ვის სურს უკრაინის დანაწილება – პოლონეთს თუ ჟირინოვსკის?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

3.6k
VIEWS

29 აპრილს ფეისბუკ-ანგარიშმა  Антонина Сергеева გამოაქვეყნა რუკა, რომელშიც უკრაინის დასავლეთი ნაწილი პოლენეთს არის მიკუთვნებული, სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილი კი რუსეთის ტერიტორიაზეა. ფეისბუკ-მომხამრებელი რუკას შემდეგი აღწერით ავრცელებს: “აი, მეგობრები! აი, ხელშემწყობები! უკრაინა მოღალატე პოლონელი მეგობრების თვალით.  მეგობრებო, თქვენ პროგნოზირებადი ხართ! არცერთი წუთით არ შეგვპარვია ეჭვი თქვენს განზრახვაში.”

Screenshot 13 ვის სურს უკრაინის დანაწილება - პოლონეთს თუ ჟირინოვსკის?

ინფორმაცია, თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინის მიერთებას გეგმავს, ყალბია. სოციალურ ქსელში გავრცელებული რუკა არა პოლონეთის, არამედ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ უკრაინის გადანაწილების გეგმას ასახავს. რუკა, პირველად, 2014 წელს პოლონურ მედიაში გავრცელდა, როგორც ჟირინოვსკის მიერ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსამდი გაგზავნილი წერილის ილუსტრაცია. ჟირინოვსკი პოლონეთს უკრაინის გადანაწილებაში მონაწილეობას და დასავლეთ უკრაინის შემოერთებასთნ დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობდა. 

აღნიშნული Რუკა პირველად პოლონურ გაზეთ super express -ში 2014 წლის 25 მარტს გამოქვეყნდა, როგორც ვლადიმერ ჟირინოვსკის წერილის ილუსტრაცია. ჟირინოვსკი 2014 წელს პოლონეთს სთავაზობდა უკრაინის გადანაწილებაში მონაწილეობა მიეღო და ის ტერიტორია დაებრუნებინა, რაც ისტორიულად ეკუთვნოდა. ამ თემასთან დაკავშირებით, პირველი სიუჟეტი 2014 წლის 23 მარტს, პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა, შემდეგ კი სხვა მედიებშიც გაშუქდა. 2014 წლის 25 მარტს კი რუსეთის შეთავაზებათან დაკავშირებით სტატია super express-შიც დაიწერა, ვიზუალიზაციად კი სწორედ ის რუკაა გამოყენებული, რომელიც სოციალურ ქსელში დღეს პოლონეთის უკრაინაში შეჭრის გეგმის საილუსტრაციოდ ვრცელდება. 

Screenshot 14 ვის სურს უკრაინის დანაწილება - პოლონეთს თუ ჟირინოვსკის?
წყარო: se.pl

Რუკის ლეგენდაში პოლონურ ენაზე აღნიშნულია, რომ ეს რუსეთის მიერ შემოთავაზებული უკრაინის დანაწილების ილუსტრაციაა.

Screenshot 1 1 ვის სურს უკრაინის დანაწილება - პოლონეთს თუ ჟირინოვსკის?

აღსანიშნავია, რომ ეს სოციალურ ქსელში გავრცელებული მეორე რუკაა, რომელშიც უკრაინის დასავლეთ ნაწილი პოლონეთს აქვს მიერთებული. Სხვა Რუკა იმავე შინაარსით ადრეც ვრცელდებოდა. ვრცლად, იხილეთ მითების დეტექტორის სტატია: 

დეზინფორმაცია Პოლონეთის უკრიანაში შეჭრასთან დაკავშირებით მას შემდეგ  გააქტიურდა, რაც 16 მარტს პოლონეთი უკრაინაში ნატოს სამშვიდობო მისიის შეყვანის ინიციატივით გამოვიდა. ეს ინიციატივა კი  კრემლისტურმა აქტორებმა პოლონეთის სამხედრო ინტერვენციად წარმოაჩინეს. პოლონეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 17 მარტს განცხადებაც გავრცელდა, რომელშიც მტკიცება, თითქოს პოლონეთს დასავლეთ უკრაინასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს, კრემლის დეზინფორმაციად არის შეაფესებული. Ამ თემაზე ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის სტატია: 

ისტორიული ტრავმების გაღვივება და საზოგადოების დაყოფა კრემლის პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პრორუსული აქტორები ცდილობენ აზრის დამკვიდრებას, რომ პოლონეთი ომს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და რეალურად დასავლეთ უკრაინის მიერთება სურს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist