სააკაშვილის მხარდამჭერ ჯგუფს სახელისუფლებო ანგარიში მართავს და მის გათავისუფლებაზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

200
VIEWS

4 აპრილს ფეისბუკ ჯგუფში “მიხეილ სააკაშვილი საქართველოს იმედი”  სოციალური ქსელის მომხმარებელმა Lile Lile Gio გამოაქვეყნა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ფოტო, რომელსაც ღაწვებზე უკრაინის დროშა აქვს მიხატული. პოსტის აღწერის თანახმად, ჯო ბაიდენის ძალისხმევის შედეგად, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის დაზვერვამ საქართველოდან გაიყვანა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე თავისუფალია. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ  სააკაშვილი უკრაინის არმიის დასახმარებლად გაემართა და უკვე მარიუპოლის ფრონტზე იმყოფება. პოსტს 4 მარტის მონაცემებით 115 გაზიარება აქვს.

Screenshot 1 1 სააკაშვილის მხარდამჭერ ჯგუფს სახელისუფლებო ანგარიში მართავს და მის გათავისუფლებაზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს
ინფორმაცია ჯო ბაიდენის ჩართულობით სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. პოსტი სააკაშვილის ცრუ მხარდამჭერ ჯგუფში ყოფილი პრეზიდენტის მომხრეების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება. თავად ჯგუფს კი სახელისუფლებო ანგარიში მართავს, რომელიც პირად გვერდზე ოპოზიციის მიმართ კრიტიკულ პოსტებს ავრცელებს.

28 მარტს  თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართა და მიხეილ სააკაშვილს რუსთავის საპატიმრო ჯერ არ დაუტოვებია.

ფეისბუკ ჯგუფი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს იმედი 2020 წლის 5 მაისს შეიქმნა და ყალბ მხარდამჭერ ჯგუფს წარმოადგენს. მასში, როგორც მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოსტები, ასევე სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოსა და ქლიქბეით საიტების (publishers.ge, hotnews.ge, (geonewest.com) მიერ გამოქვეყნებული მასალები ვრცელდება.

Screenshot 2 1 სააკაშვილის მხარდამჭერ ჯგუფს სახელისუფლებო ანგარიში მართავს და მის გათავისუფლებაზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს
ჯგუფის ერთადერთი ადმინისტრატორი ანგარიში – იპო ჩაჩუაა. ის 2020 წელს მაისში ჯგუფში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პოსტებს ავრცელებდა, 2020 წლის ოქტომბერში კი მან პირად გვერდზე ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით POSTV-ის პოსტების გავრცელება დაიწყო.

Screenshot 3 1 სააკაშვილის მხარდამჭერ ჯგუფს სახელისუფლებო ანგარიში მართავს და მის გათავისუფლებაზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებსScreenshot 4 1 სააკაშვილის მხარდამჭერ ჯგუფს სახელისუფლებო ანგარიში მართავს და მის გათავისუფლებაზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს

რაც შეეხება იპო ჩაჩუას პირად პროფილს, მასზე ბოლო აქტივივობას 2020 წლის ნოემბერში ვხვდებით და მათგან ყველა პოსტი მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგოდაა მიმართული.

Screenshot 5 1 სააკაშვილის მხარდამჭერ ჯგუფს სახელისუფლებო ანგარიში მართავს და მის გათავისუფლებაზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებსScreenshot 6 2 სააკაშვილის მხარდამჭერ ჯგუფს სახელისუფლებო ანგარიში მართავს და მის გათავისუფლებაზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს
იპო ჩაჩუას მოწონებული აქვს ოპოზიციის მადისკრედიტირებელი(სირცხვილის კორიდორი, პოლიტიკოსები 1 ლარიდან, მიჰა პროდაქშენ, მიხეილ უკრაინოლოგი) და ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული გვერდები (Irakli, Koka kandiashvili, POSTV – ანალიტიკა, POSTV – ახალი ამბები).

Screenshot 7 სააკაშვილის მხარდამჭერ ჯგუფს სახელისუფლებო ანგარიში მართავს და მის გათავისუფლებაზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს
ანგარიში, რომელმაც ფეისბუკ ჯგუფში ყალბი ამბავი გაავრცელა, Lile Lile Gio, სავარაუდოდ, ყალბია. მას ჯგუფში კიდევ ორი სხვა პოსტი აქვს გაზიარებული, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომელსაც სააკაშვილის მადისკრედიტირებელი ფეისბუკ გვერდი “მიხეილ უკრაინოლოგი” ავატარად იყენებს. 

Screenshot 8 სააკაშვილის მხარდამჭერ ჯგუფს სახელისუფლებო ანგარიში მართავს და მის გათავისუფლებაზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ “მითების დეტეტქტორმა” ადრეც გამოავლინა ფეისბუქ ჯგუფი, რომელსაც ყალბი ანგარიში მართავდა და სააკაშვილის სახელით გაყალბებულ ციტატებს ავრცელებდა. ეს ჯგუფია თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს / Freedom to President Saakashvili, რომელშიც 2021 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს ყალბი ანგარიში Tabidze Tato ტელეკომპანია “მთავარისა” და “TV პირველის” ლოგოების გამოსახულებით მიხეილ სააკაშვილის გაყალბებულ ციტატებს ავრცელებდა.

უფრო ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist