ვინ ასპონსორებს ფოტოშოპით დამუშავებულ ეიფელის ფოტოს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

43
VIEWS

7 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდმა “2 ოქტომბერს მიშა საქართველოში •mishasakartveloshi“ გამოაქვეყნა ეიფელის კოშკის ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ კოშკის წვერზე თეთრი ქსოვილია შემოხვეული. აღწერის მიხედვით, საფრანგეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები ციხიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ ინიციატივას უერთდებიან.

"
გამოქვეყნებული ფოტო კომპიუტერულადაა დამუშავებული. რეალურად, ორიგინალ ფოტო ინტერნეტში 2016 წლიდან იძებნება და მასზე თეთრი ქსოვილი გამოსახული არ არის.

გამოქყნებული ფოტო ფოტოშოფშია დამუშავებული. რეალურად, ეიფელის კოშკის ორიგინალი ფოტოზე თეთრი ქსოვილი გამოსახული არ არის. ფოტო ინტერნეტში 2016 წელს გამოჩნდა და ფართოდაა გავრცელებული. ის ფოტოგრაფ Andrea Astes-ს ეკუთვნის და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს 12$-ად istockphoto.com-ზე შეუძლია.

""

გავრცელებულ დამუშავებულ ფოტოზე გამოსახული თეთრი ქსოვილი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის გამოქვეყნებული ფოტოდანაა აღებული.

"
ნანუკა ჟორჟოლიანმა 6 ოქტომებრს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მომხრეებს თეთრი ქსოვილების გამოფენისაკენ მოუწოდებდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტისადმი სოლიდარობის გამოხატვისა და მისი პატიმრობის გაპროტესტების მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტებმა აქციები მართლაც გამართეს, მათ შორის საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში შიმშილობა დაიწყო გოგი თათუხაშვილმა. მსოფლიოს რომელიმე ღირსშესანიშნაობიდან თეთრი ქსოვილის გადმოფენის შესახებ ინფორმაცია არცერთ ღია წყაროში არ იძებნება.

ფეისბუქ გვერდის “2 ოქტომბერს მიშა საქართველოში •mishasakartveloshi“ შესახებ

ფეისბუქ გვერდი “2 ოქტომბერს მიშა საქართველოში” 21 სექტემბრს შეიქმნა და თავდაპირველად “30 სექტემბერს მიშა საქართველოში” ერქვა, თუმცა მას შემდეგ რაც 27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა 2 ოქტომბერს მის სახელზე დაჯავშნილი კიევი-თბილისის ბილეთები გამოაქვეყნა, გვერდმა სახელი შეიცვალა და “2 ოქტომბერს მიშა საქართველოში” დაირქვა.

"

გვერდი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ სხვადასხვა პოსტს აქვეყნებს. გვერდზე ასევე მოხვდა ნიკა მელიას კრიტიკის შემცველი პოსტები. ერთ-ერთის მიხედვით, მან სააკაშვილს უღალატა.

"
გვერდი გამოქვეყნებულ პოსტებს ხშირად ასპონსორებს. შექმნის დღიდან დღემდე გვერდმა ფეისბუქ რეკლამაში 235 დოლარი გადაიხადა. მათ შორის დასპონსორებულია ეიფელის კოშკის კომპიუტერულად დამუშავებული ფოტოს შემცველი პოსტიც.

""


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist