სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძის გაყალბებული ციტატა დაფინანსებით ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.1k
VIEWS

13 ივნისს ფეისბუქ გვერდზე Newsagency.ge ტელეწამყვანის მიშა მშვილდაძის ციტატა გამოქვეყნდა. ციტატის მიხედვით, მშვილდაძე ლიბერალებს მიმართავს, როგორც “ჯგუფის ლიდერი, მათ “ამ ქვეყნის ინტელექტუალურ ნაწილს” უწოდებს და 20 ივნისს აქციაზე ბიძინა ივანიშვილისთვის პასუხის გასაცემად მისვლისკენ მოუწოდებს. 

Screenshot 5 7 სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძის გაყალბებული ციტატა დაფინანსებით ვრცელდება

მიშა მშვილდაძის სახელით გავრცელებული ციტატა გაყალბებულია. რეალურად, მშვილდაძეს მსგავსი მიმართვა არ გაუკეთებია და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ციტატა ყალბია საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე თავადვე გამოაქვეყნა. 

13 ივნისს მიშა მშვილდაძემ საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე დაწერა, რომ გავრცელებული ციტატა ყალბია. მშვილდაძის მსგავსი სიტყვები არც ღია წყაროებით იძებნება.

Screenshot 6 7 სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძის გაყალბებული ციტატა დაფინანსებით ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ ფეისბუქ გვერდი Newsagency.ge მიშა მშვილდაძის გაყალბებული ციტატის შესახებ პოსტს ასპონსორებდა, რეკლამის თანხის გადამხდელად კი Gela Mikelaishvili-ა მითითებული. 

Screenshot 7 8 სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძის გაყალბებული ციტატა დაფინანსებით ვრცელდება

წყაროს შესახებ

ფეისბუქ გვერდი Newsagency.ge 2021 წლის 21 სექტემბერს ადგილობრივ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შეიქმნა. მას საქართველოდან 1 ადმინისტრატორი მართავს. 

Screenshot 8 8 სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძის გაყალბებული ციტატა დაფინანსებით ვრცელდება

მისი მისიის განაცხადში ვკითხულობთ, რომ გვერდი ახალი ამბების სააგენტოდ პოზიციონირებს. 

Screenshot 9 8 სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძის გაყალბებული ციტატა დაფინანსებით ვრცელდება

გვერდი წარსულში ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვას განცხადების შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა. გვერდის მიერ ფეისბუქზე ვოლოდიმირ ზელენსკის გვარის შეცვლის შესახებ დეზინფორმაცია და ადგილობრივი ოპოზიციის დისკრედიტაციისკენ მიმართული სხვადასხვა პოსტი დაფინანსებით ვრცელდება. 

Screenshot 10 9 სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძის გაყალბებული ციტატა დაფინანსებით ვრცელდება Screenshot 11 8 სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძის გაყალბებული ციტატა დაფინანსებით ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist