როგორ გააერთიანა “თირკმელმა” სააკაშვილის წინააღმდეგ სახელისუფლებო და კრემლისტური ანგარიშები?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

660
VIEWS

2022 წლის 5 აპრილს ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა ფეისბუკ ანგარიშმა ტერენტი გლდანელი და ფეისბუკ გვერდმა სირცხვილის კორიდორი  ჯგუფიდან “მიშას მხარდამჭერები” გამოაქვეყნეს სქრინშოტი, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილის გამოსახსნელად და “ქართული ოცნების” დასამარცხებლად დიდი თანხების მობილიზებაა საჭირო, რის გამოც ყველამ, ვისაც სამშობლოზე გული შესტკივა, თირკმელი უნდა ამოიჭრას და გაყიდოს. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკულ ბაზარზე თირკმლის ფასი 400 000 დოლარსაც კი აღწევს და რამდენიმე ასეული ადამიანის მიერ გაღებული თირკმლით იმაზე დიდი თანხა მოგროვდება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს აქვს, შესაბამისად, რესურსების ბალანსიც ნაციონალური მოძრაობის მხარეს გადმოიხრება და ეს რეჟიმიც დამთავრდება.

Screenshot 15 3 როგორ გააერთიანა “თირკმელმა” სააკაშვილის წინააღმდეგ სახელისუფლებო და კრემლისტური ანგარიშები?
იდენტური სქრინები 5 აპრილს “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა ანგარიშებმა (თათა მურაჩაშვილი ლელა პრაგა, Faika Nacvlishvili, კონსერვატიული მოძრაობა – სენაკი) და კრემლისტური გამოცემების Tvalsazrisi.ge-ისა და infoanalytical.ge-ის რედაქტორმა ირაკლი ჯანყარაშვილმა როგორც პირადი, ასევე მასთან დაკავშირებული ანგარიშების (ანტილიბერალური დოქტრინა, კონსერვატორი დუმი, infoanalytical.ge)  საშუალებით გაავრცელა.

Screenshot 16 3 როგორ გააერთიანა “თირკმელმა” სააკაშვილის წინააღმდეგ სახელისუფლებო და კრემლისტური ანგარიშები?Screenshot 17 3 როგორ გააერთიანა “თირკმელმა” სააკაშვილის წინააღმდეგ სახელისუფლებო და კრემლისტური ანგარიშები?
პოსტი გაზიარდა ასევე “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ ფეისბუკ ჯგუფებში: “წინ საქართველო უკეთესი მომავლისკენ” ; “პროტესტი! Protest! Протест!” და კონსერვატიული მოძრაობასთან დაკავშირებულ შემდეგ ფეისბუკ ჯგუფებში: კონსერვატიული მოძრაობა სენაკი, თეთრიწყაროს კონსერვატიული მოძრაობა.

Screenshot 18 2 როგორ გააერთიანა “თირკმელმა” სააკაშვილის წინააღმდეგ სახელისუფლებო და კრემლისტური ანგარიშები?
პოსტი თირკმლის გაყიდვის შესახებ ყალბი ანგარიშის მიერ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით და ასევე ყოფილი პრეზიდენტის მომხრეების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება. სქრინშოტზე ჩანს, რომ პოსტი გამოქვეყნდა ჯგუფში “მიშას მხარდამჭერები”, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მსგავსი მოწოდება სწორედ ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერების მიერ კეთდება.

მოწოდება თირკმლის გაყიდვის შესახებ 5 აპრილს ყალბმა ანგარიშმა Mariam Beridze-მ თავდაპირველად საკუთარ პროფილზე გამოაქვეყნა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ  ჯგუფებში (“მიშას მხარდამჭერები 🤗”, “მიხეილ სააკაშვილის შტაბი”) გაავრცელა.

Screenshot 19 2 როგორ გააერთიანა “თირკმელმა” სააკაშვილის წინააღმდეგ სახელისუფლებო და კრემლისტური ანგარიშები?

6 აპრილის მონცემებით ფეისბუკ ჯგუფში “მიშას მხარდამჭერები 🤗”  Mariam Beridze-ის პოსტი სააკაშვილის გამოხსნისათვის თირკმლის გაყიდვის შესახებ აღარ გვხვდება, თუმცა ჯგუფში იძებნება  ყალბი ანგარიშის მიერ გავრცელებული სხვა პოსტები. ბოლო პერიოდში Mariam Beridze ჯგუფში უკრაინის მხარდამჭერ პოსტებს ავრცელებდა, 2021 წლის სექტემბერში კი მას  სააკაშვილის მხარდამჭერი პოსტები აქვს გაზიარებული.  აღსანიშნავია, რომ მარიამ ბერიძე ჯგუფში პოსტებს ფეისბუკ გვერდიდან “2 ოქტომბერს მიშა საქართველოში •mishasakartveloshi” აზიარებს, რომელიც, სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის ყალბი მხარდამჭერი გვერდია. ამ ფეისბუკ გვერდზე 2021 წლის ოქტომბერში ფოტომანიპულაციაც გამოქვეყნდა, რომელიც “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.

Screenshot 20 2 როგორ გააერთიანა “თირკმელმა” სააკაშვილის წინააღმდეგ სახელისუფლებო და კრემლისტური ანგარიშები?
“მიშას მხარდამჭერები 🤗” -ის გარდა Mariam Beridze-მ პოსტი თირკმლის გაყიდვის შესახებ 5 აპრილს  ჯგუფში  მიხეილ სააკაშვილის შტაბი  ორჯერ გამოაქვეყნა.

Screenshot 21 2 როგორ გააერთიანა “თირკმელმა” სააკაშვილის წინააღმდეგ სახელისუფლებო და კრემლისტური ანგარიშები?
ამავე ჯგუფში ყალბი ანგარიშის სხვა აქტივობაც შეინიშნება – მას ჯგუფში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პოსტები ფეისბუკ გვერდიდან “2 ოქტომბერს მიშა საქართველოში •mishasakartveloshiაქვს გაზიარებული. იდენტურ პოსტებს Mariam Beridze  ჯგუფში(“მიშას მხარდამჭერები 🤗”) ავრცელებდა.

Screenshot 22 2 როგორ გააერთიანა “თირკმელმა” სააკაშვილის წინააღმდეგ სახელისუფლებო და კრემლისტური ანგარიშები?
ანგარიში Mariam Beridze სავარაუდოდ 2021 წლის სექტემბერშია შექმნილი და მას პროფილზე გამოყენებული აქვს Vkontakte.ru-ის მომხმარებლის, Кира Райс-ის ფოტო. აღსანიშნავია, რომ იდენტური ფოტო სოციალური ქსელებისა და გაცნობითი საიტების ბევრ მომხმარებელს აქვს გამოყენებული, თუმცა ყველაზე ადრე, 2014 წლის სექტემბერში vkontakte.ru-ის მომხმარებელ Кира Райс-თან იძებნება.

Screenshot 23 2 როგორ გააერთიანა “თირკმელმა” სააკაშვილის წინააღმდეგ სახელისუფლებო და კრემლისტური ანგარიშები? Screenshot 24 2 როგორ გააერთიანა “თირკმელმა” სააკაშვილის წინააღმდეგ სახელისუფლებო და კრემლისტური ანგარიშები?
ყალბ ანგარიშს  სამუშაო ადგილად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement აქვს მითითებული. Mariam Beridze-ის პროფილზე მხოლოდ ორი პოსტი იძებნება, მათგან ერთი მიხეილ სააკაშვილისთვის თირკმლის გაყიდვას ეხება. მარიამ ბერიძის მოწონებულ გვერდებში ვხვდებით სააკაშვილის ყალბ მხარდამჭერ გვერდს 2 ოქტომბერს მიშა საქართველოში •mishasakartveloshi და გვერდს არქივი – Archive, რომელიც ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული.

Screenshot 25 1 როგორ გააერთიანა “თირკმელმა” სააკაშვილის წინააღმდეგ სახელისუფლებო და კრემლისტური ანგარიშები?

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტში მიხეილ სააკაშვილის ყალბ მხარდამჭერ ჯგუფში გავრცელდა პოსტი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას შეეხებოდა. პოსტს ასევე ყალბი ანგარიში ავრცელებდა. (enlightenedwomen.org) უფრო ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist