ფეისბუქზე ქეთი დევდარიანის კომენტარი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1k
VIEWS

4-5 თებერვალს ფეისბუქ-გვერდმა სარკაზმელები და ინდივიდუალურმა ანგარიშებმა (1,2,3,4) ტელეკომპანია ფორმულას გადაცემიდან “დაკარგული დრო” ამოჭრილი მონაკვეთი გაავრცელეს. 5 თებერვალს იგივე მონაკვეთი ტელეკომპანია POSTV-ის ფეისბუქ გვერდზეც გამოქვეყნდა.

ვიდეო-მონაკვეთში სცენარისტი ქეთი დევდარიანი ამბობს: “თუკი შეიძლება, რომ ფაიზერმა მოიგონოს სიმსივნის აცრა, რომელიც ორგანიზმში დაინახავს მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს, მაშინ რატომ არ შეიძლება ადმიანმა მოიგონოს ისეთი ბაქტერიული კოღო, რომელიც დაკბენს მხოლოდ სლავს, აი რატომ? მითხარი, თუკი ერთი შეიძლება მოიგონოს.” ვიდეო-მონაკვეთის ბოლოს ასევე ისმის გადაცემის მოდერატორის, სესილი ბოჭოიძის კომენტარიც: “გამორჩათ, რომ უკრაინელებიც სლავები არიან და რაღაც ლოგიკაში აღარ ჯდება”.

გავრცელებული პოსტები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დევდარიანი ისეთი ბიოლოგირუი იარაღის შექმნის იდეას ემხრობა, რომელიც მხოლოდ სლავებს დააზიანებს. ერთ-ერთი პოსტი დევდარიანის კომენტარს რუსოფობიას პირდაპირ უკავშირებს.

ფეისბუქზე ქეთი დევდარიანის კომენტარი კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება. 3 თებერვალს ტელეკომპანია ფორმულას გადაცემის “დაკარგული დრო” ერთ-ერთი სადისკუსიო თემა შეთქმულების თეორიები იყო. დევდარიანის კომენტარი კონსპიროლოგიური თეორიის აწყობის მაგალითია და არა იდეა, რომელსაც სცენარისტი იზიარებს.

3 თებერვალს ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გასული გადაცემის “დაკარგული დრო” ერთ-ერთი სადისკუსიო თემა შეთქმულების თეორიები იყო. გადაცემის მეორე ნაწილში მოდერატორი სესილი ბოჭოიძე, მწერალი ლაშა ბუღაძე და სცენარისტი ქეთი დევდარიანი სხვადასხვა შეთქმულების თეორიას, პროპაგანდისტულ ნარატივსა და რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში მათ გავრცელებას განიხილავდნენ. გადაცემის 54:58-ზე დევდარიანი აღნიშნავს, რომ ყველანარი სიგიჟის დაჯერება შეიძლება, თუ “კარგად გამართავ ამ ლოგიკას” და მაგალითად მოჰყავს რუსული პროპაგანდისტული ნარატივი, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რათა ნატო რუსეთში არ შეჭრილიყო. გადაცემის მოდერატორმა აღნიშნა, რომ ამავე კონტექსტში კიდევ ერთი თეორია არსებობდა – უკრაინაში ისეთი რადიაქტიული კოღოების გამოყვანის, რომლებიც მხოლოდ სლავებს დააზიანებდნენ. დევდარიანის კომენტარი, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა, სწორედ წამყვანის ამ რეპლიკას მოსდევს და შეთქმულების თეორიის აწყობის მაგალითია. როდესაც ბოჭოიძემ აღნიშნა, რომ ამ თეორიას ლოგიკური ნაკლი აქვს, რადგან უკრაინელებიც სლავები არიან, დევდარიანი მას დაეთანხმა.

ქეთი დევდარიანი: გკითხავ, თუკი შეიძლება, რომ ფაიზერმა მოიგონოს სიმსივნის აცრა, რომელიც ორგანიზმში დაინახავს მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს, მაშინ რატომ არ შეიძლება ადამიანმა მოიგონოს ისეთი ბაქტერიული კოღო, რომელიც დაკბენს მხოლოდ სლავს, აი რატომ, მითხარი თუკი ერთი შეიძლება მოიგონოს
სესილი ბოჭოიძე: გამორჩათ, რომ უკრაინელებიც სლავები არიან და რაღაცა ლოგიკაში აღარ ჯდება
ქეთი დევდარიანი: ეს არის ყველაფერი 

რადიოაქტიული კოღოების თეორიის შემდეგ, გადაცემაში ლაშა ბუღაძემ კიდევ ერთი ალოგიკური თეორიის მაგალითად უკრაინაში ნაციზმის აღორძინების შესახებ რუსული პროპაგანდისტული ნარატივი მოიყვანა. ამ ნარატივის ლოგიკური ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოს, რომელსაც რუსეთი ნაციზმში ადანაშაულებს, ებრაელი ლიდერი ჰყავს.

წყაროების შესახებ:

გაბი კამაევი

გაბი კამაევი ხელისუფლების მხარდამჭერი ფეისბუკ ანგარიშია. თავის გვერდზე ის ხშირად აზიარების “ქართული ოცნების” მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს. გაბრიელ კამაევის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულში რამდენჯერმე გადაამოწმა:

Giorgi Giorgi

ანონიმური ანგარიში რეგულარულად აზიარებს სხვადასხვა დეზინფორმაციულ და კონსპირაციულ პოსტებს, რომლებიც არაერთხელ ყოფილა ყალბად შეფასებული.

qethi devdariani ფეისბუქზე ქეთი დევდარიანის კომენტარი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ლევან მჭედლიშვილი

ფეისბუქ-მომხმარებელი ლევან მჭედლიშვილი ულტრამემარჯვენე პარტიის, “კონსერვატიული მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერია და დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია.

qethi devdariani 1 ფეისბუქზე ქეთი დევდარიანის კომენტარი კონტექსტის გარეშე ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

წყარო

post
პოს ტვ (POS TV)

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist