსისთვის თანხის გადახდის ფაქტი დეკლარირებული არ იყო. ბრალდების მხარის თანახმად, ტრამპის მიერ კოენისთვის ამ თანხის ანაზღაურება, ტრამპს ამ დანაშაულთან აკავშირებს და შესაბამისად მის მიერ ბიზნეს ანგარიშების გაყალბება უფრო სერიოზული დანაშაული ხდება.

წყაროების შესახებ:

გაბი კამაევი

გაბი კამაევი ხელისუფლების მხარდამჭერი ფეისბუკ ანგარიშია. თავის გვერდზე ის ხშირად აზიარების “ქართული ოცნების” მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს. გაბრიელ კამაევის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულში რამდენჯერმე გადაამოწმა:

ფეისბუქზე გავრცელებული პოსტების არქივის ბმულები: 1,2,3,4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist