ვინ ავრცელებს რუსულ კონსპირაციას მსოფლიო ბანკის 2025 წლის სტრატეგიის შესახებ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

567
VIEWS

30 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა შორე შანიძემ საკუთარ პროფილზე გამოაქვეყნა ნინო ბრეგაძის პოსტი, რომლის თანახმადაც მსოფლიო ბანკმა პანდემიის პერიოდი 2025 წლამდე განსაზღვრა. პოსტში ასევე საუბარია მსოფლიო ბანკის მიერ განვითარებად ქვეყნებში მიმდინარე ექსპერიმენტების დაფინანსებაზე და ამაში საქართველოს მონაწილეობაზე. შანიძე ასევე წერს, რომ კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე 1970 წლიდან მუშაობენ.

;;

;;

;;

 

შორე შანიძე, ფეისბუქ მომხმარებელი: “პროექტი განკუთვნილია მთელი მსოფლიოსათვის… პროექტი იწყება 2020 წლის 2 აპრილს და მთავრდება ( უ ს მ ი ნ ე თ ) 2025 წლის 31 მარტს… ანუ, კიდე ხუთი წელი უნდა დაგვცინონ და გვაწამონ ამ სიტუაციაში…ანუ,,პანდემიის” ვადას განსაზღვრავს მსოფლიო ბანკი… ანუ, ტოტალიტარული საზოგადოების შექმნას დაჭირდება 5 წელი…რაც  შემოვა ეტაპობრივად, თანდათანობითი ბლოკირებით… ქვეყნების მიერ პროგრამის ყველა პუნქტის შესრულება გულუხვად ფინანსდება, მაგალითად ონლაინ გაკვეთილები, სამასკო რეჟიმი და თვით კლესიების დახურვაცო… რაღა ვთქვა… ანუ გამოდის, რო ,,ციხის” კარი შიგნიდან გააღეს?! თურმე, კორონოვირუსის ვაქცინაზე 1970 წლიდან მუშაობენ…”

შორე შანიძის პოსტი მცდარია და პანდემიის შესახებ რუსული კონსპირაციული თეორიის ქართულ თარგმანს წარმოადგენს. რეალურად მსოფლიო ბანკის დოკუმენტი მოიცავს კოვიდ-19-ის გამო მიღებულ ზიანთან გამკლავების სტრატეგიებსა და დროში გაწერილ ეტაპობრივ გეგმას, რომელში შემავალი პროექტებიც 2025 წლამდე გრძელდება. 

  • მსოფლიო ბანკის რეალური გეგმა 

ფეისბუქ პოსტში საუბარია დოკუმენტზე, რომელიც 2020 წლის 2 აპრილს შეიქმნა, როგორც “მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავიურისისგან მიღებულ ზარალზე საპასუხოდ გადაუდებელი დახმარებების პირველი გეგმა.”

;

დოკუმენტი საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მისი მოპოვება მსოფლიო ბანკის საიტიდან სრული სახით შეუძლია.

აპრილში შექმნილი ეს გეგმა ითვალისწინებდა საწყის ეტაპზე 25 ქვეყნის დახმარებას 1.9 მილიარდი დოლარით. ყველა დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღად კი 2025 წელი იყო მითითებული.

;

პირველი გეგმის შემუშავების შემდეგ კი იზრდებოდა ბიუჯეტი და დასაფარი ქვეყნების რაოდენობა, ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკის საიტზე უახლესი ინფორმაცია 28 სექტემბერს განახლდა, ამჟამად მსოფლიო ბანკის გეგმით, კორონავირუსისგან მიღებულ ზარალთან გასამკლავებლად დახმარებას იღებს 100 განვითარებადი ქვეყანა. მათ შორისა საქართველო, მსოფლიო ბანკის საიტზე საჯაროა თითოეულ ქვეყანასთან დაკავშირებული პროექტი და დეტალები მათ შესახებ.

;

საქართველოს შემთხვევაში ვიგებთ, რომ მსოფლიო ბანკმა ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში COVID-19 -ით გამოწვეული შედეგების შერბილებისა და მათზე რეაგირებისთვის 80 მილიონი დოლარი გამოყო. ასევე დაიწყო თანამშრომლობა აზიის ინფრასტრუქტურის საინფორმაციო ბანკთან დამატებით 160 მილიონი დოლარის მოსაზიდად.

  • მუშაობა კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად

შორე შანიძის პოსტის ბოლოს საუბარია იმაზე, რომ კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად 1970 წლიდან მუშაობენ, ინტერნეტში არ იძებნება რაიმე ცნობა კონკრეტულად 1970 წლიდან ვაქცინაზე მუშაობის შესახებ, თუმცა თავად ვირუსი ამ პერიოდამდე რამდენიმე წლით ადრე 1960-იან წლებში აღმოაჩინეს. NCBI-ის კვლევის მიხედვით, ვაქცინაზე მუშაობა ამ ტიპის ვირუსის ადამიანთა შორის ფართოდ გავრცელების შემდეგ დაიწყო, კონრკრეტულად,  SARS-ის (კორონავირუსის ერთ-ერთი შტამი) ეპიდემიის აფეთქებისთანავე 2002 წელს, თუმცა ვირუსის სპეციფიკური სტრუქრტურული და ფუნქციური აგებულების გამო ვერ შეიქმნა ისეთი ვაქცინა, რომელიც პაციენტში ადეკვატურ იმუნურ რეაქციას გამოიწვევდა.

  • პოსტის გავრცელება და ავტორი

ნინო ბრეგაძის პოსტს 21,  შორე შანიძის პოსტს კი ჯამში 63 გაზიარება აქვს. თავად შანიძე მართავს ჯგუფს “ბედნიერი ერი”, რომელიც 2020 წლის 18 აპრილს შეიქმნა. შანიძემ მსოფლიო ბანკთან დაკავშირებული კონსპირაცია თავისივე ჯგუფში 30 სექტემბერს გააზიარა.

;

ნინო ბრეგაძე თავის ფეისბუქ გვერდზე ხშირად პოსტავს სხვადასხვა კონსპირაციას და მათ წყაროდ სხვადასხვა რუსული იუთუბ არხის ვიდეოს უთითებს.

;;;

შორე შანიძე კი სხვა ჯგუფებშიც აქტიურობს, როგორიცაა “ანტი-მასონობა”, „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი” და “საერთო სახალხო მოძრაობა ერის გადარჩენისთვის.” ამ ჯგუფებში უარყოფენ პანდემიას და კორონავირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავრცელებენ.

;

შორე შანიძე კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას ადრეც ავრცელებდა. 23 ივნისს თავის ფეისბუქ პოსტში შანიძე ამტკიცებდა, რომ გიორგი გახარიამ და ბორის ჯონსონმა სავალდებულო ვაქცინას მოაწერეს ხელი. ვრცლად ამ დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა.

  • კონსპირაციის პირველწყარო

შორე შანიძისა და ნინო ბრეგაძის პოსტები რუსული კონსპირაციის თარგმანია.

ნინო ბრეგაძე მსოფლიო ბანკის შესახებ თავისი პოსტის პირველწყაროდ რუსული იუთუბ არხისЛопатин Евгений Борисович ვიდეოს უთითებს, რომელიც არხზე 23 სექტემბერს აიტვირთა.

;;

აღნიშნული ვიდეო იუთუბზე პირველად 10 სექტემბერს გამოჩნდა და ის იუთუბ არხმა “Чудеса Святого Отрока Вячеслава-მ”(წმინდა ვიაჩესლავის სასწაულები) გამოაქვეყნა სათაურით: ТОЧНАЯ ДАТА ОКОНЧАНИЯ ПРОЕКТА “COVID-19”. КОСМИЧЕСКАЯ ВАКЦИНА – პროექტ covid-19-ის დასრულების ზუსტი თარიღი, კოსმოსური ვაქცინა.

;

ვიდეოს პირველ ნაწილში ავტორი მიმოიხილავს მსოფლიო ბანკის დოკუმენტს და ხაზს უსვამს იმას, რომ 2025 წელი პანდემიის დასრულების თარიღს აღნიშნავს. ვიდეოს მეორე ნაწილი კორონავირუსის ვაქცინებს ეძღვნება და ავტორი სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიას იშველიებს, მათ შორის 5G კავშირის მავნებლობასა და  სმარტფონებიდან ვირუსის გავრცელების საშიშროებას.

ორივე ამ იუთუბ არხზე კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციების გარდა, გავრცელდა გაყალბებული ვიდეო ჭიანჭვენების მიერ ხატის გადარჩენის შესახებ, რომლის შესახებაც მითების დეტექტორი ადრეც წერდა.

;;

 

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: მსოფლიო ბანკი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist