2023 წლის ტოპ 5 ფოტომანიპულაცია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.4k
VIEWS

2023 წელს სოციალურ მედიაში არაერთი ფოტომანიპულაცია გავრცელდა. განვლილი წლის შეჯამების მიზნით, “მითების დეტექტორი” სხვადასხვა თემაზე გადამოწმებულ 5 გამორჩეულ ფოტომანიპულაციას გთავაზობთ:

  • ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ შექმნილ სკულპტურას ზელენსკის უკავშირებდნენ

იანვარში გავრცელდა იტალიის ქალაქ მილანში გადაღებული ფოტო, რომელზეც ცხვირის სკულპტურა ჩანს. სკულპტურასთან თეთრი ფხვნილია მიმობნეული. გავრცელებული პოსტების მიხედვით იტალიელებმა სკულპტურას “ზელენსკის ცხვირი” უწოდეს.

ფაქტები: რეალურად, იტალიელი აქტივისტი და ხელოვანი კრისტინა დონატ მეიერი ცხვირისა და კოკაინის სკულპტურით მილანში ნარკოტიკებით ვაჭრობის გაზრდილ მაჩვენებელს აპროტესტებდა. სკულპტურა მილანში კორსო კომოს სავაჭრო კომპლექსში იყო განთავსებული. მეიერმა კი სკულპტურის ფოტოები სოციალურ მედიაში 2022 წლის დეკემბერში გაავრცელა.

ვრცლად იხილეთ:

აპრილში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსი ჰოკეის მოთამაშის, Washington Capitals-ის კაპიტნის, ალექსანდრ ოვეჩკინის ფოტო გავრცელდა. ფოტოზე ტრამპს ვლადიმირ პუტინის გამოსახულებანი მაისური უჭირავს, რომელზეც შემდეგი წარწერაა: “Я за Путина” („მე პუტინის მომხრე ვარ“).

ფაქტები: გავრცელებული ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული. ფოტოს ორიგინალ ვერსიაზე, ჩანს რომ ტრამპს ოვეჩკინის ფორმა უჭირავს და მასზე OVECHKIN და სპორტსმენის ნომერი 8 არის გამოსახული.

ვრცლად იხილეთ:

ივლისში ფილმ “ბარბის” გამოსვლის შემდეგ ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე ვიზუალური მანიპულაცია, მათ შორის იყო ბარბი ბაფომეტის ფოტო გავრცელდა. გავრცელებული პოსტების მიხედვით, ამ სათამაშოს ბარბის შემქმნელები ბავშვებს სთავაზობდა.

ფაქტები: რეალურად, კომპანია Мattel-ს წარმართული ღვთაება ბაფომეტის ბარბი არ გამოუშვია. თოჯინა 2014 წელს არგენტინელმა ხელოვანებმა გამოფენისთვის “ბარბი პლასტმასის რელიგია” შექმნეს. გამოფენის ფარგლებში 30-ზე მეტი რელიგიურ ფიგურის ბარბისა და კენის თოჯინები დაამზადეს.

ვრცლად იხილეთ: 

სექტემბერში ფეისბუკზე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ლვივის უნივერსიტეტში ვიზიტის ფოტო გავრცელდა. პოსტის თანახმად, ლვივის უნივერსიტეტმა ჯონსონს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა, ცერემონიის დროს კი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს ნაცისტური წესით მიესალმნენ.

ფაქტები: გავრცელებული ფოტო პროგრამულად იყო დამუშავებული. 2023 წლის 9 სექტემბერს ლვივის ივან ფრაკოს ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ჯონსონსა და მის გვერდით მდგარ რექტორსა და პროფესორებს სტუდენტებთან მისალმებისას ნაცისტური ჟესტი არ გამოუყენებიათ. პროგრამულად დამუშავებული ფოტო უკრაინულმა იუმორისტულმა ტელეგრამ-არხმა Smak-მა გაავრცელა.

ვრცლად იხილეთ:

დეკემბერში სოციალურ მედიაში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტივენ სპილბერგი ვლადიმირ ლენინზე ფილმს იღებდა, ლენინის როლს კი ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებდა. პოსტებს თან ახლდა ფილმის პოსტერი და რამდენიმე ფოტო, რომლებზეც დიკაპრიო ლენინის როლში იყო ასახული.

ფაქტები: სინამდვილეში, ფილმის პოსტერი ლიეტუველმა მსახიობმა დეივიდას ბრეივეიმ შექმნა და 2017 წლის 14 ოქტომბერს თავის ფეისბუკ-გვერდზე გამოაქვეყნა. მსახიობმა პოსტერი დიკაპრიოს მიუძღვნა, რომელსაც არაერთხელ აქვს ნათქვამი რომ ლენინის როლს შეასრულებდა, ხოლო სპილბერგი იმიტომ აირჩია, რომ ის ბიოგრაფიული ჟანრის ფილმებს კარგად იღებს. დანარჩენი ფოტოები კი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი და ისინი ინტერნეტ-ფორუმის, Reddit-ის მომხმარებელმა MJ_GhostWind-მა შექმნა.

ვრცლად იხილეთ: 

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist