რა თქვა ანჯეი დუდამ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე და როგორ მანიპულირებს მისი სიტყვებით კრემლის პროპაგანდა? 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

385
VIEWS

Რუსეთ უკრაინის ომის დაწყების დღიდან რუსულ პროპაგანდისტულ მედიებსა და სოციალური ქსელის რუსულ ანგარიშებზე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლონეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. 6 მაისს Რუსულ მედია-პლატფორმებსა iz.ru, gazeta.ru, lenta.ru, rg.ru, vedmosti.ru და ფეისბუკ-გვერდებზე: Русские Афины – Russian Athens, ВЕЛИКАЯ СТРАНА და РОССИЯ გავრცელდა ანჯეი დუდას გამოსვლის მოკლე ფრაგმენტი, რომელშიც ის საუბრობს, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის საზღვარი აღარ იქნება.  დუდას გამოსვლის ეს ფრაგმენტი Რუსულენოვანი მედიის ნაწილში დასავლეთ უკრაინის დაბრუნების “პოლონეთის გეგმად” იყო წარმოჩენილი. 

გამოქვეყნებულ ფრაგმენტში ანჯეი დუდა ამბობს:  “უკრაინა, რომელიც, ვიმედოვნებ, ათწლეულების განმავლობაში, და შესაძლოა, ღმერთმა ქნას, საუკუნეების განმავლობაში იყოს ძმური სახელმწიფო და როგორც იმედი მაქვს, წინასწარმეტყველურად თქვა ზელენსკიმ, რომ ჩვენს ქვეყნებს – პოლონეთსა და უკრაინას შორის საზღვარი აღარ იქნება. ეს საზღვარი რეალურად არ არსებობს. ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ ამ მიწაზე, ერთად ავაშენებთ ჩვენს საერთო ბედნიერებას და საერთო ძალას, რაც მოგვცემს საშუალებას მოვიგერიოთ ნებისმიერი საფრთხე“.

Screenshot 1 7 რა თქვა ანჯეი დუდამ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე და როგორ მანიპულირებს მისი სიტყვებით კრემლის პროპაგანდა?  Screenshot 2 6 რა თქვა ანჯეი დუდამ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე და როგორ მანიპულირებს მისი სიტყვებით კრემლის პროპაგანდა?  Screenshot 3 6 რა თქვა ანჯეი დუდამ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე და როგორ მანიპულირებს მისი სიტყვებით კრემლის პროპაგანდა? 

იგივე ფრაგმენტს იმავე კონტექსტით ქართულოვანი გამოცემა  infoanalytical.ge -ც ავრცელებს. 

ფრაგმენეტი ანჯეი დუდას გამოსვლიდან მანიპულაციურად ვრცელდება. პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მეზობელი ქვეყნების ძმობასა და მეგობრობაზე ისაუბრა, მაგრამ ქვეყნების გაერთიანებაზე არაფერი უთქვამს. ასევე, მან თავის გამოსვლაში არაერთხელ ახსენა უკრაინა, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. (Xanax)

Screenshot 4 5 რა თქვა ანჯეი დუდამ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე და როგორ მანიპულირებს მისი სიტყვებით კრემლის პროპაგანდა? 

Სოციალურ ქსელში გავრცელებული ანჯეი დუდას გამოსვლის ფრაგმენტი 3 მაისს, პოლონეთის კონსტიტუციის მიღებიდან 231 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძებიდანაა. გამოსვლის სრული ვიდეო და ტექსტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ანჯეი დუდა გამოსვლაში პოლონეთსა და უკრაინის ძმობაზე და მეგობრობაზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ომის დასრულების შემდეგ ისინი თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან. მას პოლონეთისა და უკრაინის გაერთიანებაზე არაფერი უთქვამს.  დუდამ გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება გაიხსენა, რომ უკრაინისა და პოლონეთის ურთიერთობის ისტორიას განსაკუთრებული განვითარება აქვს, ხოლო ქვეყნების გაერთიანების ფონზე “ისტორიული საკითხები უმნიშვნელოდ ჩანს”. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წითლად არის ნაჩვენები დუდას გამოსვლის ის ფრაგმენტი, რომელშიც ის ომის შემდგომ თავისუფალი და სუვერენული უკრაინის აღდგენაზე საუბრობს. 

ფრაგმენტი სრული კონტექსტის გარეშე სრული ციტატა
“უკრაინა, რომელიც, ვიმედოვნებ, ათწლეულების განმავლობაში, და შესაძლოა, ღმერთმა ქნას, საუკუნეების განმავლობაში იყოს ძმური სახელმწიფო და როგორც იმედი მაქვს, წინასწარმეტყველურად თქვა ზელენსკიმ, რომ ჩვენს ქვეყნებს – პოლონეთსა და უკრაინას შორის საზღვარი აღარ იქნება. ეს საზღვარი რეალურად არ არსებობს. ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ ამ მიწაზე, ერთად ავაშენებთ ჩვენს საერთო ბედნიერებას და საერთო ძალას, რაც მოგვცემს საშუალებას მოვიგერიოთ ნებისმიერი საფრთხე“. მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, ისევე, როგორც ჩვენ შევძელით ჩვენი მეზობლების მიღება, ჩვენ შევძლებთ მათ დაცვას, რათა ომის დასრულების შემდეგ ისინი დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და ჩვენ დავეხმაროთ მათ უკრაინის აღდგენაში: თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი. უკრაინა, რომელიც, ვიმედოვნებ, ათწლეულების განმავლობაში, და შესაძლოა, ღმერთმა ქნას, საუკუნეების განმავლობაში იყოს ძმური სახელმწიფო და როგორც იმედი მაქვს, წინასწარმეტყველურად თქვა ზელენსკიმ, რომ ჩვენს ქვეყნებს – პოლონეთსა და უკრაინას შორის საზღვარი აღარ იქნება. ეს საზღვარი რეალურად არ არსებობს. ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ ამ დედამიწაზე, ერთად ავაშენებთ ჩვენს საერთო ბედნიერებას და საერთო ძალას, რაც მოგვცემს საშუალებას მოვიგერიოთ ნებისმიერი საფრთხე“.

Რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან აქტიურად ვრცლედება ინფორმაცია თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინაში შეჭრას გეგმავს. 6 მაისს პოლონეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ანგარიში გამოქვეყნდა ,რომელშიც რუსეთის მიერ პოლონეთის წინაღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციაზე საუბრობენ. 

Screenshot 5 3 რა თქვა ანჯეი დუდამ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე და როგორ მანიპულირებს მისი სიტყვებით კრემლის პროპაგანდა? 
წყარო:პოლონეთის მთავრობის ოფიციალური გვერდი

Პოლონეთის უკრაინაში შეჭრის გეგმებზე გავრცელებულ დეზინფორმაციებზე მითების დეტექტორი ადრეც წერდა. ვრცლად, იხილეთ სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist