ბარბი ბაფომეტი და გიგანტური ბარბი დუბაიში –  რა ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება ბარბის შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2k
VIEWS

25 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა ბარბი ბაფომეტის ფოტო გამოაქვეყნა. ის წერს, რომ ამ სათამაშოს ბარბის შემქმნელები ბავშვებს სთავაზობენ.

26 ივლისს კი რუსულენოვანმა გვერდმა Умный Журнал და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3) ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელშიც გიგანტური ბარბი დუბაიში, ბურჯ ხალიფას ფონზე საკუთარი ყუთიდან გადმოდის, ირგვლივ ქუჩაში კი ადამიანები მოძრაობენ. ერთ-ერთი ანგარიში წერს, რომ ეს 800 მეტრიანი ბარბია.

Screenshot 2023 07 27 163711 ბარბი ბაფომეტი და გიგანტური ბარბი დუბაიში -  რა ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება ბარბის შესახებ? Screenshot 2023 07 27 163716 ბარბი ბაფომეტი და გიგანტური ბარბი დუბაიში -  რა ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება ბარბის შესახებ?

ბარბის შესახებ გავრცელებული პოსტები ვიზუალურ მანიპულაციებს შეიცავს. წარმართული ღვთაება ბაფომეტის ბარბი კომპანია Mattel-ს არ გამოუშვია, რეალურად, ის 2014 წელს არგენტინელმა ხელოვანებმა გამოფენისთვის მაშინ შექმნეს, როცა 30-ზე მეტი რელიგიურ ფიგურა ბარბისა და კენის თოჯინების ფორმით დაამზადეს. რაც შეეხება გიგანტურ ბარბის დუბაიში, ის კომპიუტერულად გენერირებული – CGI გამოსახულებაა.

ბარბი ბაფომეტი არც ბარბის შემქმნელების პროდუქტია და არც ახლა გამოჩენილა. კომპანია Mattel-ს ბაფომეტის დიზაინის ბარბი არასდროს გამოუშვია. რეალურად, ბარბი ბაფომეტი არგენტინელმა ხელოვანებმა 2014 წელს გამოფენისთვის “ბარბი პლასტმასის რელიგია” დაამზადეს. საზოგადოების ნაწილის მხრიდან პროტესტისა და კრიტიკის გამო გამოფენა პირველ ჯერზე ვერ შედგა, თუმცა საბოლოოდ ფიგურების გამოფენა ბუენოს-აირესში მდებარე Popa Galeria-ში შედგა. ხელოვანებმა, სახელად Pool and Marianela გამოფენისთვის 33 ბარბი და კენი შექმნეს, ყველა მათგანი რელიგიური ფიგურა იყო. მაგალითად, ამ კოლექციაში მოხვდა იესო ქრისტე, ღვთისმშობელი, იუდა, ბუდა, მოსე და ა.შ. გარდა ამისა, ფიგურებს შორის ლათინური ამერიკის ქვეყნების მფარველი წმინდანებიც იყვნენ.

Screenshot 2023 07 27 163727 ბარბი ბაფომეტი და გიგანტური ბარბი დუბაიში -  რა ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება ბარბის შესახებ? Screenshot 2023 07 27 163757 ბარბი ბაფომეტი და გიგანტური ბარბი დუბაიში -  რა ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება ბარბის შესახებ? Screenshot 2023 07 27 163802 ბარბი ბაფომეტი და გიგანტური ბარბი დუბაიში -  რა ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება ბარბის შესახებ? Screenshot 2023 07 27 163806 ბარბი ბაფომეტი და გიგანტური ბარბი დუბაიში -  რა ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება ბარბის შესახებ? Screenshot 2023 07 27 163812 ბარბი ბაფომეტი და გიგანტური ბარბი დუბაიში -  რა ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება ბარბის შესახებ?

რაც შეეხება გიგანტური ბარბის ფიგურას დუბაის ქუჩებში, ის ე.წ. CGI გამოსახულებაა, ანუ რეალური არ არის და კომპიუტერული პროგრამაშია აწყობილი. ვიდეო პირველად ინსტაგრამ-გვერდ eyestudioae-ზე გამოქვეყნდა, რომელიც CGI ანიმაციებისა და სხვა ილუსტრაციების შექმნაზე მომუშავე სააგენტოა.

Screenshot 2023 07 27 163834 ბარბი ბაფომეტი და გიგანტური ბარბი დუბაიში -  რა ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება ბარბის შესახებ?

CGI ვიდეოში 1959 წელს გამოსული პირველი ბარბია ნაჩვენები, რომელსაც შავ-თეთრი საცურაო კოსტუმი აცვია. იმავე კოსტუმში ჩაცმული გიგანტური ბარბი ცოტა ხნის წინ, 21 ივლისს გამოსულ ფილმ “ბარბის” პირველ სცენაში გამოჩნდა.

Screenshot 2023 07 27 163854 ბარბი ბაფომეტი და გიგანტური ბარბი დუბაიში -  რა ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება ბარბის შესახებ?

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-ანგარიშს Koba Kusiani მცდარი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. იხილეთ, მითების დეტექტორის სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist