13 ივნისს ფეისბუქ გვერდზე Newsagency.ge ტელეწამყვანის მიშა მშვილდაძის ციტატა გამოქვეყნდა. ციტატის მიხედვით, მშვილდაძე ლიბერალებს მიმართავს, როგორც “ჯგუფის ლიდერი, მათ “ამ ქვეყნის ინტელექტუალურ ნაწილს” უწოდებს და 20 ივნისს აქციაზე ბიძინა ივანიშვილისთვის პასუხის გასაცემად მისვლისკენ მოუწოდებს.
მიშა მშვილდაძის სახელით გავრცელებული ციტატა გაყალბებულია. რეალურად, მშვილდაძეს მსგავსი მიმართვა არ გაუკეთებია და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ციტატა ყალბია საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე თავადვე გამოაქვეყნა.
13 ივნისს მიშა მშვილდაძემ საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე დაწერა, რომ გავრცელებული ციტატა ყალბია. მშვილდაძის მსგავსი სიტყვები არც ღია წყაროებით იძებნება.
აღსანიშნავია, რომ ფეისბუქ გვერდი Newsagency.ge მიშა მშვილდაძის გაყალბებული ციტატის შესახებ პოსტს ასპონსორებდა, რეკლამის თანხის გადამხდელად კი Gela Mikelaishvili-ა მითითებული.
წყაროს შესახებ
ფეისბუქ გვერდი Newsagency.ge 2021 წლის 21 სექტემბერს ადგილობრივ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შეიქმნა. მას საქართველოდან 1 ადმინისტრატორი მართავს.
მისი მისიის განაცხადში ვკითხულობთ, რომ გვერდი ახალი ამბების სააგენტოდ პოზიციონირებს.
გვერდი წარსულში ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვას განცხადების შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა. გვერდის მიერ ფეისბუქზე ვოლოდიმირ ზელენსკის გვარის შეცვლის შესახებ დეზინფორმაცია და ადგილობრივი ოპოზიციის დისკრედიტაციისკენ მიმართული სხვადასხვა პოსტი დაფინანსებით ვრცელდება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.