ადანაშაულებდა თუ არა ნიკოლა ტესლა როკფელერებსა და როტშილდებს უფასო ენერგიის დამალვაში?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

1.5k
VIEWS

12-15 აგვისტოს სოციალურ ქსელში ფიზიკოსის, ინჟინერისა და გამომგონებლის, ნიკოლა ტესლას ხმის ჩანაწერი გავრცელდა (1, 2, 3 ). პოსტის ავტორთა მტკიცებით, ტესლა ვიდეოში ამბობს, რომ უფასო ენერგია როტშილდებმა, როკეფელერებმა და კაბალამ მსოფლიოს დაუმალეს, რათა გამდიდრებულიყვნენ და ადამიანები დაემონებინათ.

tesla ადანაშაულებდა თუ არა ნიკოლა ტესლა როკფელერებსა და როტშილდებს უფასო ენერგიის დამალვაში?

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს აღწერა მის შინაარსს არ შეესაბამება. ვიდეოში, პირი, რომელიც ნიკოლა ტესლას ციტატას იმეორებს, როტშილდებს, როკფელერებსა და კაბალას საერთოდ არ ახსენებს. ასევე, არც ღია წყაროებით დასტურდება ცნობა იმის შესახებ, რომ ტესლა როტშილდებს, როკფელერებსა და კაბალას უფასო ენერგიის დამალვასა და ადამიანების დამონებაში ადანაშაულებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში წარმოდგენილი ფრაზები ნიკოლა ტესლას ეკუთვნის და ინტერნეტში არაერთ ვებგვერდსა და წიგნში (1, 2) იძებნება, თუმცა გამომგონებელი ამ ციტატებში როკფელერებს, როტშილდებსა და კაბალას საერთოდ არ ახსენებს და შესაბამისად, მათ არც  უფასო ენერგიის დამალვაში ადანაშაულებს.

ფრაზა N1

“ელექტროენერგია ყველგან შეუზღუდავი ოდენობითაა ხელმისაწვდომი და შესაძლებლობას იძლევა მსოფლიოში არსებული მოწყობილობები ნახშირის, ნავთობის, ბენზინის თუ სხვა ცნობილი საწვავების გარეშე ამუშაოს.”
რაც შეეხება მეორე ფრაზას, ის ვიდეოში სრულად არ ისმის და კონკრეტულ ადგილას წყდება:

ფრაზა N2

“ენერგიის ეს ახალი წყარო,  მსოფლიოს ყველა ტექნოლოგიის მუშაობას რომ უზრუნველყოფს, მიიღება წყაროსგან, რითაც მთელი სამყარო ოპერირებს, ანუ, კოსმიური ენერგიისგან… [რომლის ცენტრალური წყაროც მზეა, და რომელიც ყველგან შეუზღუდავი ოდენობითაა ხელმისაწვდომი].

ნიკოლა ტესლა ცდილობდა შეექმნა გენერატორი, რომელიც საწვავის გარეშე იმუშავებდა. თავად გამომგონებელი აცხადებდა, რომ  მან რამდენჯერმე შეძლო ენერგიის გამომუშავება ახალი ენერგიის წყაროდან, თუმცა ის ყოველთვის  ცხადად არ საუბრობდა იმ ტექნოლოგიის შესახებ, რომელიც მისი მიღწევების უკან იდგა. 1931 წლის 10 ივლისს The Brooklyn Eagle-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ტესლა იყო ციტირებული: “მე მოვიშინაურე კოსმოსური სხივები და მათი საშუალებით ავამუშავე მოძრავი მოწყობილობები.” „ოცდახუთ წელზე მეტი ხნის წინ დავიწყე კოსმოსური სხივების დაჭერა და ახლა შემიძლია განვაცხადო, რომ წარმატებას მივაღწიე“.

1933 წლის 1 ნოემბერს New York American-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით “მოწყობილობა, რომელიც იჭერს კოსმოსურ ენერგიას,” – აცხადებს ტესლა. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ენერგიის ეს ახალი წყარო, კოსმიური ენერგიისგან მიიღება, რომლის მთავარი წყაროც მზე არის და რომელიც ყველგან შეუზღუდავადაა ხელმისაწვდომი. ეს ორი სტატია  ასახავს ტესლას მცდელობებს გადაეჭრა  ის „ენერგეტიკული პრობლემა“, რომელიც მის წინაშე იდგა.  მიუხედავად იმისა, რომ იგი პასუხისმგებელი იყო ელექტროენერგიის მოხმარების გაფართოებაზე, ტესლა ასევე გრძნობდა დიდ საჭიროებას,  რომ ნახშირის მარაგი მომავალი თაობებისთვის შეენარჩუნებინა. 1933 წლის ნოემბერში მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, დაარღვევდა თუ არა მისი უსაწვავო ტექნოლოგიები დღევანდელ ეკონომიკურ სისტემას, რაზეც ტესლამ უპასუხა, რომ ეს საკითხი უკვე ძალიან შემაშფოთებელია და ახლა, როგორც არასდროს, მომწიფებული იყო ახალი რესურსების განვითარების დრო.

ნიკოლა ტესლა 1856 წლის 10 ივლისს, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის სოფელ სმილიანში (თანამედროვე ხორვატია), სერბულ ოჯახში დაიბადა. ტესლა საინჟინრო ფაკულტეტზე გრაცის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა, მოგვიანებით სწავლა პრაღის უნივერსიტეტში გააგრძელა.  1882 წლიდან ტესლამ ძრავში მბრუნავი ელექტრომაგნიტების პირველი ესკიზები შექმნა და მბრუნავი მაგნიტური ველი აღმოაჩინა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ცვლად დენზე მომუშავე მოწყობილობებს. ამავე პერიოდში ტესლა სამუშაოდ პარიზში Continental Edison Company-ში სამუშაოდ გაემგზავრა და 1883 თავისი პირველი ინდუქციური ძრავა  შექმნა. 1884 წელს ტესლა გაემგზავრა ნიუ-იორკში თომას ედისონის კომპანიაში ინჟინრად დაიწყო მუშაობა.  ტესლასა და ედისონს ერთმანეთისგან განსხვავებული იდეები და მიზნები ჰქონდათ, შესაბამისად, მათი გზები მალევე გაიყარა.

ედისონი უპირატესობას მუდმივ დენს (DC) ანიჭებდა და ტესლასაც მუდმივი დენის ოპტიმიზაციის საკითხზე ამუშავებდა, ტესლა კი ფიქრობდა, რომ   ცვლადი დენი (AC) ტექნოლოგიურად დახვეწილი და პოტენციურად ბევრად წარმატებული იქნებოდა. ამ დაპირისპირებით დაიწყო „დენები ომი“, რომელიც  ინდუსტრიალისტ და გამომგონებელ ჯორჯ უესტინგჰაუსისა და ტესლას გამარჯვებით დასრულდა. ნიაგარას ჩანჩქერზე აშენებულმა ჰიდროელექტროსადგურმა ცვლადი დენით ქალაქ ბუფალოს უზრუნველყოფა შეძლო და  დადასტურდა, ცვლადი დენი რომ გაცილებით ეფექტიანი იყო.

აღსანიშნავია, რომ არ არსებობს ნიკოლა ტესლას ფართოდ ცნობილი ან დოკუმენტირებულად დასასტურებული განცხადება კონკრეტულად როტშილდების ან როკფელერების ოჯახების შესახებ. ღია წყაროებით ტესლას მიერ არც კაბალას ხსენება იძებნება. გამომგონებელი ძირითადად მის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუშაობაზე იყო ორიენტირებული და ის უფრო ცნობილია თავისი წვლილით ალტერნატიული დენის (AC) ელექტრული სისტემების, უკაბელო კომუნიკაციისა და სხვა გამოგონებების განვითარებაში.

იმ პერიოდში, როდესაც ნიკოლა ტესლა მუშაობდა თომას ედისონთან, როტშილდების და როკფელერების ოჯახები ეწეოდნენ სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობას და ქველმოქმედებას.

როტშილდების წარმოშობით ებრაულმა ოჯახმა მე-18 საუკუნეში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული საბანკო-საფინანსო ქსელი შექმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ როტშილდების საბანკო დინასტია მათი სწრაფი გამდიდრების, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მოპოვების და პირველ რიგში, მათი ებრალურ წარმოშობის გამო ანტი-სემიტური კონსპირაციების სამიზნე ევროპაშიც ხდებოდა. როკფელერების ოჯახი, ჯონ დ.როკფელერის მეთაურობით, იყო ჩართული ნავთობის ინდუსტრიაში. ჯონ როკფელერმა მე-19 საუკუნის ბოლოს დააარსა Standard Oil Company, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ძლიერი ნავთობკომპანია გახდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტესლას საქმიანობა და წამოწყებები ძირითადად მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს უკავშირდებოდა მისი ურთიერთობა ამ ოჯახებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არაპირდაპირი ან შემთხვევითი იქნებოდა.

“მითების დეტექტორს” როკფელრებისა და როტშილდების ოჯახის შესახებ არსებული არაერთი დეზინფორმაცია და კონსპირაცია აქვს გადამოწმებული. ვრცლად იხილეთ:

წყაროების შესახებ

ფეისბუკ ანგარიშები საქართველოს უპირელეს ყოვლისა, Gvanca Grimaldi, Tamuna Tamo ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს, მათ შორის მცდარ ინფორმაციას, ასევე შეთქმულების თეორიებს რეგულარულად ავრცელებენ.

tesla1 ადანაშაულებდა თუ არა ნიკოლა ტესლა როკფელერებსა და როტშილდებს უფასო ენერგიის დამალვაში?

tesla2 ადანაშაულებდა თუ არა ნიკოლა ტესლა როკფელერებსა და როტშილდებს უფასო ენერგიის დამალვაში?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist