ყიდის თუ არა უკრაინული სუპერმარკეტების ქსელი ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობაზე უკანონოდ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

3.8k
VIEWS

2023 წლის 13 აგვისტოს ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელიც სუპერმარკეტში მყოფ უკრაინულად მოსაუბრე მამაკაცს ასახავს. ვიდეოში მამაკაცი ტანსაცმლის ფუთას ხსნის და აცხადებს, რომ ეს უკრაინისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებაა, რომელსაც მოსახლეობაზე უკანონოდ ყიდიან. პოსტის აღწერის მიხედვით, ეს სუპერმაკეტების ქსელ “ეპიცენტრში” ხდება. ვიდეოში, მამაკაცი ფუთას ხსნის, სხვადასხვა ტიპის მეორად ტანისამოსს იღებს და გარშემომყოფ პირების აჩვენებს.

qhidis thu ara ukrainuli supermarketebis qseli humanitarul dakhmarebas mosakhleobaze ukanonod ყიდის თუ არა უკრაინული სუპერმარკეტების ქსელი ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობაზე უკანონოდ?

ვიდეოში გაჟღერებული მტკიცება, თითქოს უკრაინისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება სუპერმარკეტში მოსახლეობაზე იყიდება, მცდარია. გავრცელებულ ინფორმაციას თავად სავაჭრო ქსელმა “ეპიცენტრმა” ყალბი უწოდა და  განმარტა, რომ ვიდეოში ნაჩვენები მეორადი ტანსაცმლის ფუთებს კომპანია უკვე მრავალი წელია კანონიერად ყიდულობს და მომხმარებელზე ყიდის. 

სავაჭრო ქსელმა “ეპიცენტრმა” გავრცელებული ვიდეოს პასუხად საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ტანსაცმლის მსგავს ფუთებს კომპანია უკვე წლებია ყიდის და მას არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინისათვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ დახმარებასთან. პოსტში აღნიშნულია, რომ ფუთებში არსებული ტანისამოსი ჩასაცმელად არავარგისიანადაა მიჩნეული და მისი ძირითადი დანიშნულება დასუფთავსების საქმეში ტილოებად გამოყენებაა. გავრცელებულ ვიდეოშიც, ფუთაზე გაკეთებულ ეტიკეტზე უკრაინული წარწერა “ганчір’я” მოჩანს, რაც სწორედ ისეთ მეორად ტექსტურას აღნიშნავს, რომელიც ტილოებად გამოიყენება.

qhidis thu ara ukrainuli supermarketebis qseli humanitarul dakhmarebas mosakhleobaze ukanonod1 ყიდის თუ არა უკრაინული სუპერმარკეტების ქსელი ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობაზე უკანონოდ?

“ეპიცენტრის” პოსტში მითითებულია ის ძირითადი საქმიანობები, რომლებშიც აღნიშნული საქონელი გამოიყენება: ქარხნების ნაწილების გაწმენდა; მშენებლობის დროს კედლებისა და ჭერის გაწმენდა; ზეთის, ცხიმის, ტექნიკური ნარჩენების და სხვა.- შეწოვა; ისინი ასევე გამოიყენებოდა მოლოტოვის კოქტეილების გასაკეთებლად 2022 წელს. მაღაზიათა ქსელის განმარტებით, აღნიშნული პროდუქტის მომწოდებელი უკრაინული კომპანია “ზახიდ-სხიდ ტრანს გრუპია” და პოსტში ამის დამადასტურებელი საბუთებიცაა ნაჩვენები. მოცემული დოკუმენტის მიხედვით, კომპანია 2007 წელს დარეგისტრირდა და მის მთავარ საქმიანობას მეორადი ნივთებით ვაჭრობა წარმოადგენს, რომლის ნაწილსაც ჩასაცმელად არავარგისი მეორადი ტანსაცმლის იმპორტი შეადგენს. შემდგომში ჯგუფი უკრაინაში ამ პროდუქტის სორტირებას ფუთებში ახდენს და მას ადგილობრივ მაღაზიებში ყიდის. მოცემული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია მაღაზიათა ქსელ “ეპიცენტრს” აღნიშნული პროდუქტით 2015 წლიდან რეგულარულად ამარაგებს.

qhidis thu ara ukrainuli supermarketebis qseli humanitarul dakhmarebas mosakhleobaze ukanonod2 ყიდის თუ არა უკრაინული სუპერმარკეტების ქსელი ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობაზე უკანონოდ?
ფოტო: კომპანიის გამოცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ზახიდ-სხიდ ტრანს გრუპი” და “ეპიცენტრი” 2015 წლიდან თანამშრომლობენ

გამოქვეყნებულ ფოტოებში ასევე ჩანს იმ კომპანიათა სია, რომლებისგანაც “ზახიდ-სხიდ ტრანს გრუპი” მეორად ნივთებს შეიძენს.

qhidis thu ara ukrainuli supermarketebis qseli humanitarul dakhmarebas mosakhleobaze ukanonod3 ყიდის თუ არა უკრაინული სუპერმარკეტების ქსელი ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობაზე უკანონოდ?
ფოტო: იმ კომპანიების სია, რომლებიც “ზახიდ-სხიდ ტრანს გრუპს” მეორადი პროდუქტით ამარაგებენ.

აღსანიშნავია, რომ “ეპიცენტრი” მსგავსს სკანდალში 2022 წელსაც გაეხვა. გასული წლის 19 მაისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც განაცხადეს, რომ უკრაინის ჯარისათვის განკუთვნილი ჯავშანჟილეტების ნაწილი აღმოაჩინეს მაღაზიებში, სადაც ისინი საკმაოდ ძვირად იყიდებოდა. მათი განცხადებით, ეს პროდუქტი უკრაინის ჯარს უფასოდ უნდა გადასცემოდა, თუმცა ჩერკასკის სამხედრო ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა გადაწყვიტეს, ისინი მაღაზიების საშუალებით გაეყიდათ და ფული ეშოვნათ. ეს ჯავშანჟილეტები უკრაინაში, კერძოდ, “ლვოვის თავდაცვის კლასტერის” მიერ ასევე და შემდგომში უკრაინის თავდაცვის ძალებს უფასოდ გადაეცემა. გამოძიება თავდაპირველად  სწორედ ამ ორგანიზაციის განცხადებას მოყვა, რა დროსაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ მიერ დამზადებული პროდუცია მაღაზიებში აღმოაჩინეს, რაც უკანონო იყო და როგორც გაირკვა, ერთ-ერთი ქსელი, სადაც უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნული პროდუქცია იპოვნა და კონფისკაცია მოახდინა, სწორედ “ეპიცენტრი” იყო. 

“ლვოვის თავდაცვის კლასტერის” პოსტში აღნიშნულია, რომ “ეპიცენტრი” მაღალი რეპუტაციით სარგებლობს და იმედოვნებენ, რომ მათ აღნიშნული პროდუქტი გამიზნულად არ შეუსყიდიათ და კომპანია თავადაც კრიმინალური სქემის მსხვერპლი გახდა. 

მეორადი ტანსაცმლის შემთხვევის მსგავსად, “ეპიცენტრმა” მალევე გამოაქვეყნა განცხადება, თანდართული დოკუმენტებით, რითიც დაადასტურა, რომ ჯავშანჟილეტები ქსელმა კომპანია “ვენეტოსგან” კანონიერად შეიძინა. 

qhidis thu ara ukrainuli supermarketebis qseli humanitarul dakhmarebas mosakhleobaze ukanonod4 ყიდის თუ არა უკრაინული სუპერმარკეტების ქსელი ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობაზე უკანონოდ?

21 მაისს “ვენეტო ჯგუფმა” მომხდარის შესახებ ახსნა-განმარტება გამოაქვეყნა, სადაც აღინიშნა, რომ “ადამიანურ შეცდომას” ქონდა ადგილი. კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, “ლვოვის თავდაცვის კლასტერმა” ჩერკასკის თავდაცვის ადმინისტრაციას 1000 ცალი სხეულის ჯავშნის საფარი (cover for body armor) გადასცა, თუმცა მათ შესანახად საკმარისი ადგილი არ ქონდათ, რის გამოც ეს პროდუქტი “ვენეტოს” საწყობში განათავსეს. შემდგომში, როდესაც პროდუქცია ჩერკასკის ადმინისტრაციაში გადაიტანეს, მოხდა შეცდომა და 1000 ერთეულში, ნაწილი “ვენეტოს” მიერ დამზადებული იმავე ტიპის პროდუქტი აღმოჩნდა, ხოლო  “ლვოვის თავდაცვის კლასტერის” მიერ შექმნილი, საწყობში დარჩენილი 200 საფარი “ვენეტომ” ჯავშანჟილეტების შესაქმენლად და “ეპიცენტრისთვის” მისაწოდებლად გამოიყენა, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. 

აღსანიშნია, რომ მიუხედავად უკრაინის უსაფრთხოების ძალების პოსტში გამოთქმული ეჭვებისა, გამოძიება უფრო შორს არ წასულა და ბრალი არც ერთ მხარეს არ წაუყენეს. 

მცდარი ინფორმაციები, იმის შესახებ, რომ უკრაინაში მიღებულ ჰუმანიტარულ დახმარებას ყიდიან ადრეც ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის სტატიებში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist