ეკრძალებათ თუ არა რიგაში რუსულენოვან პირებს ტრანსპორტის წინა ადგილებზე დაჯდომა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1k
VIEWS

7 სექტემბერს რუსულმა მედიებმა (1, 2) ფეისბუკ გვერდმა Latgales Benders, რუსულენოვვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4, 5, 6) რიგის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაღებული ფოტო გაავრცელეს. ფოტოზე ასახულია ტრანსპორტში გამოკრული განცხადება, რომელიც რუსულენოვან მგზავრებს უკანა ნაწილში დაჯდომისკენ მიუთითებს: “ძვირფასო მგზავრებო! რუსულენოვანთათვის ადგილები ავტობუსის უკანა ნაწილშია!”
გავრცელებული ფოტო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ლატვიაში რუსულ ენაზე მოლაპარაკე ხალხი დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდება. 

ekrdzalebath thu ara rigashi rusulenovan pirebs transportis tsina adgilebze dajdoma 1 ეკრძალებათ თუ არა რიგაში რუსულენოვან პირებს ტრანსპორტის წინა ადგილებზე დაჯდომა?

ekrdzalebath thu ara rigashi rusulenovan pirebs transportis tsina adgilebze dajdoma 2 ეკრძალებათ თუ არა რიგაში რუსულენოვან პირებს ტრანსპორტის წინა ადგილებზე დაჯდომა?

ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რიგაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში რუსულენოვანთათვის დაჯდომა მხოლოდ ტრანპორტის უკანა ნაწილშია დასაშვები, სიმართლეს არ შეესაბამება. რიგის სატრანსპორტო კომპანიამ Rigas Satiksme-მ ეს ინფორმაცია უარყო და გავრცელებულ ფოტოს პროვოკაცია უწოდა.

განცხადების ფოტო, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსულენოვანი პირებისთვის ადგილები მხოლოდ ტრანსპორტის უკანა ნაწილშია ხელმისაწვდომი, ფეისბუკის გარდა “ტვიტერზეც” გავრცელდა. 17 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც ამ დროისთვის წაშლილია, რიგის სატრანსპორტო კომპანია გამოეხმაურა და გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაცია უწოდა.

ekrdzalebath thu ara rigashi rusulenovan pirebs transportis tsina adgilebze dajdoma 3 ეკრძალებათ თუ არა რიგაში რუსულენოვან პირებს ტრანსპორტის წინა ადგილებზე დაჯდომა?

საგამოძიებო ჟურნალისტიკის პლატფორმა Re:Baltica ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სატრანსპორტო კომპანიას RIGAS Satiksme დაუკავშირდა. RIGAS Satiksme-ს წარმომადგენელმა, ბაიბა ბარტასევიკა-ფელდმანემ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობა უარყო. მისი თქმით, საღამოობით თანამშრომლები ტრანსპორტის ინტერიერს ამოწმებენ, თუმცა ასეთი მათგან არავის არ შეხვედრია.

აღსანიშნავია ისიც, რომ რიგაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში განცხადებებისთვის ციფრული ეკრანი გამოიყენება, რომელსაც თან „Rīgas Satiksmes“-ის ლოგოც უნდა ჰქონდეს დართული. გარდა ამისა, განცხადებაში გამოყენებული ენა ბადებს ეჭვს, რომ ტექსტის ავტორი ლატვიურ ენას კარგად არ ფლობს. მაგალითად სიტყვა “sēdvietas”-ს ნაცვლად ტექსტში გამოყენებულია “sēdekļi”,  სიტყვა “krievvalodīgie” (“რუსულად მოლაპარაკეები”) კი, ჩვეულებრივ უფრო ფართოდ გამოიყენება და რამდენადაც  რუსულს ლატვიაში კომუნიკაციისთვის უკრაინელები, პოლონელები, ბელორუსებიც იყენებენ,  ეს განცხადება მათთვისაც დისკრიმინაციული იქნებოდა.

Rīgas Satiksme-ს ლიეტუვური გამოცემა Delfi-ის ფაქტების ანალიტიკოსებიც დაუკავშირდნენ. კომპანიამ “დელფის” განუმარტა, რომ განცხადებები რუსულენოვანი პირების ტრანსპორტის უკანა ნაწილში განთავსების შესახებ მათ არ გაუვრცელებიათ.  ასევე, კომპანიამ ხალხს სთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ რეისზე და რომელ საათზე იყო გადაღებული  ფოტო, შეხვედრიათ თუ არა მგზავრებს მსგავსი განცხადება ტრანსპორტის სხვა ნომრებში, თუმცა კომპანიას არავინ გამოხმაურებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ლატვია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist