RT უკრაინელი ჯარისკაცების მიერ საქართველოდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების გაყიდვაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

371
VIEWS

15 აპრილს ფეისბუკ მომხმარებელმა მალხაზ ხაბაზმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად, უკრაინაში, ქალაქ ბერდიანსკში საქართველოდან გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინელმა მებრძოლებმა მიითვისეს და ჰუმანიტარულ დახმარებაში ქალაქის მოსახლეობას ფულს ახდევინებდნენ.

პოსტს კრემლისტური არხის Russia Today-ს  ვიდეოდან  კადრები აქვს დართული, რომლებზეც, სავარაუდოდ, საქართველოდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების ყუთები, ქართული სურსათი ჩანს. ყუთებზე ვხედავთ საქართველოს და უკრაინის დროშებებსაც. ერთ-ერთ ფოტოში ყუთზე გაკეთებული წარწერა იკითხება, რომლის თანახმადაც, დახმარება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან არის გაგზავნილი.

Russia Today-ის ვიდეო ასევე გაავრცელა ფეისბუკ გვერდმა РБТ, ფეისბუკ ანგარიშმა Явген Явгенавич და იუთუბ არხმა rt для русских.

მტკიცება, რომ ქალაქ ბერდიანსკში უკრაინელმა სამხედროებმა საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარული დახმარება მიითვისეს და ყიდდნენ, დეზინფორმაციაა. 27 თებერვალს ქალაქი ბერდიანსკი უკვე რუსული სამხედრო ძალების მიერ იყო ბლოკირებული, 28 თებერვალს კი უკრაინულმა მხარემ დაადასტურა, რომ ქალაქს რუსები აკონტროლებდნენ. საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაკადი 27 თებერვალს გაიგზავნა. დახმარება უკრაინისთვის პოლონეთის გავლით უნდა მიეწოდებინათ, შესაბამისად, ბერდიანსკში საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება დროის იმ მონაკვეთში ვერ მოხვდებოდა, როცა ის უკრაინული მხარის კონტროლქვეშ იყო.

მალხაზ ხაბაზის პოსტი ეყრდნობა კრემლისტური მედიის Russia Today-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “უკრაინის ხელისუფლება ქალაქ ბერდიანსკის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კატასტროფის მოწყობას ცდილობდა”. RT-ს ცნობით, ბერდიანსკში, როცა ის ჯერ კიდევ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ იყო, საქართველოდან მიღებული ჰუმანიტარულ დახმარებას ადგილობრივ მოსახლეობაზე ყიდდნენ, მიღებული შემოსავლით კი “ნაციონალისტები” იარაღს ყიდულობდნენ. ინფორმაცია Russia Today-მ რუსულ სოციალურ ქსელში, Vkontakte და Telegram-ში 15 აპრილს გამოაქვეყნა. პოსტს თან ვიდეო აქვს დართული, რომელშიც “ოპერატიული სამსახურის წევრი” აჩვენებს “ნაციონალისტების თავშესაფარს”, სადაც აღმოაჩინეს იარაღი, საბრძოლო მასალა, “ბოევიკების” ფორმა და ფული. მალხაზ ხაბაზის პოსტში გამოყენებული ფოტოები სწორედ ამ ვიდეოდან ამოჭრილი კადრებია.

Russia Today-ს მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები ბერდიანსკში საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას მაშინ ყიდდნენ, როცა ქალაქი მათ კონტროლქვეშ იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 27 თებერვალს განაცხადა, რომ ქალაქი ბლოკირებული იყო. 28 თებერვალს კი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ბერდიანსკს რუსული სამხედრო ძალები აკონტროლებდნენ. არესტოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ ქალაქში უკრაინული სამხედრო ძალები არ იყვნენ გამაგრებული. (Provigil)

არესტოვიჩი: ბერდიანსკი მოწინააღმდეგის მიერ არის დაკავებული, იქ არ იყვნენ ჩვენი ჯარები. მათ [რუსულმა ძალებმა] აიღეს ქალაქი, ეს არის იგივე დაჯგუფება, რომელიც მელიტოპოლიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდა.

როგორც უკვე აღინიშნა ერთ-ერთი ყუთის წარწერის მიხედვით იკითხება, რომ გზავნილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას ეკუთვნის. საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება პირველად 27 თებერვალს გაიგზავნა. საქართველოს მთავრობის თანახმად, საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა პოლონეთის ქალაქ ლუბლინის გავლით მიიღებდა. ლუბლინი უკრაინიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მდებარეობს და აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ბერდიანსკიდან 1 300 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული. იმ დროს როცა საქართველოდან ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა, ბერდიანსკი უკვე რუსული სამხედრო ძალების მიერ იყო ბლოკირებული და უკრაინელი სამხედროები ქალაქში ქართული ჰუმანიტარული დახმარების გაყიდვას ვერ შეძლებდნენ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist