შესაძენი პროდუქტის “კატალოგი” თუ ვაქცინაციის ჩიპები? – რას ასახავს პანდემიამდელი ვიდეო

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

30
VIEWS

3 აგვისტოს ფეისბუქ-ჯგუფში დედამიწელები ჯგუფის ადმინისტრატორმა Avelum Jemal Abuladze-მ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სავაჭრო ცენტრში მოსიარულე ხალხი ჩანს. კადრში მოძრავი ადამიანების გასწვრივ წითელი და მწვანე ფერის დანომრილი მინიშნებები ჩნდება, ზოგიერთი ადამიანის გასწვრივ წერია, რომ ისინი “მოუნიშნავები” (UNTAGGED) არიან. ვიდეოში სავაჭრო ცენტრში მყოფი ადამიანები სხვადასხვა მაღაზიაში შედიან, ამ დროს მათ გვერდით ჩნდება წარწერა “PERSONAL INVENTORY”, ასევე რამდენიმე წარწერა და კოდი, რომელთა წაკითხვა ვიდეოს დაბალი ხარისხის გამო, შეუძლებელია.

;;
ვიდეოს აღწერაში Avelum Jemal Abuladze წერს, რომ “ეპ…მიის” პროპაგანდირება, რომლის დანიშნულებაა, რაც შეიძლება მეტი “აც..ლი” – ანუ, ნანო ტექნოლოგიით ჩიპიზაცია” “ახალი მსოფლიო წესრიგის” დამყარებას ემსახურება. წერტილებით დაწერილ სიტყვებში სავარაუდოდ “ეპიდემია” და “აცრილი” იგულისხმება.

გავრცელებული პოსტი დეზინფორმაციულია და ვიდეომანიპულაციის და შეთქმულების თეორიის ელემენტებს შეიცავს, ვინაიდან ვაქცინაციას ახალ მსოფლიო წესრიგსა და ჩიპებს უკავშირებს. რეალურად, ვიდეო 2004 წელსაა შექმნილი და პროექტ “კატალოგის” ვიზუალიზაციაა. პროექტი წარმოგვიდგენს საყაროს, სადაც სავაჭრო ცენტრებში დამონტაჟებული კამერები ყველა მომხმარებლის გადაადგილებას და მათ ქცევას აფიქსირებენ. კომპიუტერიზებული სისტემა კი მათ მსყიდველობითუნარიანობას და სამომავლო საჭიროებებს აფასებს. 

ვიდეო ჯერ კიდევ 2004 წელსაა შექმნილი და მას კორონავირუსის პანდემიასთან ან ჩიპებთან კავშირი არ აქვს. ვიდეო კრის ოკლის მიერაა შექმნილი. მის პროექტს “კატალოგი” ჰქვია. კრის ოკლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი მოხმარების იდეალურ სამყაროს სცენარს წარმოგვიდგენს, რომელშიც ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა მაღაზიის შიგნით ყველაფერს იღებს, ის ადამიანები კი, რომლებიც ამ მაღაზიებში გადაადგილდებიან, თავიანთ პირად მონაცემებთან ერთად “გამჭვირვალე” ხდებიან. გარდა ამისა, მათ მოძრაობას თვალს ადევნებენ და ენიჭებათ გრაფიკული ეტიკეტები, რომელზეც მოცემულია პროდუქტის შეძენის ჩვევები და ზოგადი ინფორმაცია მათ შესახებ.

;
პროექტის სახელწოდება “კატალოგი” ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თითოეული ინდივიდი, რომელიც ვიდეოკამერის ავტომატურ თვალს ხვდება, მონაცემთა ბაზაში – კატალოგშია შეყვანილი, რომელშიც თითოეული ადამიანი წინასწარ განსაზღვრულ კატეგორიებში გადანაწილდება, რითაც ის სისტემაში საკუთარ ადგილს დაიკავებს.

ვიდეოდან კადრები მოგვიანებით გამოყენებულია კიდევ ერთი პროექტის, “ხელსაწყოები გონიერ ქალაქში გადასარჩენად” (Sentient City Survival Kit) ვიდეოში. პროექტი 2010 შეიქმნა და მისი მიზანია, წარმოაჩინოს რა გავლენა ექნება ადამიანების ცხოვრებაზე ქალაქებში კომპიუტერულ ანალიზზე დაფუძნებული ტექნოლოგიების როლის ზრდას.

;
პროექტი ამერიკელ მეცნიერს, მარკ შეპარდს ეკუთვნის. მასში მომავლის შესახებ ერთგვარი ვარაუდია მოცემული, რომლის მიხედვითაც მომავალში სავაჭრო ცენტრებში თითოეული პროდუქტის ეტიკეტირება და მომხმარებლის ქცევაზე მონაცემთა ამგვარად შეგროვება კორპორაციებისათვის ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდება. ვიდეო ასევე შეიცავს ერთ-ერთ პროდუქტს, რომელსაც პროექტი ადამიანებს ამის თავიდან ასარიდებლად სთავაზობს. ესაა საცვლები, რომლებზეც დატანილია ფარული რადიოსიხშირეების მაიდენტიფიცირებელი მკითხველი (RFID), რომელიც მფლობელს ვიბრაციით ანიშნებს, რომ მის მახლობლად ეტიკეტის წამკითხველი მოწყობილობებია.

;
იმ კადრზე კი, რომელზეც ვიდეოს დაბალი ხარისხის გამო წარწერების გარჩევა შეუძლებელი იყო, რეალურად ტანსაცმლის დასახელებებია ჩამოთვლილი და სწორედ ეტიკეტის წამკითხველი მოწყობილობის მუშაობის დაახლოებით ვიზუალიზაციას წარმოადგენს.

;
საცვლების გარდა პროექტი მოიცავს დაკვირვების სისტემების და კამერებისათვის თავის ასარიდებელ სხვა პროდუქტებსაც, მათ შორისაა ქოლგა ინფრაწითელი სანათებით და თერმოსი, რომელიც მფლობელებს ერთმანეთში მოკლე გზავნილების გაზიარების საშუალებ;
ჩიპების შესახებ გავრცელებულ შეთქმულების თეორიებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” ადრინდელი მასალები:

ვინ ავრცელებს შეთქმულებებს ადამიანების დაჩიპვის შესახებ?
ვიდეომანიპულაცია უსაფრთხო შპრიცით ინექციას ჩიპებს ხელოვნურად უკავშირებს
TheStonkMarket.com-ის სატირას ვაქცინაში ჩიპებზე ქართველი ანტივაქსერები რეალურ ამბად წარმოაჩენენ

COVID-19-ის პანდემიისა და  “ახალი მსოფლიო წესრიგის” შეთქმულების თეორიასთან დაკავშირებით იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველი მასალები:

საიდან იღებს სათავეს კონსპირაცია “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ?
არსებობს თუ არა გაეროს საიდუმლო დოკუმენტი ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ?
ვინ ავრცელებს რუსულ კონსპირაციას მსოფლიო ბანკის 2025 წლის სტრატეგიის შესახებ?

ვიდეოს გავრცელება 

ვიდეო, რომელიც ამჯერად კორონავირუსის პანდემიასთან მიმართებით ვრცელდება, წლების განმავლობაში რუსულენოვან წყაროებში ჩიპებთან დაკავშირებული კონსპირაციების ჭრილში ცირკულირებდა. Yandex-ის საძიებო სისტემა ვიდეოს კადრებით ძიებისას, არაერთ რუსულენოვან ვებ-გვერდს, სოციალურ ქსელსა და ბლოგს პოულობს, რომლებზეც ვიდეო სხვადასხვა დროსაა ატვირთული, მათ შორის ვიდეო სხვადასხვა მომხმარებლის მიერ არაერთხელაა გამოქვეყნებული რუსულენოვან სოციალურ ქსელ Вконтакте-ში.

;;
ჯერ კიდევ 2011 წელს ქართულენოვანმა იუთუბ-მომხმარებელმა radiumi1 ვიდეო იუთუბზე ქართული ტიტრებით, შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “ფრთხილად, ჩიპიზაცია დაწყებულია”.

;
რაც შეეხება ჯგუფს, რომელშიც ვიდეო ამჯერად გავრცელდა დედამიწელები 2021 წლის 5 მაისს შეიქმნა და მას 525 წევრი ჰყავს. პოსტის ავტორი და ჯგუფის შემქმნელი Avelum Jemal Abuladze-ა.

;

ჯგუფში არაერთგვაროვანი შინაარსის პოსტები ქვეყნდება, უმეტესად ზოგადი და გასართობი ტიპის მასალები, თუმცა გვხვდება რამდენიმე კონსპირაციული პოსტიც.

;

ჯგუფის მეორე ადმინისტრატორი კი გვერდი Avelum – აველუმი – Авелум, 2021 წლის 16 მარტს შეიქმნა. გვერდი დიდი ალბათობით ჯემალ აბულაძეს ეკუთვნის, რადგან გვერდის საკონტაქტო ინფორმაციაში მისი იუთუბ არხი და ელექტრონული ფოსტაა მითითებული.

;

 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist